აზარენკას ტრავმის შემდეგ კაროლინ ვოზნიაცკი ერთადერთია რეიტინგის ტოპ-ათეულიდან, რომელიც პეკინში სატურნირო ბადეს შემორჩა
გუშინ, პეკინის ტურნირზე ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვა. ერთმა ჩოგბურთელმა ამ ეტაპზე უბრძოლველად გააღწია. ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ აქილევსის მყესის დაზიანების გამო ვერ შეძლო ანასტასია პავლიუჩენკოვას წინააღმდეგ კორტზე გასვლა და რუსმა შემდეგ ეტაპზე ანდრეა პეტკოვიჩთან თამაშის უფლება მიიღო, რომელმაც წინა დღეს დაამარცხა მარიონ ბარტოლი.

როგორც იცით, გერმანელისთვის ყოველი მოგება მნიშვნელოვანია წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრის მხრივ. ის დაახლოებით 300 ქულით ჩამორჩება მერვე ადგილზე მყოფ ბარტოლის და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასწრებს, თუ პეკინში ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს. გარდა ამისა, საჩემპიონო რბოლაში პეტკოვიჩზე ოდნავ წინ არის აგნიეშკა რადვანსკა. პოლონელს საათნახევარიც არ დასჭირდა შვედი სოფია არვიდსონის დასამარცხებლად - 6:4, 6:2 და ახლა კარგ ფორმაში შესულ ანა ივანოვიჩს შეხვდება.

მოულოდნელია მეოთხედფინალში რუმინელი მონიკა ნიკულესკუს ხილვა. რუმინელმა, რომელმაც ტურნირის სტარტზე ნა ლის მოუგო, ამჯერად ვირჟინ რაზანოს ბარიერი გადალახა. ფრანგმა მოიგო მარათონული პირველი სეტი, რომელიც საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, მაგრამ შემდეგ ნიკულესკუმ ძალიან ბევრი შეცდომა დააშვებინა მეტოქეს და მომდევნო ორ სეტში მხოლოდ სამი გეიმი მისცა რაზანოს - 4:6, 6:1, 6:2. საინტერესოა, რომ ამ მატჩის მონაწილეები პეკინის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდნენ. ნიკულესკუ დღეს რუს მარია კირილენკოს შეხვდება და ეს გახლავთ რუმინელის კარიერაში პირველი მეოთხედფინალი "პრემიერის" კატეგორიის ტურნირებზე.

ვიქტორია აზარენკას ტრავმის შემდეგ კაროლინ ვოზნიაცკი ერთადერთია რეიტინგის ტოპ-ათეულიდან, რომელიც სატურნირო ბადეს შემორჩა. ის კვლავ ესტონელ კაია კანეპის ხვდებოდა, ვისათანაც ერთი კვირის წინ ტოკიოში სამ სეტში წააგო.

კანეპის ამჯერადაც ჰქონდა ორივე სეტში წარმატების მიღწევის შანსი, მაგრამ ის ვერ გამოიყენა. ესტონელმა რამდენიმე ბრეიკ-პოინტი გაანიავა, 3:4-ზე კი საკუთარი მოწოდება წააგო - გეიმი ორმაგი შეცდომით დაასრულა. ამის შემდეგ კანეპიმ კიდევ ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და 3:6 დამარცხდა.

მეორე პარტია ბრეიკების გაცვლით დაიწყო, მაგრამ მალე ვოზნიაცკიმ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება. ისევ დაფიქსირდა 5:3, თუმცა დანიელმა ამჯერად ვერ მოახერხა პარტიის მშვიდად მოგება. მატჩბოლის მოგერიების შემდეგ კაიამ ანგარიში გაათანაბრა და საქმე ტაიმ-ბრეიკამდე მიიყვანა. თუმცა გადამწყვეტ მომენტში ესტონელი მოდუნდა და კაროლინმა გამარჯვება მოიპოვა. მატჩის სტატისტიკა პროგნოზირებადი იყო - კანეპის მეტი "ვინერსი" და უნებლიე შეცდომა ჰქონდა, მაგრამ შეცდომებმა კარგი დარტყმები გადაწონა.

ვოზნიაცკის შემდეგი მეტოქე ფლავია პენეტა იქნება. იტალიელმა დომინიკა ციბულკოვა დაამარცხა, რომელმაც მანამდე იოლად დაამარცხა მეორე იტალიელი ფრანჩესკა სკიავონე (6:2, 6:2). თუმცა ამჯერად სლოვაკმა სუსტი მატჩი ჩაატარა და ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მეორე სეტში მან თითქოს იპოვნა თავისი თამაში, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, ფლავიამ კი მთელი მატჩი სტაბილურად მაღალ დონეზე წარმართა და სამ სეტში გაიმარჯვა - 6:1, 4:6, 6:4.

WTA

China Open

პეკინი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 500 000 დოლარი

1/8 ფინალი

ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 13)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2) უარი; მონიკა ნიკულესკუ (რუმ)-ვირჟინ რაზანო (საფ) 4:6, 6:1, 6:2; მარია კირილენკო (რუს)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:1, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 11)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:4, 6:2; ფლავია პენეტა (იტა)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 6:1, 4:6, 6:4; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-კაია კანეპი (ესტ) 6:3, 7:6(3).

1/4 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-პენეტა; ივანოვიჩი-რადვანსკა (11); კირილენკო-ნიკულესკუ; პავლიუჩენკოვა (13)-პეტკოვიჩი (9).

ATP

China Open

პეკინი (ჩინეთი). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 2 100 000 დოლარი

1/8 ფინალი

მარინ ჩილიჩი (ხორ)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:2, 6:7(1), 6:3; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 1)-ჟე ჟანგი (ჩინ) 6:3, 6:4; კევინ ანდერსონი (ს. აფრ)-ალბერტ მონტანიესი (ესპ) 7:6(3), 7:6(4); ხუან კარლოს ფერერო (ესპ)-მარსელ გრანოლერსი (ესპ) 6:4, 6:4.

1/4 ფინალი

ცონგა (1)-ფერერო; ბერდიხი (3)-ვერდასკო; ლუბიჩიჩი-იუჟნი; ანდერსონი-ჩილიჩი.

Japan Open

ტოკიო (იაპონია). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 1 100 000 დოლარი

1/8 ფინალი

ენდი მიურეი (ბრიტ, 2)-ალექს ბოგომოლოვი (აშშ) 6:1, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 3)-მეტიუ ებდენი (ავსტრა) 4:6, 6:2, 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-მილოშ რაონიჩი (კან) 7:5, 6:3; დავიდ ნალბანდიანი (არგ)-ივან დოდიგი (ხორ) 7:6(2), 6:2; სანტიაგო ხირალდო (კოლ)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 6:4, 7:6(4).

1/4 ფინალი

ნადალი (1)-ხირალდო; ფიში (4)-ტომიჩი; შტეპანეკი (7)-ფერერი (3); ნალბანდიანი-მიურეი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა