ინგლისის ნაკრების 25 წლის ვარსკვლავმა, უეინ რუნიმ ჩერნოგორიასთან მიღებული წითელი ბარათისთვის მწვრთნელ ფაბიო კაპელოს ბოდიში მოუხადა
ინგლისის ნაკრების 25 წლის ვარსკვლავმა, უეინ რუნიმ ჩერნოგორიასთან მიღებული წითელი ბარათისთვის მწვრთნელ ფაბიო კაპელოს ბოდიში მოუხადა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა, შეხვედრის 73-ე წუთზე, მიოდრაგ ძუდოვიჩს ფეხებში მისცხო, რისთვისაც სამართლიანად გააგდეს.

„რა გითხრათ, თამაშამდე ის მშვიდად იყო, მოედანზე კი სისულელე ჩაიდინა და გააძევეს. ეს არის და ეს - თქვა მატჩის შემდეგ კაპელომ - ვერც კი დავიცავ. მე რა შემიძლია? როდესაც ფეხბურთელი თამაშობს, მის ტვინში ვერ შევძვრები. მე შემიძლია მას მატჩამდე ველაპარაკო, შეხვედრის მსვლელობისას, თუ რაიმეს შევნიშნავ, შევცვალო, სხვადასხვა გადაწყვეტილებები მივიღო, მაგრამ მყისიერ რეაქციას ვერ გავაკონტროლებ. ინციდენტი პირდაპირ ჩენს წინ მოხდა, რუნიმ მოწინააღმდეგეს ფეხი მიარტყა და იმ წუთასვე მივხვდი, რომ მოედნიდან გააძევებდნენ“.

ჩერნოგორიაში მიღებული წითელი ბარათის გამო ინგლისელი ვარსკვლავი გაისად ზაფხულში, ევრო 2012-ზე, პირველ ორ თამაშს გამოსტოვებს - ავტომატურ ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას უეფა აუცილებლად შეუცვლის ორმატჩიანით.

კაპელომ განაგრძო: „რუნი მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ჩვენ, ახლა, მის გარეშე თამაშის ვარიანტებზე მოგვიწევს ფიქრი. ვნახოთ, მანამდე ამხანაგური თამაშები გვექნება, უეინი კი, იმედია, ამ ინციდენტის შემდეგ ჭკუას ისწავლის. მეორე მხრივ კი, როდესაც ფეხბურთელი ასე იქცევა, მიზეზი მოედანზე უნდა ვეძებოთ. პირადი პრობლემების გამო ასე არ იქცევიან“.

ვითომ მართალია კაპელო ამას რომ ამბობს? განა პირადი პრობლემები ადამიანს გულს არ უჭამს, რამაც მერე, შესაძლოა მოედანზე ამოხეთქოს? მით უფრო, რომ რუნი სერიოზული სირთულეების წინაშე დგას, რომელთა შესახებ ორიოდ დღის წინ გიამბეთ, დღეს კი ახალი დეტალების დამატებით გაგიმეორებთ.

გაჩნდა ეჭვი, რომ 2010 წლის 14 დეკემბერს, შოტლანდიის პრემიერლიგაში, „მოზერუელისა“ და „ჰართშის“ შეხვედრაში ერთი გაძევების ამბავი ჩააწყვეს, რასაც გამოძიება და დაპატიმრებები მოჰყვა. ეჭვმიტანილები ძირითადად გლაზგოსა და ლივერპულში აიყვანეს. თავდაპირველი ინფორმაციით, ლივერპულელ დაკავებულთა შორის რუნის მამა და ბიძაც აღმოჩნდნენ, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ რუნების ოჯახი ამ კანონდარღვევაში შესაძლოა უფრო მასშტაბურადაც მონაწილეობდა.

ასეთი ინფორმაცია კუდად ერთადერთი ფეხბურთელის, 26 წლის სტივ ჯენინგსის აყვანას მოჰყვა. გაზეთმა „სანმა“ გამოქექა, რომ ჯენინგსს „ფეისბუქის“ ბეგობართა შორის რუნის ძმები, 23 წლის გრემი და 20 წლის ჯონი, აგრეთვე მათი 26 წლის ბიძაშვილი, ტომას რუნი ჰყავს, თუმცა ჯერჯერობით, გარიგებულ შეხვედრასთან მათი კავშირი დამტკიცებული არ არის. შესაძლოა საქმე უბრალოდ მეგობრობასთანაც გვაქვს, რადგან უეინი და დაბადება-აღზრდით მერსისაიდელი ჯენინგსი „ევერტონის“ ბავშვთა სკოლაში ერთად დადიოდნენ და იმედისმომცემ ფეხბურთელებად ითვლებოდნენ.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ჯენინგსი ერთადერთი ფეხბურთელია საქმესთან დაკავშირებულ ცხრა დაკავებულს შორის. უეინ რუნის მამის, 48 წლის უეინ უფროსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი კატეგორიულად უარყოფს ყოველგვარ ბრალდებას, რუნების ერთმა ნათესავმა კი ბიძა, 54 წლის რიჩი დაიცვა, წარმოდგენაც კი არ აქვს, ლაპარაკი რაზეაო.

დავაზუსტოთ: „მოზერუელისა“ და „ჰართსის“ ზემოხსენებული შეხვედრის წინ ტოტალიზატორმა „ბლუ სქუერმა“ 10-1-ზე ფსონი დადო, რომ ამ მატჩში ვიღაცას გააძევებდნენ. ამის გამოქვეყნება იყო და ლივერპულში ხალხმა ფულის დადება დაიწყო - ვინ 500 ფუნტს ჩავიდა და ვინ 5 ათასს. ბევრმა შეშინებულმა ტოტალიზატორმა ფსონების მიღება შეწყვიტა კიდეც. და აი, ამ შეხვედრის 83-ე წუთზე, როგორც მოგახსენეთ ლივერპულელმა ჯენინგსმა პენალტის გამო მსაჯთან კამათი დაიწყო, მას მხარზე ხელი დაადო და წითელი ბარათითაც დაისაჯა.

რუნის მავანმა მეგობარმა ტაბლოიდებს უთხრა: „მამისა და ბიძის დაკავების ამბავი უეინისთვის შოკისმომგვრელი იყო. მან არაფერი იცოდა და რად უნდა ლაპარაკი, რომ ამ საქმესთან საერთოც კი არაფერი აქვს. უეინი თავის ოჯახს ეთაყვანება. სწორედ ოჯახის წევრებს მიუძღვით ლომის წვლილი მის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, და მათთვის მოცხებული ნებისმიერი ჩირქი, მისთვის მტკივნეულია“.

დაბოლოს, უეინ რუნის ცოლს, კოლინს „ტვიტერში“ მოუხდა განრისხებული და აგრესიული ქომაგების მოგერიება. ზოგი მეუღლეს პირდაპირ, უშვერი სიტყვებით ულანძღავდა, ზოგი კი დასცინოდა, დარწმუნებული ვარ, ოჯახში წინასწარ იცოდით, რომ უეინს ჩერნოგორიასთან შეხვედრაში მოედნიდან გააგდებდნენო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ახალი რეკორდი პრემიერ ლიგაში - "სიტიმ" ელიოტ ანდერსონი შეიძინა
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
მამარდაშვილის "ლივერპული" არ ნებდება - 100 მილიონზე მეტის შეთავაზებას გააკეთებენ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს