ძალიან ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი დაიწერა იმის შესახებ, რომ ამ ზაფხულს დიეგო რიბასი "იუვენტუსს" დატოვებდა და რომერლიმე სხვა გუნდში გადაბარგდებოდა...

ძალიან ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი დაიწერა იმის შესახებ, რომ ამ ზაფხულს დიეგო რიბასი "იუვენტუსს" დატოვებდა და რომერლიმე სხვა გუნდში გადაბარგდებოდა. ერთი რომ ბრაზილიელმა გასულ სეზონში თავი ვერაფრით გამოიჩინდა და მეორე, "იუვეს" ახალი მთავარი მწვრთნელის ფაქტორი, რომელიც კლასიკური ტიპის გამთამაშებლებს არასდროს წყალობდა. დიახ, ლუიჯი დელ ნერი 4-4-2-ის მიმდევარია, სადაც ნახევარმცველები ერთ ხაზზე არიან განლაგებულნი. შესაძლოა, გარემარბებიც გამოიყენოს, მაგრამ არამც და არამც გამთამაშებელი. სწორედ ამიტომ დაირხა ხმები დიეგოს ტურინიდან აბარგების შესახებ, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს საკითხი მინიმუმ ერთი წლით გადაიდება. არა იმიტომ, რომ დელ ნერის დიეგო ჰაერივით სჭირდება, უბრალოდ მისი შესაბამის ფასში გასხვისება ვერ ხერხდება.

"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყველაზე ახლოს დიეგოს გადაბირებასთან გერმანული "ვოლფსბურგი" იყო. "მგლებმა" იტალიელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 17 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა ტურინელებმა რვა მილიონით მეტი მოითხოვეს. "ვოლფბურგის" მესვეურებმა შეთავაზებულ თანხას ცენტი არ მოუმატეს და მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. სწორედ ამ დროს გაჩნდა საბარტერო თანამშრომლობის იდეა, რომლის თანახმადაც ტურინში ედინ ჯეკო უნდა გადაბარგებულიყო, ვოლფსბურგში კი დიეგო რიბასი. გამომდინარე იქიდან, რომ გერმანელები ბოსნიელს 40 მილიონად აფასებენ, პიემონტელ კოლეგებს დიეგოსთან ერთად, დამატებით 23 მილიონი ევრო მოთხოვეს, რაზეც ტურინელებმა უკან დაიხიეს და როგორც ჩანს, მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა.

აი, რას ამბობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა:

"დიეგოს სატრანსფერო ფასი 25 მილიონია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ჯეკოზე ნაკლები კლასის ფეხბურთელია. მე თუ მკითხავთ, ბოსნიელის ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი და ამის გამოა, რომ მისი გადაბირება არც ერთმა გრანდმა არ მოისურვა. დასამალია არაფერია, ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ედინი "იუვენტუსის" მაისურით გვეხილა, მაგრამ 40 მილიონი ძალიან დიდი თანხაა. შესაბამისად, მიზანშეუწონლად მიმაჩნია, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელს, დიეგო რიბასს კიდევ 20 მილიონზე მეტი დავამატოთ იმისთვის, რომ ბოსნიელი ჩვენთნ გადმოვიბიროთ. ვნახოთ, ჯერ კიდევ არის დრო, რომ კონსენსუსამდე მივიდეთ და შეთანხმებას მივაღწიოთ. ამ შემთხვევაში, მე ჯეკოს ტრანსფერზე მაქვს საუბარი და დიეგო აღარაფერ შუაშია".

ბოლო სიტყვები იმაზე მეტყველებს, რომ დიეგო ტურინში რჩება და კიდევ მინიმუმ ერთი სეზონის განმავლობაში "იუვენტუსში" იასპარეზებს. "გაძეტას" ცნობით, ლუიჯი დელ ნერიმ ბრაზილიელი გამთამაშებელი ევროპის ლიგის პაექრობის განაცხადში შეიყვანა, რაც ზემოთთქმულის კიდევ ერთი დადასტურებაა. აქვე გეტყვით, რომ პიემონტელებს გრაცის "შტურმთან" მოუწევთ შეტოქება.

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა