36 წლის დევიდ ბექჰემი საფრანგეთიდან მრავალმილიონიან შეთავაზებაზე უარს ამბობს და, როგორც ჩანს, „ლოს ანჯელეს გელექსიში“ რჩება
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, 36 წლის დევიდ ბექჰემი საფრანგეთიდან მრავალმილიონიან შეთავაზებაზე უარს ამბობს და, როგორც ჩანს, „ლოს ანჯელეს გელექსიში“ რჩება - ასე, მსოფლიო ფეხბურთის დიდმა ვარსკვლავმა შვილების გამო გადაწყვიტა.

ბექჰემს ევროპაში დაბრუნებას „პარი სენ ჟერმენი“ სთავაზობდა. პარიზული კლუბი ზაფხულში ყატარელმა მენავთობეებმა იყიდეს და ინგლისელ ვეტერანს წელიწადნახევარში 4,6 მილიონ ევროს სთავაზობდნენ.

და მაინც, რატომ თქვა ბექჰემმა ასეთ სარფიან წინადადებაზე უარი? ფულის გარდა, ის ხომ პარიზელთა კლუბის საფეხბურთო საქმეთა დირექტორ ლეონარდოს „მილანიდან“ ძალიან კარგად იცნობს, ხოლო მისი მეუღლე, ვიქტორია ადამსი ტანსაცმლის დიზაინერის კარიერას პარიზზე უკეთეს ადგილას სად განავითარებდა? თუმცა, ვარსკვლავი უარზეა და „ლოს ანჯელეს გელექსის“ ახალ წინადადებას ებღაუჭება - ამერიკელები, რომლებთანაც ბექჰემს ძველი ხელშეკრულება დეკემბერში უმთავრდება, ახალ, ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. ამ ყველაფრის მიზეზს ნახევარმცველი თავად განმარტავს:

„ლეონარდოსთან მილანში შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და მეამაყება მას „პარი სენ ჟერმენში“ რომ სურს ჩემი გადაყვანა. მადლობას ვუძღვნი პარიზელებსაც, მაგრამ მე „გელექსის“ ფეხბურთელი ვარ და თავს ლოს ანჯელესში შესანიშნავად ვგრძნობ. გარდა ამისა, ჩემი პრიორიტეტი ჩემი ოჯახია. სადაც ჩემი ოჯახის წევრები იგრძნობენ თავს კარგად, იქ წავალ მეც. ჩემი შვილები უკვე ხუთი წელიწადია ლოს ანჯელესის სკოლაში დადიან. ისინი უკვე იმ ასაკში არიან, როდესაც ადამიანს სტაბილურობა სჭირდება, დღეს ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, იმასვე გავიმეორებ, რასაც ყოველთვის ვამბობ: დავიცდი ჩემპიონატის ბოლომდე და ვნახავ ფიზიკურად როგორ ვიქნები. მოკლედ, არსად მეჩქარება, დრო მაქვს“.

ადრე მოგახსენეთ, რომ ბექჰემთან კონტრაქტის გაფორმება სურს მისი მშობლიური ლონდონის კლუბ „ქუინზ პარკ რეინჯერსსაც“. გარდა ამისა, თავის ყოფილ ფეხბურთელს „ლესტერში“ ინგლისის ნაკრების ოდინდელი მწვრთნელი, სვენ გორან ერიკსონიც ეპატიჟებამ მაგრამ, განა მარტო ინგლისური კლუბები „ნადირობენ“ ვეტერანზე. მას ბრაზილიისა და შორეული აღმოსავლეთის რამდენიმე კლუბიც სთავაზობს თანამშრომლობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
კარგი სტატიაა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო