საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები უკრაინიდან 5 მედლით დაბრუნდა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები უკრაინიდან 5 მედლით დაბრუნდა.

28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ კოლიმეაში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირზე ნუგზარ სხირელის გაწვრთნილმა გუნდმა 2-2 ოქრო-ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვა.

ტურნირში 15 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრთაგან ბექა ბუჯიაშვილი (50 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) ჩემპიონები გახდნენ. სანდრო ამინაშვილი (84 კგ) და ომარ გუსოშვილი (96 კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ, ხოლო გიორგი მეშვილდიშვილი (96 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა.

6 ოქტომბერს ვაკის ფალავანთა კლუბში უკრაინული ტურნისადმი მძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ჟურალისტებისთვის ნაკრების თავკაცმა ნუგზარ სხირელმა, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა გეწაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი გალდავამ ისაუბრეს.

კახა გეწაძე: "ახალგაზრდულმა ნაკრებმა ერთხელაც დაამტკიცა, რომ ქართულ ჭიდაობას ღირსეული თაობა ეზრდება. 2-2 ოქრო და 1 ვერცხლი ძალიან კარგი შედეგია და დარწმუნებული ვარ, ეს შედეგები მომავალშიც გაგრძელდება. ახალგაზრდული გუნდიდან ბოლო წლებში ძირითადმა ნაკრებმა ძალიან ძლიერი კადრები მიიღო. პერსპექტიული მოჭიდავეების ნაკლებობას არც ამჟამად ვუჩივით".

გიორგი გალდავა: "მივულოცავ საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალაგზრდულ ნაკრებს. ნუგზარ სხირელმა მითხრა, ახალგაზრდულ გუნდში ახალი ციკლი დავიწყეო. ამ ბრწყინვალე მოჭიდავეების ნაცვლად, რომლებიც უკვე ძირითად ნაკრებში გადავიდნენ, ახალი ძლიერი მოჭიდავეებიც უნდა მოძებნოს და ეს არც ისე ადვილია, მაგრამ ძალიან კარგი მწვრთნელია და დარწმუნებული ვარ, ახალ ძლიერ გუნდს შეკრავს. წარმატებებს ვუსურვებ".

ნუგზარ სხირელი: "უკრაინულ ტურნირზე ტრადიციულად, ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჩადის ხოლმე. ჩვენ მეხუთედ მივიღეთ მონაწილეობა. შეჯიბრების თავისებურება ისიცაა, რომ იმ სპორტსმენებსაც შეუძლიათ ხალიჩაზე გასვლა, რომლებმაც მიმდინარე სეზონში ახალგაზრდულ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე ბოლოჯერ იჭიდავეს.

საერთო შედეგით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ, თუმცა გამოჩნდა პრობლემებიც, რომლების გამოსასწორებლადაც ყველაფერი უნდა ვიღონოთ. ახალ ნაკრებს ვაყალიბებთ და ამ ბიჭებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირებზე ჭიდაობის გამოცდილების მიღებაა".

msy.gov.ge

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
"მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი მწვრთნელი ვარ!" - აზერბაიჯანელთა დამრიგებელმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს