"ჩელსის" ხელმძღვანელები მილიარდერი მეპატრონის, რომან აბრამოვიჩის ფინანსური დახმარების გარეშე არსებობის გეგმებს ადგენენ
"ჩელსი" აღარ მალავს, რომ უეფას ახალი წეს-კანონებით ცხოვრებისთვის ემზადება. კერძოდ, დასავლეთლონდონელები მილიარდერი მეპატრონის, რომან აბრამოვიჩის ფინანსური დახმარების გარეშე არსებობის გეგმებს ადგენენ.

"ლურჯების" თავმჯდომარე, ბრუს ბაკი ადასტურებს, რომ გასულ წელიწადს კლუბმა ზარალი ნახა - 70 მილიონი ფუნტი მინუსში წაუვიდა.

უეფამ კი ფინანსური "ფეარ პლეის" წესები მოიგონა, რომელთა მიხედვითაც ყველა გუნდმა "მდიდარი ძიას" ნაჩუქარი ფულის გარეშე, თავად უნდა გაიტანოს თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში 2014 წლის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ვერ მოხვდება.

"ბატონი აბრამოვიჩის ჯიბეზე დაუსრულებლად რომ ვერ ვიქნებით ჩამოკიდებული "ფინანსური ფეარ პლეის" დაკანონებამდეც ვიცოდით, - უთხრა ჟურნალისტებს ბაკმა, - ამიტომ, ახლა ისეთი გეგმის შემუშავებას ვცდილობთ, რომლის დახმარებითაც კლუბი მყარად დადგება ფეხზე. ახალმა "ფეარ პლეიმ" უბრალოდ, შეიძლება დაგვაჩქაროს, ეს არის და ეს.

დააკვირდით რესურსებს: მხოლოდ ახალგაზრდული აკადემია წელიწადში 5 მილიონი ფუნტი გვიჯდება, მაგრამ ამ აკადემიაში, წელიწადში ან წელიწადნახევარში ერთხელ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი რომ აღიზარდოს, უზარმაზარი სატრანსფერო თანხა დაგვეზოგება. სატრანსფერო ხარჯების შემცირების გარდა, სპონსორების მოზიდვა უნდა გავაძლიეროთ. გავზარდოთ ყოველი მატჩისგან მიღებული შემოსავალი და სხვა".

შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!