კლიჩკო მორიგ ბრძოლას 90.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან, ფრანგ ჟან-მარკ მორმეკთან გამართავს
გუშინ, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო მორიგ ბრძოლას 90.7-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონთან, ფრანგ ჟან-მარკ მორმეკთან გამართავს.

ეს ორთაბრძოლა 10 დეკემბერს გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, ადგილობრივი საფეხბურთო კლუბის "ფორტუნას" არენაზე გაიმართება.

უმცროსმა კლიჩკომ მორმეკს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოკრივე უწოდა იმ მეტოქეთაგან, ვისაც აქამდე შეხვედრია. უკრაინელი მძიმეწონოსნის თქმით, მის მეტოქეს კარგი ტექნიკა და დაყენებული დარტყმა აქვს და რინგზე ბრძოლის გონიერად წარმართვის უნარი გააჩნია.

"მისი შეუფასებლობა ფატალური შეცდომა იქნება", - განაცხადა კლიჩკომ.

მორმეკი ამბობს, რომ თავიდანვე შეგუებულია ამ ბრძოლის წინ აუთსაიდერის სტატუსს და მოსწონს ასეთი მდგომარეობა. ის თავის ფანებს გამარჯვებასა და საკრივო სამყაროს "გადაბრუნებას" ჰპირდება. "მე დავამსხვრევ კლიჩკოს ბროლის ყბას", - დაიქადნა ფრანგმა მოკრივემ.

39 წლის მორმეკი პირველად მსოფლიოს ჩემპიონი 2002 წელს გახდა - მაშინ მან WBA-ის ტიტული მოიპოვა. 2005 წელს WBC-ის საჩემპიონი ქამარი დაისაკუთრა.

ერთი წლის შემდეგ კი იამაიკელ ო'ნილ ბელთან წააგო, მაგრამ 2007 წელს რევანში აიღო და ტიტულები დაიბრუნა.

2007 წლის ნოემბერში მორმეკმა ნოკაუტით წააგო ბრიტანელ დევიდ ჰეისთან, რის შემდეგაც ორი წელი არ გასულა რინგზე. 2009 წლის ბოლოს ფრანგმა კარიერა სუპერმძიმე წონაში განაახლა. ამ კატეგორიაში მან ჯერჯერობით სამი ბრძოლა ჩაატარა და სამივე მოიგო. სულ მორმეკის ანგარიშზე 40 ბრძოლა, 36 მოგება (22 ნოკაუტით) და ოთხი წაგებაა.

35 წლის კლიჩკოს ეკუთვნის IBF-სი, WBO-სა და WBA-ის ტიტულები. დღემდე მან 59 ბრძოლა გამართა, საიდანაც 56 მოიგო (49 ნოკაუტით) და სამი წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო