სპეციალური კონკურსი გამოაცხადეს იმ გოგონების შესარჩევად, რომლებიც სასტარტო ბილიკზე პილოტების გვერდით იდგებიან.

სინგაპურის გრან-პრის ორგანიზატორებმა მომავალი რბოლის რეკლამისთვის ფართომასშტაბიანი ღონისძიებები დაგეგმეს. ისევე როგორც გასულ წელს, ისინი გრანდიოზული კულტურული პროგრამის მოწყობას აპირებენ. შარშანდელ კონცერტზე (Formula 1 Rocks) ჯგუფი ZZ Top გამოდიოდა, წლევანდელ პროგრამაში კი გათვალისწინებულია მერაია ქერის, მისი ელიოტის, ადამ ლამბერტისა და ამერიკული ჯგუფის - Daughtry-ის გამოსვლა.

გარდა ამისა, ეტაპის ორგანიზატორები ტრასის განსაკუთრებულად გალამაზებაზე ზრუნავენ. მათ სპეციალური კონკურსი გამოაცხადეს იმ გოგონების შესარჩევად, რომლებიც სასტარტო ბილიკზე პილოტების გვერდით იდგებიან.

მკაცრი კასტინგის შედეგად 300 კანდიდატიდან 51 გოგონა აირჩიეს - სწორედ მათ ვიხილავთ ეტაპის დაწყებამდე ტრასაზე. თუმცა ამ 51-დან კიდევ 12 გოგონა გამოარჩიეს. ფინალური ჯგუფის მონაწილეები 10 ათასი დოლარის ოდენობის სპეციალური პრიზისთვის იბრძოლებენ. გარდა ამისა, გამარჯვებულს გრან-პრის ოფიციალურ ცერემონიაზე სინგაპურის დროშის ჩამოტარების უფლება ექნება.

ფინალური კონკურსი ორი ნაწილისგან შედგება - თორმეტივე გოგონა რამდენიმე წრეს გაივლის ფორმულა 1-ის სიმულატორზე, გარდა ამისა, სპეციალურ ვებგვერდზე მათ გულშემატკივრები ხმებს მისცემენ. საუკეთესო დროისა და ყველაზე მეტი ხმის მფლობელი გამარჯვებული გახდება. მის გვარს 16 სექტემბერს გამოაცხადებენ.

ლელო

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს