საფეხბურთო პორტალ "სოკერვეიზე" "ორჰუსის" ორ ქართველ მოთამაშეს გრაფაში "მოქალაქეობად" დანია უწერია
დანიის "ორჰუსი", ადრინდელი გერმანული "ფრაიბურგისა" არ იყოს, ქართული ფეხბურთის "ევროპის ფანჯარა" გახდა. ამჟამად "ორჰუსში" ოთხი ქართველი ირიცხება - დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე, გეგა დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე.

ზაფხულში კლუბს "სასკოს" აღზრდილების, გიორგი ქვილითაიასა და ოთარ ჩაფიძის აყვანაც სურდა, მაგრამ მათი ასაკის გამო ეს მოლაპარაკება დროებით შეწყდა.

ახლა კი მთავარზე: ცნობილ საერთაშორისო საფეხბურთო პორტალ "სოკერვეიზე" აღმოვაჩინეთ, რომ "ორჰუსის" ორ ქართველ მოთამაშეს, დავით სხირტლაძესა და გეგა დიასამიძეს გრაფაში "მოქალაქეობა" დანია უწერია.

18 წლის ტანმაღალი (187 სმ) შემტევი ნახევარმცველი სხირტლაძე გიორგი დევდარიანის 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა, 19 წლისა და ასეთივე სიმაღლის დიასამიძე კი 19-წლამდელების ყოფილი წევრია. საქართველო პატარა ქვეყანაა და, ცხადია, ორი ნიჭიერი მოთამაშის მიერ მოქალაქეობის შეცვლა და მათი დაკარგვა არც ისე სასიამოვნო ამბავია. ამ ინფორმაციის პარალელურად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა გიორგი დევდარიანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ შესარჩევი ციკლისთვის მზადება დაიწყეს და შესაძლოა, კლუბმა სხირტლაძე თურქეთში გასამართ შეხვედრებზე არ გამოუშვასო.

ხომ არ არის ეს დაკავშირებული დანიის მოქალაქეობასთან ან რამდენად რეალურია "სოკერვეის" ინფორმაცია? ვითარებაში გასარკვევად დავუკავშირდით "ორჰუსის" ქართველების მენეჯერს მალხაზ მუსერიძეს, რომელმაც ეს ცნობა კატეგორიულად უარყო.

"მოქალაქეობა შეიცვალეს და დანიის პასპორტი აიღესო? საიდან მოიტანეს, ტყუილია. დანიელები ერთ წელიწადში მოქალაქეობას არ იძლევიან. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მათ ნატურალიზაციაზე უარს არ იტყოდნენ, ორივეს დანიის ნაკრებშიც ათამაშებდნენ" - გვითხრა მუსერიძემ.

"ორჰუსის" ქართველ ლიდერთან, დავით დევდარიანთან ინტერვიუ გუშინ შემოგთავაზეთ, დანარჩენებზე კი მუსერიძე მოგვითხრობს: "დიასამიძეს წელის პრობლემები აქვს და მკურნალობს. ამის გამო სეზონის სტარტი გაუცდა და იმედია, მოედანს წლეულს თუ ვერა, ახალი წლიდან მაინც დაუბრუნდება. სხირტლაძე მშვენიერ ფორმაშია და "ორჰუსის" 18-კაციან განაცხადში სისტემატურად ხვდება. მართალია, თამაში ხშირად არ უწევს, მაგრამ ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და მისთვის ძირითადის განაცხადში მოხვედრაც ბევრს ნიშნავს. მწვრთნელებს და კლუბის ხელმძღვანელობას დათოს იმედი აქვთ და სამომავლოდ ამზადებენ, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, სამომავლოდ გუნდის ლიდერად წარმოუდგენიათ და მთავარ გუნდს ნელ-ნელა აჩვევენ.

ახლა "ორჰუსი" დანიის სუპერლიგის ლიდერებშია, მე-2 ადგილზეა და ხომ იცით, ამ დროს შემადგენლობას ხელს არ ახლებენ ხოლმე, მწვრთნელებს ამ დროს ექსპერიმენტები არ უყვართ. მიუხედავად ამისა, თასზე მაინც ათამაშეს, მოკლედ, დათოს საქმე კარგად მიდის.

ლაშა შინდაგორიძეს ენის პრობლემა ჰქონდა, მწვრთნელი ენის ცოდნას ითხოვს და აქ ვერაფერს იზამ. პირველ გუნდთან სისტემატიურად ამიტომ არ ვარჯიშობს, მაგრამ ზამთრიდან მთავარ "ორჰუსში" გადავა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beso
ჩაფიძე და ქვილითაია ორჰუსს კი არა რანდერსს სურდა ჩემო მერაბ და ასაკის გამო კი არა უმაღლესი ლიგიდან რომ გავარდა რანდერსი ამის გამო ვერ აიყვანეს, ბიუჯეტი და შესაბამისად პრიორიტეტები შეეცვალა გუნდს
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა