ჭედიას გუნდმა შვეიცარიასთან მარცხით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა
7.10. თბილისი. მ. მესხი. 3 000 მაყურებელი

საქართველო-შვეიცარია 0:1

0:1 აფოლტერი (56)

საქართველო შვეიცარია

4-3-3 4-4-1-1

მაკარიძე ბიურკი

კანდელაკი ფ. კოხი

მ. კობახიძე რ. კოხი

კვერკველია აფოლტერი

ხოჭოლავა დაპრელა

თარხნიშვილი ვიუტრიხი

კვეკვესკირი ბუფი

ძალამიძე ვისი

ჭანტურია ცუბერი

შეყილაძე კასამი

ქობალია ბენ ხალიფა

მწვრთნელი მწვრთნელი

ს. ჭედია პ. ტამი

საქართველო

65. ჭანტურია - ყაზაიშვილი

71. კანდელაკი - იოსელიანი

76. ძალამიძე - ლექვთაძე

სათადარიგოები: შეროზია, აფაქიძე, კალანდაძე, გუგუჩია

შვეიცარია

46. ვიუტრიხი - სეფეროვიჩი

79. ბენ ხალიფა - ტოკო

89. ბუფი - ქსაკა

სათადარიგოები: ზიგრისტი, კამბერი, შონბეხლერი, დრმიჩი

გაფრთხილება: ბუფი (12), კანდელაკი (26), ჭანტურია (45), კვერკველია (53), ბიურკი (90)

არბიტრი: ა. კოსტადინოვი (ბულგარეთი)

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გუშინდელი მარცხით ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა. სოსო ჭედიას სადებიუტო მატჩი უიმედოდ ნამდვილად არ წაუგია, მაგრამ ამას სატურნირო ცხრილისთვის მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს - შესარჩევი ციკლი ხორვატიაში გამარჯვებით დავიწყეთ, მაგრამ ამას ზედიზედ სამი მარცხი მივაყოლეთ და დღეისთვის ჯგუფის აუტსაიდერობის კანდიდატს უფრო ვგავართ.

მართალია, ჩვენი გუნდი ხუთგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზეა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ, მეტოქეთაგან განსხვავებით, შეხვედრათა ნახევარი უკვე ჩატარებული აქვს.

გუშინდელი მატჩის შედეგი კანონზომიერად მიგვაჩნია, მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია, რამდენიმე საგოლე მომენტი რომ ვერ გამოვიყენეთ. ჩვენს შემტევებს დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, მინიმუმ ფრეს მაინც მივაღწევდით. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ გოლს ჩვენი კარიც რამდენიმეჯერ გადაურჩა, მატჩის ბედი კი იმან გადაწყვიტა, რომ შვეიცარიელებმა მეორე ტაიმი ჩვენზე დამაჯერებლად ჩაატარეს და მიზანსაც მიაღწიეს.

შეხვედრის დებიუტი საქართველოს ნაკრების მიერ საუკეთესოდ ჩატარებული დროის მონაკვეთი იყო. საწყის 15 წუთში დაწინაურება არაერთხელ შეგვეძლო - ირაკლი ქობალიას დარტყმა მეკარემ მოიგერია, გიორგი ჭანტურიას გამჭოლ გადაცემას ნიკა კვეკვესკირი ვერ მისწვდა, იმავე ჭანტურიას სახიფათო ჯარიმას კვლავ სტუმართა კიპერი დაუხვდა, ქობალიას თავური კი ოდნავ არაზუსტი აღმოჩნდა.

დაუწერელი საფეხბურთო კანონი კინაღამ უმალ ამოქმედდა - სებასტიენ ვიუტრიხმა ხუთიოდე მეტრიდან ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ გაიტანა და ბურთი ხარიხას გაარტყა, მისმა თანაგუნდელებმა კი დამატებაზე ვერ ივარგეს.

შესვენებამდე დარჩენილ წუთებში საქმე უკვე გიორგი მაკარიძეს მიეცა, რომელმაც ყველა საფრთხე დამაჯერებლად განმუხტა და ვფიქრობთ, საქართველოს ნაკრებში ყველაზე სასარგებლო სწორედ იგი იყო.

მეორე ტაიმს დიდი იმედით ველოდით, მაგრამ შეხვედრის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი არადამაჯერებლად ჩავატარეთ. შვეიცარიელებმა კი ჩვეულად, არცთუ ეფექტურად, მაგრამ ძალიან ეფექტიანად ითამაშეს და საწადელსაც მიაღწიეს. მათმა ტანმაღალმა ცენტრალურმა მცველმა ფრანსუა აფოლტერმა კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი შეაგება და - 0:1.

არადა, გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე საქართველოს ნაკრებმა დაწინაურების ორი ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან - ხელსაყრელი მანძილიდან მიზანს ჯერ ირაკლი შეყილაძემ ააცილა, მერე კი ჭანტურიამ.

საქართველოს ნაკრებს გოლის გარდა, კიდევ ერთი უსიამოვნებაც შეემთხვა - მუხლის ტრავმის გამო ჭანტურია შესაცვლელი შეიქნა.

გოლის შემდეგ ჭედიას გუნდს რეგრესი დაეტყო, ვეღარც კომბინაციურად თამაში გამოსდიოდა და ტემპიც დაეცა. 77-ე წუთზე ქობალიას მაინც შეეძლო გათანაბრება, მაგრამ ეფექტური ვარდნით ოდნავ არაზუსტად დაარტყა.

მატჩის დასკვნითი ნაწილი უხეიროდ ჩავატარეთ და მეტოქეს საკუთარი კარის მშრალად შენახვა აღარ გასჭირვებია.

ასე წავაგეთ მატჩი, რომელშიც ჩვენს ბიჭებს თავდადებას ვერ დავუკარგავთ, მაგრამ წარმატებისთვის მარტო ეს არ კმარა - ვფიქრობთ, თამაში ლოგიკური შედეგით დასრულდა და უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. ერთი შეხედვით, მეტოქეს ბევრით არაფრით დავუჩაგრივართ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ გუშინ გუნდს შვეიცარია უფრო ჰგავდა, ჩვენ კი ჯერ გუნდიც ჩამოსაყალიბებელი გვაქვს და შემადგენლობაც გადასახედი - აქ მხოლოდ ტრავმებით გამოწვეულ იძულებით ცვლილებებს არ ვგულისხმობთ, ნაკრების ზოგიერთი პოტენციური ლიდერი გუშინ საოცრად უფერული იყო.

1. ესპანეთი 3 3 0 0 11-2 9

2. შვეიცარია 3 2 1 0 5-0 7

3. საქართველო 4 1 0 3 3-10 3

4. ესტონეთი 1 0 1 0 0-0 1

5. ხორვატია 3 0 0 3 0-7 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Toko
malxazi ქართული ფეხბურთი იმიტომ ვერ ქაჩავს რომ ქართველებმა თამაში აღარ ვიცით
reso
rad gindat mag stadionebs rom ashenebt darget simindi da ufro shegvergeba
malxazi
ქართული ფეხბურთი იმიტომ ვერ ქაჩავს რომ დამცველებმა შეტევაში თამაში არ იციან, ხოლო თავდამსხმელებმა დაცვაში
Boris Kvikvinia
კი კაცო,აბა რა 0:1 ჯობია 2:7 რა თქმა უნდა და მეტი რაღა გვინდა ,ძალიან მაგარი მიღწევაა....სისხლი უნდა უდუღდეთ და სახელის გატეხვას ფეხის მოტეხვა უნდა ერჩივნოთ...
Aleqsa
ავტორ აბა ისე რას ვგავდით? გავაუქმოთ ეს სპორტი საქართველოში და ის ფული მოვახმაროთ ჯიგრიან რაგბისტებს.
soo
გილოცავთ 7-2 ჯობია
ramo
გილოცავთ, თურმე უიმედოდ არ წაგვიგია. მთავრი ეგ არის, თორე წაგება და მოგება ძმები არიან. 55 წლის ვარ და რაც თავი მახსოვს ჟურნალისტები თამაშს არ არჩევენ, წერენ მომენტებზე. სწორია, თამაშის გარჩევა არ იციან. არც ჟურნალისტმა და არც ტრენერმა. მოკლედ გილოცავთ უახლოესი 10 წელი შეგიძლიათ მშვიდად ვიყოთ, უიმედოდ არ წავაგებთ. თამშის ხარისხითაც კმაყოფილი ვიქნებით.
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა