ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

იგორ კოკოშკოვი: საქმე გვაქვს გმირებთან

იგორ კოკოშკოვი: საქმე გვაქვს გმირებთან

დღეს გამთენიისას საქართველოს ეროვნული გუნდი მიუნხენის რეისით თბილისში დაბრუნდა. ამავე თვითმფრინავს ჩამოჰყვა ბელგიის ნაკრები, რომელიც "მარიოტში" დაბინავდა...

პოლონეთთან წაგება დასანანია, მაგრამ ამ მატჩმა რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოკვეთა.

პირველი. საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში პირველად სცადა მატჩის სამქულიანებით მოგება. ვიდრე გუნდში იგორ კოკოშკოვი გამოჩნდებოდა, მთელი სიმძიმე ზაზა ფაჩულიას აწვა და უილიამსიცა და ელისიც მას სამქულიანებით მხოლოდ ეხმარებოდნენ. იგორ კოკოშკოვის მოსვლის შემდეგ თამაში გაწონასწორდა, ფუნქციები თანაბრად გადანაწილდა და 2001 წლის მერე ნაკრებს პირველად მოუხდა ექსტრაკლასის მეფარეების წინააღმდეგ ბრძოლა. რადგან ფაჩულიას ტრავმა ჰქონდა, კოკოშკოვმა აქცენტი პერიმეტრიდან ტყორცნებზე გადაიტანა და ჩვენმა გუნდმა ბოლო წლებში ყველაზე მეტი სამქულიანი ისროლა. მარკოიშვილს ცქიტიშვილი, გრინი და ცინცაძეც რომ აჰყოლოდნენ, მწვრთნელის ჩანაფიქრი შედეგს მოიტანდა...

მეორე. კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ნაკრების კალათბურთელები ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მეტად გაწონასწორებულები არიან, რაც თამაშისას სტაბილურობის წინაპირობაა. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთი ერთ ეპიზოდში 16 ქულით დაწინაურდა, ქართველები არ აღელვებულან, სწორედ მაშინ გამოიდეს თავი და სხვაობა 9 ქულამდე შეამცირეს. სხვათა შორის, პოლონურმა გაზეთმა "დ-ფენსმა" დაწერა:

"16 ქულით რომ დავწინაურდით, ჩვენს გუნდს აჩქარება დაეტყო და სწორედ ამიტომ ვერ შეინარჩუნა ეს უპირატესობა." მასპინძელთა აჩქარება საქართველოს ნაკრების დამსახურება იყო - სწორედ ჩვენმა გუნდმა უმატა სისწრაფეს, თუმცა მასპინძლებს ტემპი ბოლომდე მაინც ვერ უკარნახა, რადგან მათ რიგებში გამოცდილი მეფარეები გორტატი და ლამპე თამაშობდნენ.

მესამე. კიდევ ერთხელ დანანებით უნდა გავიხსენოთ ვლადიმერ ბოისას ტრავმა... ვოვას გამოცდილება, დაცვაში სიმტკიცე და საკვანძო ქულები ლოძში ჰაერივით გვჭირდებოდა.

ტელევიზიით ერთი საინტერესო ფაქტიც დავინახეთ: ლოძში სპორტის სასახლის მსგავსი გაბარიტების შენობაა. უფრო საინტერესო ის იყო, რომ "ატლას არენა" თითქმის გაივსო - 9 ათას კაცამდე მივიდა. გავიხსენოთ ბულგარეთთან მატჩი, რომლის დროსაც სოფიის 3 - ათასიან არენაზე უამრავი ცარიელი ადგილი იყო. კალათბურთი გულშემატკივრებისთვისაა და თუ ეს პრინციპი სამართლიანობის განმსაზღვრელად გამოდგება, ევრობასკეტზე ის გუნდები უნდა მოხვდნენ, რომლთა წარმატებაც მეტ გულშემატკივარს გაახარებს. ქართველებს და პოლონელებს ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს.

ახლა გადავქექოთ პოლონური გამოცემები და შევიტყოთ, რა დაინახეს მატჩის მონაწილეებმა. იგორ კოკოშკოვი, როგორც გლობალურად მოაზროვნეებს სჩვევიათ, საზოგადო საკითხებს შეეხო:

- ზაზა ფაჩულიამ ტრავმირებულმა ითამაშა. მის ადგილას ზოგს შეიძლება მოედანზე გამოსვლისგან თავი შეეკავებინა. თუმცა ფაჩულია ყოველთვის გმირულად დგას მოედანზე. საერთოდ, მინდა ყველა კალათბურთელი, ვინც აგვისტოში შესარჩევ ტურნირს თამაშობს, გმირებად მოვიხსენიო. ისინი, იმის ნაცვლად, რომ კლუბისგან მოცალეობის ჟამს არდადეგები დასასვენებლად გამოიყენონ, საკუთარი ქვეყნისთვის ბოლომდე იხარჯებიან.

იგორ კოკოშკოვმა დასძინა, რომ ლოძში საქართველოს ნაკრები თავის სიმაღლეზე არ იყო, თუმცა იქვე განმარტა - ეს შეტევაში არადამაჯერებელი თამაშის ბრალიაო.

მანუჩარ მარკოიშვილი მწვრთნელს ეთანხმება - თამაში გამოსასწორებელი გვაქვსო:

- პოლონელები უკეთ გამოიყურებოდნენ. მათ ჩვენზე აგრესიულად ითამაშეს. წაგება დასანანია, თუმცა ორ სასიამოვნო რამეზე შეგვიძლია ლაპარაკი. პირველი - ბოლომდე ვიბრძოდით და პოლონეთს არ დავნებდით, რაც სამომავლოდ კარგის ნიშანია. მეორე - ზაზა ფაჩულიამ ტრავმასთან ორდღიანი ჭიდილის შემდეგ მოედანზე გამოსვლა შეძლო და ეს ფაქტორი ძალიან დაგვეხმარა. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად თამაშის გაუმჯობესება გვმართებს.

ერთ-ერთ პოლონურ გაზეთში ასეთი სათაური იყო: გორტატი-ფაჩულია 1:1. მარცინ გორტატი კმაყოფილი ჩანდა:

- მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. კარგი იქნებოდა, 20 ქულის სხვაობით მოგვეგო, მაგრამ არაუშავს. ყველა დარჩენილი თამაში უნდა მოვიგოთ და იმედი დავიტოვოთ, რომ საქართველო და ბულგარეთი სადმე წაიბორძიკებენ.

იმასაც შეგახსენებთ, რომ გორტატს ბელგიასა და პორტუგალიაში აქვს სათამაშო...

იტალიური "აველინოს" ფორვარდი ფილიპ დილევიჩი გრინზეა გაბრაზებული:

- ბოლო მატჩებში ჩვენი თამაში ვიპოვეთ და ბოლომდე ასე უნდა გავაგრძელოთ. საქართველოსთან დაცვაშიც კარგად გამოვიყურებოდით და შეტევაშიც. ნამდვილად შეიძლებოდა უფრო დიდი სხვაობით მოგება, მაგრამ ტორინ გრინმა არ დაგვანება. იგი ბოლო პერიოდამდე ჩრდილში იყო, თუმცა ბოლოს მის ტყორცნებს ვერაფერი მოვუხერხეთ.

"სანახევრო მოგება" - ასე უწოდა პოლონურმა გამოცემა "სპორტმა" მატჩის მიმოხილვას. ამ გაზეთის კორესპონდენტი 9-ქულიანმა მოგებამ არ დააკმაყოფილა, 20 ქულა გვჭირდებოდაო. ლუკაშ კოზარეკმა მისთანებს ასე უპასუხა:

- უკაცრავად, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვეთ. მოგება ყოველთვის გასახარია. არ დაგვავიწყდეს, რომ სერიოზულ მეტოქეს ვეთამაშეთ.

ბოლოს სიტყვა პოლონელთა მთავარ მწვრთნელ იგორ გრიშჩუკს გადავცეთ:

- წინა შეხვედრაში ბელგიელების დამარცხების შემდეგ გვჯეროდა, რომ საქართველოსთანაც კარგად ვითამაშებდით. ასეც მოხდა. საქართველოში 19 ქულით წავაგეთ და ვიცოდით, რომ ეს დეფიციტი აღმოსაფხვრელი გვქონდა. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. ბოლო მეოთხედში ჩვენმა უპირატესობამ 16 ქულას მიაღწია, თუმცა რისკზე წასვლამ არ გაამართლა, არაერთი შორი სროლა ავაცილეთ. საერთო ჯამში შედეგით კმაყოფილი ვარ.

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა

დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო

საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი

"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს