ბაქოში 25 ქვეყნის 128 ფალავანის მონაწილეობით მსოფლიოს თასი იწყება, რომელიც ოლიმპიადაზე მოსახვედრ ქულებს იძლევა
დღეს ბაქოში ვაჟ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასი იწყება 25 ქვეყნის 128 ფალავანის მონაწილეობით. ესეც სალიცენზიო რანგის შეჯიბრებაა, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე მოსახვედრ ქულებს იძლევა - ჩემპიონს 100 ქულა დაერიცხება, მეორეზე გასულს - 60, მესამე პრიზიორს - 40, მეხუთეადგილოსანს - 20, მეშვიდეადგილოსანს - 16 და ა.შ.

ტურნირში დღეს სამი უმჩატესი წონის - 60, 66 და 73-ის ფალავნები იასპარეზებენ. მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრები ბაქოში გადახალისებული შემადგენლობით ჭიდაობს: პაატა მერებაშვილი და უშანგი კუზანაშვილი (ორივე - 60), ლევან ჩუბინიძე და გიორგი მკალავიშვილი (ორივე - 66), თენგიზ პაპოშვილი და ამბაკო ავალიანი (ორივე - 73), პაატა ღვინიაშვილი და შოთა ჯავახაძე (ორივე - 81), ლევან ჟორჟოლიანი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100). 90-ში მონაწილე არ გვყავს.

მერებაშვილი პირველ შეხვედრას მეორე წრეში გამართავს საუდელ არაბ აისა მაირაშისთან, ამათში მოგებული კი აზერბაიჯანელ რასიმ ასადულაევსა და ჩვენი ტურნირის წლევანდელ ლატვიელ მესამე პრიზიორ ანდრეის მაჯერსს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ძიუდოში დებიუტანტი, სამბოში კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი კუზანაშვილი პირველივე წრეში ყაზახ არისტან შამენოვს ეჭიდავება, ამათ შორის მოგებულს კი მეორე წრეში უკვე ელოდება ამერიკელი ნიკოლას კოსორი.

66-ში პირველ წრეში მკალავიშვილიც ისვენებს, მეორეში კი მისი მეტოქე ასევე გარკვეულია - ბრიტანელი ნათან ბურნი. მეორე წრეშია ჩუბინიძეც, თუმცა მისი მეტოქე იტალიელი ფრანჩესკო ფარალდოსა და 60-დან ამონაცვლებულ მასპინძელთა მსოფლიოს პრიზიორის, დოპინგზე ორჯერ ჩავარდნილი ნიჯატ შიხალიზადეს ორთაბრძოლაში გაირკვევა.

73-ში პაპოშვილი რუსთა ახალბედა იგორ რუბინთან იჭიდავებს, ამათში მოგებული კი მეოთხედფინალის საგზურისთვის მოლდოველ ვიქტორ სკვორტოვს დაეჭიდება. ავალიანი მეორე წრეში ყაზახ მახატ ნაზიბაიევს შეხვდება და თუ მოუგებს, ისიც მეოთხედფინალში გავა.

81, 90, 100 და მძიმე წონების წარმომადგენლები ხვალ იასპარეზებენ. 81-ში ჯავახაძეს პირველ მეტოქედ მასპინძელი ტურალ შაფგულიევი ერგო, ღვინიაშვილს - ყაზახი ფარკად რუზუკულოვი. 100-ში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჟორჟოლიანი აზერბაიჯანელ რაფაელ შაჰვერდიევთან გამართავს საწყის ორთაბრძოლას.

ამ წყვილის გარდა, ჯგუფში კიდევ სამი ფალავანია და არც ერთი არაა გამორჩეულად ძლიერი - ახალზელანდიელი იასონ კოსტერი, ესტონელი გრიგორი მინასკინი და მაროკოელი სიდი მოჰამედ აოუიდატე. ამათგან ყველაზე ტიტულოვანი ესტონელია - ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი, ხოლო ახალგაზრდებში - ასევე ევროპული ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი, თუმცა ეს ტიტულები 90-ში მოიპოვა, 100-ში კი ახალბედაა.

ჟორჟოლიანი C ჯგუფშია და აქედან გაღწევა არ უნდა გაუჭირდეს, აი, ნახევარფინალში კი, ალბათ, ძლიერი მეტოქე ეყოლება - ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონები, აზერბაიჯანელი ელმარ გასიმოვი ან რუსთა ინგუში აშხაბ კოსტოევი, რომლებიც D ჯგუფში მოხვდნენ. ეს წონა ერთ-ერთი გამორჩეულია მონაწილეთა შემადგენლობით - ეგვიპტელი მსოფლიოს ოპრიზიორი რამადან დარვიშიც გამოდის.

დასასრულს, მძიმე წონა, სადაც ადამ ოქრუაშვილი ჯერ მასპინძელ ანდრეი ფატიევს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი რუსთა ოს სოსლან ბოსტანოვსაც დაეჭიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად