ცუდი ამბავი ესპანეთის ნაკრების ბანაკიდან კვირას გამოვიდა - ვარჯიშზე რაულ ალბიოლი დაშავდა და შოტლანდიასთან ვერ ითამაშებს
"ფურია როხას" ბრწყინვალე შანსი აქვს უდანაკარგოდ დაასრულოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. ამისთვის სამშაბათს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონებმა შინ შოტლანდიის ნაკრებიც უნდა დაამარცხონ. პრაღაში კი ვერ მიხვდებოდით, რომელ ნაკრებს უფრო სჭირდებოდა მოგება, თითქოსდა უმოტივაციო ესპანეთის ნაკრებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნა მეტოქე, რომელსაც ჰაერივით სჭირდებოდა მოგება და 2:0 მოუგო.

მატჩზეც ვთქვათ მოკლედ - ვისენტე დელ ბოსკე კარში ისევ კაპიტან იკერ კასილიასს ენდო. დაცვის ფლანგებზე რეალელები, სერხიო რამოსი და ალვარო არბელოა ათამაშა, დაცვის ცენტრში კიდევ ერთ მადრიდელ რაულ ალბიოლს ბარსელონელი ჟერარდ პიკე შეუწყვილა. ნახევარდაცვაში კატალონიელები სჭარბობდნენ კასტილიელებს - ჩავის და სერხიო ბუსკეტს ჩაბი ალონსო ეხმარებოდა. "როხა" 3 ლეგიონერით უტევდა - დავიდ სილვა და ხუან მატა ფლანგებიდან და ფერნანდო ტორესი ცენტრიდან. ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, ჯერ ჩავიმ შესანიშნავი გამჭოლი გადაცემით მატა გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, შემდეგ დავიდ სილვამ საჯარიმოში ჩაბი ალონსოს დაუგორა და ბასკმაც იოლად აიღო პეტრ ჩეხის კარი. პირველი ტაიმიდან, როდესაც სტუმართა უპირატესობა აბსოლუტური იყო, კიდევ ჩავის საჯარიმო დარტყმას გამოვყოფთ, ბურთი ოდნავ გადაცდა ჩეხის კარს.

მეორე ტაიმში გამოვყოფთ შეცვლაზე შესული ხავი მარტინესის ორ სუპერმომენტს, რომ არა ჩეხი ანგარიში გაცილებით დიდი იქნებოდა. აღვნიშნავთ ტომაშ ჰუბშმანის მეტისმეტ უხეშობას ჩაბი ალონსოსთან ორთაბრძოლაში, მასპინძელმა უმალ წითელი ბარათი იხილა, რომელიც არც კი გაუპროტესტებია. ჩვენი აზრით, ესპანელთა შორის საუკეთესო დავიდ სილვა იყო, ყველაზე სუსტად კი ისევ ფერნანდო ტორესმა ითამაშა.

მატჩის შემდეგ 60 წლის დელ ბოსკემ ტორესი დააწყნარა - ფერნანდომ კარგად ითამაშა, მოწადინებული იყო, მაგრამ კარგი პასები არ მისდიოდაო. "თამაშით კმაყოფილი ვარ. კარგად დავიწყეთ და შემდეგ შედეგზე ვითამაშეთ. მე კმაყოფილი ვარ".

ცუდი ამბავი ესპანეთის ნაკრების ბანაკიდან კვირას გამოვიდა - ვარჯიშზე რაულ ალბიოლი დაშავდა და შოტლანდიასთან ვერ ითამაშებს. ვარჯიშისას "რეალის" მცველი ჰაერში თანაგუნდელს ისე შეეჯახა, რომ ყბა გაუტყდა. "ფურია როხას" ექიმი ოსკარ სელადა ალბიოლს ჰოსპიტალში გაყვა, სადაც რენტგენმა აჩვენა, რომ ყბის ძვალი მოტეხილია, თუმცა ის დაძრული არაა. ასეა თუ ისე, ალბიოლის თამაში გამოირიცხა და მან ბანაკი დატოვა. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ შოტლანდიასთან მატჩში დაცვის ცენტრში ბარსელონულ დუეტს ვიხილავთ - პიკეს კარლეს პუიოლი შეუწყვილდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"