"გარდიანი": უეფა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ამერიკული "ნიუ იორკ კოსმოსის" ჩართვას აპირებს

უეფა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ამერიკული "ნიუ იორკ კოსმოსის" ჩართვას აპირებს - ასეთი სენსაციური ინფორმაცია მოიპოვა ინგლისურმა გაზეთმა "გარდიანმა". "კოსმოსი" ის გუნდია, რომელსაც 70-იან წლებში სახელი გაუთქვეს პელემ, ფრანც ბეკენბაუერმა, იოჰან კრუიფმა და იოჰან ნეესკენსმა.

სპორტში ინტეგრაცია - ამერიკელი ფუნქციონერების იდეაა. დღეს NHL-ის კლუბები რეგულარულ ჩემპიონატს ევროპაში იწყებენ, ტრადიციად იქცა NBA-ის გუნდების ევროპული ტურნეები. უფრო მეტიც, საკალათბურთო ლიგის კომისარს დევიდ სტერნს ევროპული დივიზიონის შექმნის იდეა ამოძრავებს.

და აი, ახლა, ფეხბურთის ჯერი დადგა, თუმცა იდეა ამერიკელების არ არის - ეს დიდი რეფორმატორის მიშელ პლატინის ხელწერაა. რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, პირველი კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, მათ დიდად არ მოიწონეს ეს იდეა. პირველ რიგში, ხანგრძლივი გადაფრენების გამო. მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ იქაური ლიგის - MLS-ის ოთხი კლუბი კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგაზე გამოდის, სადაც არანაკლებ ხანგრძლივი გადაფრენები უწევთ.

მაგრამ მთავარი ის არის, რომ "ნიუ იორკ კოსმოსი", როგორც საფეხბურთო კლუბი, არ არსებობს. კლუბმა 1985 წელს შეწყვიტა არსებობა. თუმცა გასულ ზაფხულს იქ დაბრუნდა პელე, რომელმაც საპატიო პრეზიდენტის პოსტი დაიკავა, შემდეგ კი სპორტული დირექტორის თანამდებობა ჩააბარეს ფრანგული ფეხბურთის ლეგენდას ერიკ კანტონას. იგეგმება გაისად "კოსმოსის" MLS-ის ლიგაში შეყვანა.

ამ ლიგის ბოსები აცხადებენ, რომ 2022 წელს სოკერი სპორტის ერთ-ერთი წამყვანი სახეობა გახდება შტატებში, ამიტომაც ამ ქვეყანაში ევროპული ფეხბურთის რეკლამირებისთვის კარგი ნაბიჯი იქნება იქაური კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა. ახლა, ამ იდეის ხორცშესხმა პლატინიზე, პელესა და კანტონაზე იქნება დამოკიდებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა