გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველი ზაფხულს აქეთ უკლუბოდ იყო
„ფრაიბურგს“ დაცვაში სერიოზული პრობლემები რომ აქვს, ეს ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილშიც ჩანს: ბრაისგაუელებს განვლილ რვა ტურში ყველაზე მეტი, 22 გოლი აქვთ გაშვებული. სწორედ ამიტომ და კიდევ ჰაიკო ბუტშერის ტრავმის გამო გადაწყვიტეს კლუბის ბოსებმა, რომ უკანა ხაზი გერმანიის ნაკრების ყოფილი მცველით, ანდრეას ჰინკელით გაეძლიერებინათ.

ამ უკანასკნელს ბუნდესგუნდში 21 მატჩი აქვს ჩატარებული, ბუნდესლიგაში კი, „შტუტგარტის“ ფორმით 156 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. 29 წლის ჰინკელს, რომელიც ბოლოს გლაზგოს „სელტიკში“ თამაშობდა, „ფრაიბურგში“ ასპარეზობა ახლავე შეუძლია, რადგან ზაფხულს აქეთ უკლუბოდაა. აღსანიშნავია, რომ „სელტიკიდან“ წამოსვლის შემდეგ ჰინკელი „შტუტგარტში“ ვარჯიშობდა.

„ბედნიერი ვარ, რომ ბუნდესლიგაში დავბრუნდი და კარიერის „ფრაიბურგში“ გაგრძელების საშუალება მომეცა. როგორც იქნა, უკლუბოდ ყოფნას ბოლო მოეღო. პირველივე დღიდან თავდაუზოგავად ვივარჯიშებ იმედია, ამ მშვენიერ და რაც მთავარია, საკმაოდ ამბიციურ კლუბს მალე გავუშინაურდები. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ „ფრაიბურგმა“ პროგრამა მინიმუმი შეასრულოს და ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს. იქნებ, მეტსაც გამოვკრათ ხელი,“ - განაცხადა ჰინკელმა ოფიციალური წარდგენისას.

„ანდრეას ჰინკელის სახით ძალიან გამოცდილი, მაღალი კლასის ფეხბურთელი გადმოვიბირეთ. ჩვენი გუნდის დაცვის ხაზს გაძლიერება ნამდვილად სჭირდებოდა, ჰინკელი კი აშკარად გაგვაძლიერებს. ამ ფეხბურთელს არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ კარგი მცველია,“ - ეს „ფრაის“ სპორტული დირექტორის, დირკ დუფნერის სიტყვებია. ჰინკელმა ახალ გუნდთან ერთად გუშინვე პირველად ივარჯიშა.

ჰინკელის ტყრანსფერი კაპიტან ბუტშერის ტრავმამაც დააჩქარა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველი ბეგ ფერატი გამოჯანმრთელდა, ბრაისგაუელებს დაცვაში მაინც დეფიციტი ჰქონდათ და ჰინკელმა, რომელიც მარჯვენა მცველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ცენტრში და მარცხნივაც შეუძლია ასპარეზობა, სწორედ ეს სიცარიელე ამოავსო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა