ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი

ჰოკეის ეროვნული ლიგის 95-ე სეზონი სამი შეხვედრით გაიხსნა. ბოსტონში ადგილობრივი "ბრუინზისა" და "ფილადელფიას" მატჩის წინ გაიმართა ცერემონია, რომელიც გასულ სეზონში ადგილობრივი კლუბის მიერ სტენლის თასის მოპოვებას მიეძღვნა. "ბოსტონის" ჰოკეისტებმა მოედანზე სტენლის თასი გამოიტანეს. მათ გვერდით იყო მარკ რეკიც, რომელმაც კარიერა დაასრულა, თუმცა ამ ცერემონიისთვის კიდევ ერთხელ ჩაიცვა "ბრუინზის" მაისურა.

რაც შეეხება შეხვედრას, საინტერესო იყო განახლებული "ფილადელფიას" ხილვა, რაც შეეხება "ბოსტონს", მან თითქმის სრულად შეინარჩუნა შარშანდელი საჩემპიონო შემადგენლობა.

მასპინძელთა რიგებში დებიუტი ჰქონდა ჯო კორვოს, აგრეთვე ძირითადში ვიხილეთ ახალგაზრდები - მეტ ბარტკოვსკი და ჯორდან კარონი. "ფილადელფიაში" კი, როგორც იცით, სანახევროდ შეიცვალა შემადგენლობა. ლოგიკურია, რომ მატჩის დასაწყისი მთლიანად "ბოსტონს" დარჩა. "დათვები" სწრაფ ჰოკეის აჩვენებდნენ, სადაც ყველამ წინასწარ იცოდა, რას გააკეთებდა პარტნიორი. პირველ ათ წუთში მასპინძლებმა რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტი დაკარგეს - ისინი ძირითადად შაიბას აცილებდნენ ბრიზგალოვის კარს.

"ბრუინზმა" ანგარიშის გახსნა რიცხობრივი უპირატესობისას მოახერხა და ეს ბრედ მარჩანდმა გააკეთა, რომელიც სეგინის ბრწყინვალე პასის შემდეგ გავიდა მეკარესთან პირისპირ და ლამაზად მოატყუა ის. ცნობისთვის, პირველ პერიოდში ბოსტონელთა რიგებში საუკეთესო შთაბეჭდილება სწორედ ტაილერ სეგინმა დატოვა.

"ფილადელფიაში" ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ვან რიმსდიკის, ჟირუსა და იაგრის დუეტი. სწორედ მათ გაათანაბრეს ანგარიში, როცა სტუმრებს ერთი კაცით მეტი ჰყავდათ მოედანზე. იაგრის საგოლე პასის შემდეგ ჟირუ გაიქცა მეკარესთან პირისპირ და ეფექტურად მოატყუა ტიმ ტომასი. იარომირ იაგრმა ამ პასით NHL-ში თავისი მონაგარი 1600 ქულამდე აიყვანა.

თითქოს პირველი პერიოდი საყაიმო ანგარიშით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მოულოდნელად "ბოსტონის" დაცვამ საკუთარი კარის წინ ვორაჩეკი დაკარგა, რომელმაც არეულობით ისარგებლა და მშვიდად შეაგდო შაიბა კარში - 1:2.

მეორე პერიოდი უფრო დაბალ ტემპში წარიმართა და მცირე უპირატესობა "ფილადელფიას" ჰქონდა. "მფრინავების" რიგებში ისევ ჟირუ და იაგრი ბრწყინავდნენ. კარგი იყო დებიუტანტი შონ კოტურიე, რომელმაც დაადასტურა სეზონის წინ მწვრთნელის პიტერ ლავიოლეტის სიტყვები - ცენტრფორვარდი კარგია დაცვითი მოქმედებებისას. ამიტომაც იყო, რომ კოტურიე ბევრს თამაშობდა რიცხობრივი უმცირესობის დროს. სანამ "ფილადელფია" მომენტებს ანიავებდა, "ბოსტონში" მხოლოდ მარჩანდი გამოირჩეოდა, რომელმაც დუბლის შესასრულებლად ორი ასპროცენტიანი მომენტი მიიღო, მაგრამ ბრიზგალოვი კარგად მოქმედებდა ახალი გუნდში თავის სადებიუტო შეხვედრაში.

მესამე პერიოდში "ფილადელფიამ" ფრთხილი თამაში აირჩია და ძირითადად თავის ზონაში მოქმედებდა. სტუმრებმა სამჯერ მისცეს რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების შანსი სტენლის თასის მფლობელს, მაგრამ "მფრინავებმა" გაძლეს. მაღალი კლასი აჩვენეს ტელბოტმა, ბრიგზალოვმა და ტიმონენმა. ამ უკანასკნელმა ერთხელ დაუჯერებელი მოძრაობით შეაჩერა ჰორტონის დარტყმა დაუცველ კუთხეში. "ბოსტონი" ბევრს ეცადა მატჩის გადარჩენას, მაგრამ ბოლოს მიღებულმა ორმა გაძევებამ შტურმის მოწყობის საშუალება არ მისცა მასპინძელთა გუნდს.

"ტორონტოსა" და "მონრეალის" კანადურ დერბიში უფრო ძლიერი "მონრეალი" აღმოჩნდა - 2:0. საინტერესოა, რომ სეზონში პირველი "შათაუტის" ავტორი გახდა ახალგაზრდა კანადელი მეკარე ჯეიმს რაიმერი, თუმცა "ტორონტო" ბევრჯერ ძელმაც გადაარჩინა.

მასპინძლებმა ერთი გოლი რიცხობრივი უმცირესობისას გაიტანეს - მისი ავტორი გახდა მეტიუ ლომბარდი. ერთხელ კი სტუმართა მეკარე კორი პრაისს "მეიპლ ლივზის" კაპიტანმა დიონ ფანოფმა გაუტანა.

"ვანკუვერმა" საკუთარ კედლებში ბულიტებით წააგო "პიტსბურგთან". ამ მატჩის სცენარი ყველაზე დაძაბული გამოდგა. სტუმრები ნილის გოლითა და კუკის დუბლით თითქმის მთელი მატჩი იგებდნენ. "კენაქსის" გადარჩენა ლაპიერმა, ბალარდმა და დანიელ სედინმა ითავეს, მისმა ძმამ ჰენრიკ სედინმა კი ორი შედეგიანი პასი ჩაიწერა აქტივში. ოვერტაიმმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ბულიტების სერიაში კი "პიტსბურგმა" ორჯერ გააწბილა რობერტო ლუონგო და პირველი გამარჯვება იზეიმა.

ბოსტონი-ფილადელფია 1:2

1:2, 0:0, 0:0

გოლები: 1:0 მარჩანდი-1 (სეგინი-1, კორვო-1), 1:1 ჟირუ-1 (იაგრი-1, პრონგერი-1), 1:2 ვორაჩეკი-1 (მეზაროში-1, სიმონდსი-1).

ტორონტო-მონრეალი 2:0

0:0, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 ლომბარდი-1 (მ. ბრაუნი-1, ფანოფი-1), 2:0 ფანოფი-1 (კესელი-1, ლუპული-1).

ვანკუვერი-პიტსბურგი 3:4 (ბ)

1:2, 1:1, 1:0, 0:0

გოლები: 0:1 ნილი-1 (მალკინი-1, ლეტანგი-1), 0:2 კუკი-1 (დუპუი-1), 1:2 ლაპიერი-1, 1:3 კუკი-2 (ჯ. სტაალი-1, ლეტანგი-2), 2:3 ბალარდი-1 (ჰ. სედინი-1, დ. სედინი-1), 3:3 დ. სედინი-1 (ჰ. სედინი-2, სალო-1).

ბულიტები გაიტანეს: ლეტანგი (პიტსბურგი), მალიკინი (პიტსბურგი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო