დუდუ დადიანის ტურნირის მორიგ შეხვედრაში სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი "სტუ"-ს შეხვდა და 74:62 მოიგო
დუდუ დადიანის X მემორიალი. აკადემიის დარბაზი. 6 ოქტომბერი

"თსუ"-"სტუ" 74:62

18:17, 21:24, 25:12, 10:9

თსუ: დ. ბერიშვილი (6), ფანჩულიძე (20ქ, 8მ), კოხრეიძე (11ქ, 8მ), თავამაიშვილი (2), კორკოტაძე (12), მარკოიშვილი (2), ნინიაშვილი (3), ჩიტაშვილი (9), ხიზანიშვილი, შერმადინი (5), მაისურაძე (4), ჩქარეული

სტუ: ტეტელაშვილი, თევზაძე, ჩაჩიბაია (16ქ, 8მ), მაჩალაძე (4), კობიძე (3), ჯავახიშვილი (4), დეკანოიძე (2), ძიძიგური (3), ალხანაიძე (5), კორძაძე (2), ვ. ბერუაშვილი (13), ანთაძე (10ქ, 8მ)

მსაჯები: მაკა კუპატაძე, გურამ მიქელაძე

კომისარი: გია სანაძე

სტუდენტური დერბი ისეთივე სცენარის გამოვიდა, როგორც ტურნირის საწყისი 2 თამაში. პირველ ტაიმში ბრძოლა ვიხილეთ, თუმცა მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული გამოვიდა. "სტუ"-მ პირველი მეოთხედი 1 ქულით მოიგო, მეორეშიც ამ სხვაობით იმარჯვა და დიდ შესვენებაზე 41:39 ლიდერობდა.

მეორე ნახევარი სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა. ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილმა კალათბურთელებმა მეტოქეს აღნიშნულ პერიოდში 25:12 აჯობეს. რაც გუნდური თამაშის დამსახურება იყო. თუკი პირველ ტაიმში გამორჩეულად კარგად მიხეილ ფანჩულიძემ ითამაშა და 17 ქულა მოაგროვა, მეორე ნახევარში თსუ-ელები გუნდურად ათამაშდნენ და შედეგიც მოიმკეს.

ბოლო მეოთხედში ყველაფერი გარკვეული იყო, თუმცა ზურაბ ტომარაძის გუნდი ინერციით მაინც ცდილობდა თავისას. მიუხედავად ტექნიკოსთა მონდომებისა, თსუ-მ გამარჯვებამდე იოლად მიიყვანა თამაში.

გამარჯვებულთაგან 20 ქულით ფანჩილიძე გამოირჩა, ზურაბ კორკოტაძემ 12 ქულა დააგროვა, შალვა კოხრეიძემ - 11. წაგებულთაგან კი ტატო ჩაჩიბაიამ გამოიჩინა თავი (16 ქულა, 8 მოხსნა), ხოლო ვასილ ბერუაშვილს 13 ქულა ჰქონდა.

ხვალ საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დუდუ დადიანის მემორიალის მეორე დღეა. თამაშები კვლავ თერთმეტი საათიდან დაიწყება, რომელთა განრიგიც ჩვენი ვებ-გვერდის პირველ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ.

gbf.ge

ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად