შსს-მ დამაჯერებლად მოიგო, "მედიკოსებმა" პირველი გამარჯვება ჩაიწერეს, თსუ-ს პირველ ტაიმში გაუჭირდა
6 ოქტომბერი, თბილისი

კალათბურთის აკადემიის დარბაზი

A ჯგუფი

შსს-დინამო 88:61

15:16, 24:13, 27:15, 22:17

შსს: ლაფანაშვილი (7ქ), ნიკოლაძე (2ქ, 3პ), ლონდარიძე (21ქ, 17მ, 3ჩ), ლომოური (4ქ), თენიეშვილი (2ქ, 3ჩ), ტუჯანი (5ქ), წივწივაძე (6ქ), იმნაძე (5ქ, 3პ), დვალიშვილი (14ქ), კრეპსი (18ქ, 7მ, 6პ), ბოქოლიშვილი (4ქ).

დინამო: ს. ლეჟავა (6ქ, 3ჩ), სანაძე (17ქ, 4პ, 5ჩ), მარხვაშვილი, კეიდია (8ქ), აბულაძე (5ქ), თვაური (4ქ, 5მ), მეხრიშვილი (13ქ, 3ჩ), როდუმტა (4ქ, 6მ, 5ფ), სუხიშვილი (4ქ).

მსაჯები: ზ. მაჩალაძე, გ. მიქელაძე.

კომისარი: რ. გელოვანი.

"არმია" ევროჩელენჯისთვის სლოვენიაში ემზადება, ხოლო "სოხუმს" "მინსკთან" განმეორებითი მატჩი ელის. ამიტომ ეს გუნდები დუდუ დადიანის მემორიალზე არ ითამაშებენ.

ტურნირში ძირითადად ქართველებით დაკომპლექტებული გუნდები ჩაებნენ. "ძირითადადო" იმიტომ ვამბობთ, რომ გუნდს თითო-ოროლა უცხოელი ჰყავს: კამერუნელი პლასიდე როდუმტა "დინამოში" ირიცხება, მისი თანამემამულე ჟულივეტ ტუჯანი - შსს-ში, ხოლო "ქუთაისსა" და იმავე შსს-ს ახლადჩამოყვანილი ლეგიონერები ჰყავთ. ქუთათურთა რიგებში დებიუტი აზერბაიჯანის ნაკრების გამთამაშებელ ზაურ ფაშაევს დღეს ექნება, ხოლო შსს-ელმა რობო კრეპსმა თავი დადებითი კუთხით უკვე წარმოაჩინა.

რობომ "დინამოსთან" 25 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. დებიუტისთვის მშვენიერი შედეგია. ციფრები გვერდზე გადავდოთ და ახალწვეულზე ისე ვთქვათ: რობო გაბარიტებით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ ძალიან სწრაფი კალათბურთელია.

- მოედნის ხედვაც აქვს, სროლაც ეხერხება და რაც მთავარია, შეუძლია ორ პოზიციაზე თამაში, როგორც მსროლელად, ასევე გამთამაშებლად. დღეს იგი კარგად გაისარჯა და იმედი მაქვს სეზონის განმავლობაში კიდევ მოუმატებს, - ასე დაახასიათა შეგირდი შსს-ს მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა.

მის გუნდში შარშანდელი სეზონის შემდეგ 6 ახალწვეულია: აკაკი ლომოური, ნოდარ თენიეშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, აკაკი დვალიშვილი, ილია ლონდარიძე და რობო კრეპსი. ამ უკანასკნელმა ტრიომ (აკაკიმ, ილიამ და რობომ) გუშინ ჯამში 53 ქულა მოაგროვა და შსს-ს "დინამოსთან" გაამარჯვებინა.

დინამოელებს კი 8 ახალწვეული ჰყავთ (გუშინდელი მატჩის განაცხადში 9 კაცი იყო). გუნდი ახალი შეკრებილია და ნელ-ნელა იკრებს ძალებს.

- ერთი კვირაა რაც ვვარჯიშობთ. მთლიანად ახალი გუნდი გვყავს და შეთამაშებისთვის დრო გვჭირდება. ნელ-ნელა თამაშსაც დავხვეწთ და შედეგიც გვექნება. დღეს შსს-მ გამარჯვება დაიმსახურა, კარგად დაკომპლექტებული გუნდია, ვულოცავ წარმატებას. რაც შეეხება მემორიალს, მოხარული ვარ, რომ ტურნირმა ტრადიციული სახე მიიღო და 2002 წლის შემდეგ ყოველწლიურად იმართება, - ეს "დინამოს" თავკაცის, დავით თორთლაძის სიტყვებია. მის ასისტენტად ასევე ნაკრების ყოფილი კალათბურთელი ირაკლი ხოშტარია მუშაობს.

6 ოქტომბერი, თბილისი

კალათბურთის აკადემიის დარბაზი

B ჯგუფი

სამედიცინო-რუსთავი 89:76

21:22, 17:19, 27:14, 24:21

სამედიცინო: ბაქრაძე (14ქ, 5პ), ტომარაძე (21ქ, 5მ), ჩიკვილაძე (11ქ, 3პ), კვეტენაძე (9ქ), ყველაშვილი (2ქ), ბექაური (10ქ, 5ფ), პირველაშვილი (12ქ, 10მ), აბაიშვილი (4ქ), ჭოჭუა (5პ), შვანგირაძე (5ქ), ჯინჭარაძე, ფერიაშვილი (1ქ).

რუსთავი: მაჭავარიანი (19ქ), არაბული, ბერუაშვილი (2ქ), არწივიძე (10ქ, 13პ, 3ჩ), თვარაძე, ბააკაშვილი (3ქ), ჩაჩანიძე (8ქ, 5მ), ხმელიძე (15ქ), კოპალიანი (12ქ, 5მ), გუგავა (7ქ, 5ფ).

მსაჯები: დ. ბერიშვილი, ხ. გაბედავა.

კომისარი: რ. გელოვანი.

"სამედიცინო"-"რუსთავის" მატჩის მიმოხილვა თამაშის მსვლელობით უნდა დავიწყოთ. დასაწყისში "მედიკოსებს" ძალიან გაუჭირდათ პერიმეტრიდან რუსთაველთა შეტევების შეკავება. ამიტომაც იყო, რომ პირველი მეოთხედი დათმეს, ხოლო დიდი შესვენებისთვის 38:41-ს აგებდნენ. ბააკაშვილი, არწივიძე, ჩაჩანიძე, მაჭავარიანი, ხმელიძე. მოკლედ, თითქმის ყველა რუსთაველმა ჩააგდო სამქულიანი.

მესამე პერიოდისთვის ნუგზარ კანდელაკის სტუდენტურმა გუნდმა დაცვაში კონცენტრირება მოახერხა, მეტოქეს პერიმეტრი გადაუკეტა და თავადაც შეძლო შორეული ტყორცნების სათანადოდ შესრულება, ფარქვეშ ხომ უპირატესობა თავიდანვე "სამედიცინოს" მხარეს იყო. "მედიკოსებმა" მეოთხე პერიოდშიც შეინარჩუნეს უპირატესობა და სეზონის პირველი გამარჯვება ჩაიწერეს.

როცა ქვემოქართლურ გუნდს სახელი ეცვლება და "რუსთავის" სახელით გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ სათანადო სპონსორი აღარ ჰყავს. ასეა წლეულსაც - მიხეილ ბერუაშვილი ახალგაზრდული შემადგენლობის იმედადაა. გასული სეზონის შემდეგ "რუსთავში" დაბრუნდნენ: რევაზ ჩაჩანიძე და დავით არწივიძე, ასევე დაემატნენ გელა კოპალიანი და რატი ბააკაშვილი.

"სამედიცინოში" სერიოზული ცვლილებები განხორციელდა: 2010-11 წლების სეზონის შემდეგ გუნდში დარჩნენ მხოლოდ ბექა ბექაური, და მიხეილ ჭოჭუა, დანარჩენი ყველა ახალწვეულია. საინტერესოა, რომ ოთხი კალათბურთელი სხვადასხვა დროს ესპანეთში თამაშობდა: ბექა ჩიკვილაძე, კოკა ტომარაძე, გიგა კვეტენაძე და გრიგოლ შვანგირაძე. გრიგოლი გასულ სეზონში კანარული გუნდის შემადგენლობაში ება-ს ლიგაში გამოდიოდა.

6 ოქტომბერი, თბილისი

კალათბურთის აკადემიის დარბაზი

A ჯგუფი

თსუ-სტუ 74:62

18:17, 21:24, 25:12, 10:9

თსუ: დ. ბერიშვილი (6ქ), ფანჩულიძე (20ქ, 8მ), კოხრეიძე (11ქ, 8მ), თავამაიშვილი (2ქ), კორკოტაძე (12ქ, 5მ), მარკოიშვილი 2ქ, 5მ, 3ჩ), ნინიაშვილი (3ქ, 5ფ), ჩიტაშვილი (9ქ), ხიზანიშვილი, შერმადინი (5ქ, 9მ, 2დ), მაისურაძე (4ქ, 8მ), ჩქარეული.

სტუ: ტეტელაშვილი, თევზაძე (5მ), ჩაჩიბაია (16ქ, 8მ), მაჩალაძე (4ქ, 6მ, 5ფ), კობიძე (3ქ), ჯავახიშვილი (4ქ), დეკანოიძე (2ქ), ძიძიგური (3ქ, 3პ), ალხანაიძე (5ქ), კორძაძე (2ქ), ვ. ბერუაშვილი (13ქ, 3ჩ), ანთაძე (10ქ, 8მ).

მსაჯები: მ. კუპატაძე, გ. მიქელაძე.

კომისარი: გ. სანაძე

დღის ბოლო მატჩში სტუდენტური დერბი შედგა: თსუ სტუ-ს დაუპირისპირდა.

ნუგზარ ჭეიშვილის გაწვრთნილი თსუ გასული ჩემპიონატის მეორეადგილოსანია და გუშინდელ შეხვედრაშიც ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა პირველ ტაიმში ძლიან გაუჭირდა.

სტუ-მ საწყისი 20 წუთის შემდეგ მოედანი თავაწეული დატოვა - დიდ შესვენებაზე მცირე უპირატესობით გავიდა (41:39). პირველ ტაიმში ტექნიკოსთაგან 16 ქულით ტატო ჩაჩიბაია გამოირჩა, ხოლო მეორე მხრიდან მიხეილ ფანჩულიძე - 17.

მესამე პერიოდში თსუ-მ თამაში დაალაგა და შეხვედრის ბედიც ნაადრევად გადაწყვიტა - მესამე ათწუთეული 25:12 მოიგო.

აქვე უნდა ვთქვათ გუნდებში განხორციელებულ ცვლილებებზე. სოსო შერმადინი, თორნიკე ნინიაშვილი, გიორგი მარკოიშვილი, თემურ თავამაიშვილი, დავით ბერიშვილი - ეს თსუ-ს ახალწვეულთა ხუთეულია. შარშანდელი სეზონის შემდეგ სტუ-ში მივიდნენ: ტატო ჩაჩიბაია, გოგა ჯავახიშვილი, დავით დეკანოიძე, ირაკლი ალხანაიძე, ზვიად ანთაძე, დავით კორძაძე.

დღეს შეჯიბრებაში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი "ქუთაისი" ჩაერთვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
ირინა შეიკს 11 წლით ახალგაზრდა სპორტსმენთან რომანი აქვს
ქართველი არბიტრის ტრიუმფალური ზაფხული: მარინა შალამბერიძემ ევროპის ჩემპიონატის ზედიზედ მესამე ფინალში იმსაჯა
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ