ჯეიმი კარაგერი თანამემამულეებს აფრთხილებს, რომ ნაკრების სათავეში მორიგი უცხოელის მოყვანა თავის კიდევ ერთხელ მოტყუება იქნება

ჯეიმი კარაგერი თანამემამულეებს აფრთხილებს, რომ ნაკრების სათავეში მორიგი უცხოელის მოყვანა თავის კიდევ ერთხელ მოტყუებ იქნება და მეტი არაფერი.

მოგეხსენებათ, ინგლისელთა ეროვნული გუნდის თავკაცი, იტალიელი ფაბიო კაპელო ზაფხულზე, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, თანამდებობას დატოვებს. მის შესაძლო შემცვლელთა შორის ფავორიტი "ტოტენჰემ ჰოთსპურის" მწვრთნელი ჰარი რედნაპია, თუმცა ადგილობრივ სპეციალისტთა შორის სხვა სერიოზული კანდიდატებიც არიან. "ლივერპულის" 33 წლის ვეტერანმა მცველმა კი ამ თემაზე ლაპარაკისას თქვა:

"ფაბიო კაპელოს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. 2010 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გახლდით და ეს ადამიანი ასე თუ ისე გავიცანი, მაგრამ სანაკრებო ფეხბურთი სულ სხვა რამ არის. უცხოელი მწვრთნელის მოყვანა იგივეა, ერთ მშვენიერ დღეს რომ გამოაცხადო მეკარე არ გვივარგაო და იტალიელებისგან ჯანლუიჯი ბუფონი წამოიყვანო. ასე მოქცევა საკუთრივ სანაკრებო ფეხბურთის პრინციპების დარღვევაა. ჩვენი ნაკრების შემდეგი მწვრთნელი, რასაკვირველია, ინგლისელი უნდა იყოს.

რასაკვირველია, მესმის, რომ ჩამორჩენილ საფეხბურთო ქვეყნებში, მაგალითად, სადმე აფრიკაში, განვითარების მიზნით უცხოეთიდან ჩაჰყავთ სპეციალისტები, მაგრამ ინგლისში, ასეთ განვითარებულ ქვეყანაში, საკუთარი კადრის ყოლა გვმართებს. მარტო იმიტომ, რომ სტივ მაკლარენს არ გაუმართლა შეიძლება ენგლისელ მწვრთნელზე უარის თქმა?

ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ კაპელოს ხელმძღვანელობით ჩვენთვის მსოფლიოს ჩემპიონატმა კარგად ჩაიარა. არადა, მაკლარენს სად ჰქონდა ისეთი აურა და სახელი, კაპელოს რომ ჰქონდა. აი, ყველა ინგლისურ კლუბს ინგლისელი მწვრთნელი რომ ჰყავდეს და რომელიმემ ჩამპიონთა ლიგაში გაიმარჯვოს, ადგილობრივი მწვრთნელების პრესტიჟი ერთიანად გაიზრდებოდა".

კარაგერს ინგლისის ნაკრებში 38 თამაში აქვს ჩატარებული, ძირითადად შვედი მწვრთნელის, სვენ გორან ერიკსონის ხელმძღვანელობით. დღეს "ლივერპულის" ვეტერანი ამბობს, რომ პრემიერლიგის ყველა გუნდი დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც მწვრთნელად უცხოელი მოჰყავს.

" წლეულს, "ჩელსიმ" ახალი მწვრთნელი დანიშნა, 33 წლის პორტუგალიელი კაცი. წლების წინ ამ თანამდებობას ვილაშ-ბოაშს კი არა ვინმე დევიდ მოიესის მსგავს ადამიანს, ბრიტანელს ჩააბარებდნენ, ახლა კი ხომ ხედავთ. იტალიაში და ესპანეთში დღესაც თავიანთ კაცს დანიშნავდნენ, ინგლისში კი ასეთი რამ აღარ ხდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად