მსოფლიოს თასის მეოთხედფინალში უელსმა ირლანდიას 22-10 სძლია, ფრანგებმა კი ინგლისელებს 19-12 აჯობეს

ოქლენდში გასამართ მეოთხედფინალურ მატჩში, სადაც მასპინძელი ახალი ზელანდიის ნაკრები არგენტინის ეროვნულ გუნდს ხვდება, საერთო აზრით, ფავორიტი "ოლ ბელქსია".

ახალზელანდილები, როგორც მოსალოდენლი იყო, შინაურ კედლებში შესანიშნავად ასპარეზობენ და პლეი ოფამდე ისე მიაღწიეს, რომ სერიოზული წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ.

"პუმებმა" კი B ჯგუფში ასაპარეზობისას მეოთხედფინალში გზა დიდი ბრძოლებით გაიკვლიეს. საერთოდ, ეს გუნდი ბოლომდე, თავდადებით მებრძოლის იმიჯით სარგებლობს და წარმატებასაც ხშირად სწორედ ამის ხარჯზე აღწევს.

მიუხედავად იმ სიმპატიისა, რასაც არგენტინელები რაგბის სპეციალისტებსა და ქომაგებში იწვევენ, "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ მატჩში, ვფიქრობთ, უშანსოდ არიან. არგენტინას, მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლის მსოფლიოს თასზე მესამე ადგილი დაიკავა და ელიატრულ ქვეყნებს შორის გაერია, ახალი ზელანდიის ნაკრებისთვის არასდროს მოუგია.

ამასთან, არგენტინელთა გუნდის საშუალო ასაკი საყოველთაო კრიტიკისა და ამ გუნდის მომავლის ეჭვს ქვეშ დაყენების საგანი გახდა. საოცარია, მაგრამ "პუმების" თავკაცმა სანტიაგო ფელანმა ყველაზე ახალგაზრდა და, შეიძლება ითქვას, საუკეთესო მოთამაშე, ფულბეკი ლუკას ამოროსინო ისევ სათადარიგოთა შორის დასვა. მისი ადგილი მარტინ როდრიგესმა დაიკავა, რომელიც მსოფლიოს თასზე სულაც არ ბრწყინავს.

"ოლ ბლექსს" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მგეზავი დენ კარტერი რომ დააკლდათ, ეს დიდი ხანის ცნობილი ამბავია, თუმცა გრემ ჰენრი და მისი რაზმი იხტიბარს არ იტეხს და სულაც არ აპირებს, "ვებ ელისის" თასი ვინმეს დაუთმოს.

ახალი ზელანდია-არგენტინა

ახალი ზელანდია: 15. მალილი მულიაინა, 14. კორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ 11. სონი ბილ ვილიამსი, 10. კოლინ სლედი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვუდკოქი, 2. კევინ მეალამუ, 3. ოუენ ფრენქსი, 4. სამუელ ვაითლოქი, 5. ბრედ თორნი, 6. ჯერომ კაინო. 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.

16. ენდრიუ ჰორი, 17. ბენ ფრენქსი, 18. ალი ვილიამსი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. ჯიმი ქოუანი, 21. აარონ კრადენი, 22. ისაია ტოეავა.

არგენტინა: 15. მარტინ როდრიგესი, 14. გონალო კამაჩო, 13. მარსელო ბოში, 12. ფელიპე კონტეპომი, 11. ორასიო აგულა, 10. სანტიაგო ფერნანდესი, 9. ნიკოლას ვერგალო. 1. როდრიგო რენსორე, 2. მარიო ლედესმა. 3. ხიან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. პატრისიო ალბასეტე, 6. ხულიო კაბელო. 7. ხუან ლეგისამონი, 8. ლეონარდო სენატორე.

16. ავგუსტინ კრევი, 17. მარტინ სკელსო, 18. მარცოს აიერსა, 19. ალეხანდრო კამპოსი, 20. ალფრდო ლალანე, 21. ლუკას ამოროსინო, 22. ხუან იმოფი.

მსოფლიოს თასი. მეოთხედფინალი

დღეს

ირლანდია-უელსი 10:22

ინგლისი-საფრანგეთი 12:19

ხვალ

ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა 09:00

ახალი ზელანდია-არგენტინა 11:30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს