"ზესტაფონის" გუნდმა ეროვნული ჩემპიონატისა და თასის მატჩებისათვის მზადებას 6 ოქტომბერს ზესტაფონში შეუდგა
როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში ორკვირიანი სანაკრებო პაუზაა გამოცხადებული. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველმა გუნდმა ეროვნული ჩემპიონატისა და თასის გათამაშების მოახლოებული მატჩებისათვის მზადებას 6 ოქტომბერს ზესტაფონში შეუდგა.

კლუბის პირველი გუნდის მსგავსად, სეზონის გაგრძელებისათვის მზადება მარგველთა დუბლშემადგენლობაც დაიწყო.

გუშინ საღამოს ზესტაფონელთა პირველმა გუნდმა კლუბის ბაზაზე ივარჯიშა, ხოლო დღევანდელი დილის ვარჯიში დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის სატრენაჟორო დარბაზში ფუნქციონალურ მომზადებში ზემოიმერელთა სერბი დამრიგებლის ივან ვუჩეტიჩის მეთვალყურეობით შედგა.

დღეს საღამოს ზესტაფონელები, რომელთაც სხვადასხვა ნაკრებში გამოძახებული ერთბაშად 7 ფეხბურთელი (როინ კვასხვაძე, შოთა გრიგალაშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, მამუკა კობახიძე, მალხაზ გაგოშიძე, თორნიკე გრიგალაშვილი და ნოდარ კიკნაველიძე) აკლიათ, ისევ ბაზაზე ივარჯიშებენ, ხვალ კი ქვეყნის ჩემპიონები გიორგი დევდარიანის დამმოძღვრილ საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. ეს მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და ზესტაფონელთა ბაზაზე გაიმართება.

fczestafoni.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე