ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის - ნონა გაფრინდაშვილის იუბილეს ეძღვნება ვეტერან მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი
ხუთგზის მსოფლიოს ჩემპიონის - ნონა გაფრინდაშვილის იუბილეს ეძღვნება ვეტერან მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირი, რომელსაც მოსკოვში მიხეილ ბოტვინიკის სახელობის მოჭადრაკეთა ცენტრალური სახლი მასპინძლობს.

შეჯიბრებაში, იუბილარის გარდა, მონაწილეობენ წარსულში სახელოვანი დიდოსტატები - ვეტერანებში ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონი თამარ ხმიადაშვილი, ტატიანა ზატულოვსკაია (ისრაელი), ვალენტინა კოზლოვსკაია, ელენა ფატალიბეკოვა, ლიუდმილა საუნინა, ლიუდმილა ბელავენეცი (ყველა-რუსეთი), მარტა ლიტინისკაია (უკრაინა), ტამარა ვილერტე (ლატვია) და ხანა ერენსკა-ბარლო (პოლონეთი).

ასპარეზობა იმართება წრიული სისტემით. თითოეულ მოჭადრაკეს პარტიისთვის 25 წუთი ეძლევა ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით. ტურნირის საპრიზო ფონდია 210 000 რუბლი.

შეჯიბრების პირველ დღეს გაფრინდაშვილმა ფატალიბეკოვა დაამარცხა, ხოლო ლიტინსკაიას და საუნინას დაუზავდა. მოაგროვა ორი ქულა და ფატალიბეკოვასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს ინაწილებდა. 2,5 ქულით ლიტინსკაია მეწინავეობდა. გუშინ გაფრინდაშვილმა კოზლოვსკაია დაამარცხა და 3 ქულით დაწინაურდა. ფატალიბეკოვა საუნინას შეუთანხმდა ყაიმზე, ელენსკა-ბარლომ ქულა გაიყო ბელავენეცთან, ხმიადაშვილმა კი ვილერტეს მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს