ირლანდიის ნაკრები ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ერთ-ერთი ყველაზე დალაგებული, კარგად დაკომპლექტებული გუნდია
ირლანდიის ნაკრები ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასზე ერთ-ერთი ყველაზე დალაგებული, კარგად დაკომპლექტებული გუნდია. ჯგუფურ ტურნირში "სამყურებმა" შესანიშნავად ითამაშეს და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი ავსტრალიის ნაკრები დაამარცხეს.

ირლანდიის ნაკრების თავკაცმა დიკლან კიდნიმ შერკინების კვაჭად რორი ბესტი დააყენა, რომელსაც მხარი ჰქონდა დაშავებული და აქამდე მკურნალობდა.

ეროვნულ ნაკრებში მე-80 კეპს მოიხვეჭს მეორეხაზელი დონჩა ოკალაჰანი. ცხადია, მწყობრშია და კიდევ ერთხელ წარუძღვება გუნდს ლეგენდარული შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი. მგეზავის პოზიციაზე კიდნიმ საბოლოოდ გააკეთა არჩევანი გამოცდილი რონან ოგარას სასარგებლოდ. ახალგაზრდა ჯონათან სექსტონი კი თადარიგში იქნება.

"ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაკავებლად ბრძოლა ყოველ დღე გვიწევს. ეს მსოფლიოს თასის გათამაშებაა და ყველა განსაკუთრებულ რეჟიმში ვვარჯიშობთ და ვცხოვრობთ. თითოეულ ჩვენგანს ნათლად აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რასაც მეოთხედფინალში ირლანდიის ნაკრების კვართით თამაში გვაკისრებს" - თქვა სამყურების მგეზავმა რონან ოგარამ.

ირლანდიის ნაკრები: 15. რობერტ კირნი, 14. ტომი ბოუი, 13. ბრაიან ოდრისკოლი, 12. გორდონ დარსი, 11. ქის ირლსი, 10. რონან ოგარა, 9. კონორ მურეი. 1. კინ ჰილი, 2. რორი ბესტი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა ოკალაჰანი, 5. პოლ ოკონელი, 6. სტივენ ფერისი, 7. შონ ობრაიანი, 8. ჯიმი ჰისლიპი.

16. შონ კრონინი, 17. ტომ ქარტი, 18. დონჩა რაიანი, 19. დენის ლიმი, 20. ეოინ რედანი, 21. ჯონათან სექსტონი, 22. ენდრიუ ტრიმბლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა