არის იმედი, რომ დაეხმარებიან, მაგრამ ჩემპიონატის ერთი წრე სრულდება და გუნდი როდისღა უნდა დააფინანსონ?
ფოთის "კოლხეთმა" წლევანდელი ჩემპიონატი ჩინებულად დაიწყო, სტუმრად "მეტალურგთან" (0:0) და "ზესტაფონთან" (1:1) ფრედ ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კოლხებს გამოცდილი სოსო ფილია თავკაცობს, რომლის ხელიც გუნდს აშკარად დაეტყო.

მერე კი კოლხებს საქმეები აერიათ. მართალია, "გაგრასთან" თბილისში 2:1 მოიგეს, მაგრამ მდგომარეობა გაუუარესდათ. "ფაზისზე" მოედნის განახლების გამო გუნდი შინ ვერ თამაშობს, მაგრამ ლიდერებთან ტოლსწორი მეტოქეობის შემდეგ მარტვილის "მერანთან" წაგება მაინც გასაკვირი იყო. 8 ტურის შემდეგ "კოლხეთმა" მხოლოდ 6 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა, მე-11 ადგილზეა. ცხადია, ფოთელებს რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის მცირე შანსი აქვთ.

როგორც შევიტყვეთ, ეს ყველაფერი კლუბში არსებული მძიმე ფინანსური მდგომარეობის შედეგია. მართალია, ხელფასები არც ისე დიდია (500-დან მაქსიმუმ 1500 ლარამდე), პრემიები კი სასაცილოდ მცირე (100-დან 200 ლარამდე), მაგრამ მოთამაშეებს ამასაც ვერ უხდიან და დავალიანების ნაწილს ნასესხები ფულით ისტუმრებენ.

"კოლხეთს" ტრანსპორტირებაზე უმაღლესი ლიგის გუნდებში ყველაზე მეტი ხარჯის გაღება უწევს. ახლა იმის გამოც გაუჭირდა, რომ საშინაო მატჩებს ვერ ატარებს და მგზავრობის ხარჯი უფრო გაეზარდა, უფულო გუნდისთვის კი ყოველ ტურში ავტობუსის დაქირავება, საწვავის შეძენა და სტადიონზე მისვლა დიდი ტვირთი და სტრესია.

ასეთ პირობებში პრობლემურია მოთამაშეთა კვებაც, რაც კლუბის გამოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს - თანამედროვე ფეხბურთში ეს საკითხი მეცნიერულ დონეზეა. 2 ოქტომბერს "მერანთან" მატჩის შემდეგ ოთხი დღე გავიდა, "კოლხეთი" კი მხოლოდ გუშინ შეიკრიბა და ივარჯიშა.

არადა, ეს არის გუნდი, სადაც ყოველთვის ნიჭიერ მოთამაშეებს ზრდიდნენ და ახლაც ასეა - სოსო ჭედიამ ახალგაზრდულ ნაკრებში "კოლხეთიდან" გიორგი ლემონჯავა და ლაშა გვალია გამოიძახა.

კოლხებს სომხეთის ჩემპიონატში მოთამაშე ორი ქართველის დამატება სურდათ, მაგრამ ტრანსფერი ფინანსებზეა დამოკიდებული, ასეთ შეჭირვებაში მყოფნი კი თამაშს ვერავის სთხოვენ.

არსებობს იმედი, რომ ფოთელებს დაეხმარებიან, მაგრამ ჩემპიონატის ერთი წრე დასასრულს მიუახლოვდა და გუნდი როდისღა უნდა დააფინანსონ? "კოლხეთს" მიხედვა მანამდე სჭირდება, სანამ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის თეორიული შანსი კიდევ აქვს, თორემ მერე ურემი ისევე გადაბრუნდება, როგორც წლების წინ და პირველ ლიგას დაუბრუნდება იმ ქალაქის გუნდი, სადაც ქართული ფეხბურთის აკვანი დაირწა.

ერთადერთი, რაც ფოთელებს ახარებთ, "ფაზისის" სტადიონის მოედნის განახლებაა. სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, დაიწყო მოხრეშვა და, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში საფარს დააგებენ. თუმცა გუნდი იქ ერთი თვე ვერ ითამაშებს, რადგან ახალდაგებულ საფარს ნიადაგთან "შეხორცება" და ადაპტაცია სჭირდება.

ასე რომ, საუკეთესო შემთხვევაში "კოლხეთი" ფოთს ნოემბრის ბოლოს თუ დაუბრუნდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

daviti
დომენტი ესაა უფულო გუნდები არ იქნებიანო?ასეთი გუნდის ფეხბურთელმა თამაში რომ გაყიდოს გასაკვირი იქნება ვითომ?თუ დომენტია შენი საქმე მხოლოდ რუსეთის პრემიერლიგაში ჩაწყობილი თამაშების პროცენტული მაჩვენებელის დადგენაა?და ერტი მინდა ვიკიტხო და სპორტულ ჟურნალისტებსაც მინდა გთხოვოთ,იქნებ კიტხოთ ფედერაციის მესვეურებს,გუნდი რომელიც სამგზავრო თანხაც კი სასესხებელი აქვს,განახლებულ მინდორს მოუვლის?ეს ხომ საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული?
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის