34 წლის თავდამსხმელმა ჰაკან იაკინმა შვეიცარიის ეროვნული ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა
34 წლის თავდამსხმელმა ჰაკან იაკინმა შვეიცარიის ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა. ამ გუნდის შემადგენლობაში მან სულ 87 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა.

ჰაკანმა ეროვნული გუნდის ღირსება 2004 და 2008 წლების ევროპის ჩემპიონატებზე დაიცვა, ის მონაწილეობდა ასევე 2006 და 2010 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზეც. "ნაკრების ახალგაზრდა წევრები თავის საქმეს მშვენივრად აკეთებენ. სწორედ ამიტომ არ მინდა, რომ ვინმეს გზაზე გადავუდგე," - განაცხადა "ლუცერნის" ფეხბურთელმა.

შვეიცარიელთა დამრიგებელმა ოტმარ ჰიტცფელდმა ხაზი გაუსვა წლების განმავლობაში გუნდის წინაშე ჰაკანის მიერ გაწეულ ღვაწლს და აღნიშნა, რომ ის თავის საქმეს ყოველთვის მაღალ დონეზე აკეთებდა. უკანასკნელად იაკინმა ეროვნული გუნდის ღირსება ამა წლის 9 თებერვალს მალტასთან ამხანაგური მატჩისას (0:0) დაიცვა. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრების ღირსებას იცავდა მისი უფროსი ძმა მურატ იაკინიც, ვინც ნაკრებში 49 თამაში ჩაატარა.

საკლუბო დონეზე ჰაკანს საშობლოში "ბაზელის", "გრასჰოპერსისა" და "იანგ ბოიზის" ღირსება დაუცავს. უთამაშია ასევე უცხოეთში, სადაც "შტუტგარტსა" და "გალათასარაის" ირიცხებოდა. უკვე გადაწყვეტილია, რომ 2012 წლის 1-ელ ივლისიდან ჰაკანი "ბელინცონაში" გადავა, ვისთანაც მისი ასაკისთვის უჩვეულო 6-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს. თუმცა საქმე ის არის, რომ ის ჯერ მოქმედი ფეხბურთელი იქნება, კარიერის დასრულების შემდეგ კი კლუბის დირექტორატში დაიწყებს საქმიანობას.

შვეიცარიელებს დღეს საკმაოდ რთული შეხვედრა ელით უელსის ნაკრებთან (სადაც მხოლოდ მოგება აძლევთ ხელს), შემდეგ კი ისინი შინ ჩერნოგორიელებს იღებენ, რომლებმაც თავის მხრივ შინ ინგლისს ვერ უნდა მოუგონ. ამ შემთხვევაში ბაზელში გასამართი დაპირისპირება უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად