NBA-ში შვიდი წამყვანი აგენტი აპირებს ორგანიზება გაუკეთოს კლუბების მფლობელებსა და პროფკავშირს შორის სელექტორულ შეხვედრას
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძღვანელობასა და მოთამაშეთა პროფკავშირს შორის ჩაშლილი მოლაპარაკებების შესახებ გუშინდელ ნომერში ვწერდით.

მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდში განცდილი კრახის შემდეგ თითქმის აღარ დარჩა ახალი სეზონის დათქმულ ვადაში დაწყების შანსი. თანაც სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მხარეებს ახალი შეხვედრის თარიღი არ დაუთქვამთ.

ახლა სიტუაციის გამოსწორებას შვიდი წამყვანი აგენტი ცდილობს. ისინი აპირებენ უახლოეს ორ დღეში ორგანიზება გაუკეთონ კლუბების მფლობელებსა და პროფკავშირს შორის სელექტორულ შეხვედრას, რათა კომპრომისი გამოინახოს და ხელი მოეწეროს ახალ კოლექტიურ ხელშეკრულებას. არადა, უფრო ადრე აგენტებმა მიმართეს თავიანთ კლიენტებს, რომ ისინი არ დათანხმდნენ ახალ ხელშეკრულებას, თუ კალათბურთელების საერთო მოგების წილი 57 პროცენტზე ნაკლები იქნება.

ამასობაში, საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა Sporting News-მა. კალათბურთელებმა გაიმეორეს თავიანთი ბოლო შეთავაზება - ისინი მზად არის დათახმდნენ საერთო მოგების 51-პროცენტიან წილს. შეგახსენებთ, რომ ლიგის ხელმძღვანელობა მოგების თანაბრად გაყოფას ითხოვს.

თუმცა იქვე ვრცელდება პროფკავშირის აღმასრულებელი დირექტორის ბილი ჰანტერის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რომ მისი მხარე მოლაპარაკებების პროცესში არანაირ დათმობაზე არ წავა.

"გუშინ, კლუბების მფლობელებმა უკან დახევა მოგვთხოვეს, მაგრამ უარი განვაცხადეთ. მოთამაშეთა წილის 50 პროცენტამდე შემცირება - არც ისე სამართლიანი ვარიანტია", - ამბობს ჰანტერი.

ლოკაუტის პერიოდში უკვე შეიმჩნევა პრობლემები კლუბებში. კერძოდ, "მაიამი ჰიტის" ხელმძღვანელობა თავისი თანამშრომლებისთვის ხელფასის შემცირებას იწყებს. უკვე შემცირდა ჯამაგირი 10 პროცენტით. თუ ლოკაუტი 31 მარტამდე გაგრძელდა, კლება 25 პროცენტს მიაღწევს, შემდეგ კი 50 პროცენტს.

იტყობინებიან, რომ "ჰიტის" მწვრთნელი ერიკ სპოელსტრა მშვიდად შეხვდა ამ იძულებით ზომებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ