"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ "კორიერე დელო სპორტს" ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ "კორიერე დელო სპორტს" ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. როდესაც მას სერია A-ს მთავარი ფავორიტის დასახელება სთხოვეს, ერთობ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და მილანურ გრანდებზე ზემოთ ტურინის "იუვენტუსი" დააყენა:

"ერთ-ერთ ინტერვიუში ჯიჯი ბუფგონმა თქვა, რომ "ნაპოლის" სამ ფრონტზე ასპარეზობა ძალიან გაუჭირდება, რაშიც რთულია, რომ მას არ დაეთანხმო. ნამდვილად გაგვიჭირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატების მიღწევის შანსი არ გვაქვს. ვგრძნობ, საკმარისი გამოცდილება დავაგროვე საიმისოდ, რომ ნებისმიერ სირთულეს გავუმკლავდე და ყველაზე მძიმე მდგომარეობიდან გამოვძვრე. საბედნიეროდ, ამაში შეგირდებიც ბოლომდე მიწყობენ ხელს. ამით იმის თქმა მინდა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლას ვაპირებთ და მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ.

რაც შეეხება მთავარ ფავორიტს, ასეთად "იუვენტუსი" მიმაჩნია, გუნდი, რომელიც სატრანსფერო პერიოდში გვარიანად გაძლიერდა და ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ანტონიო კონტეს ზემოტივირებული ფეხბურთელები ჰყავს, ეს კი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია".

ვალტერ მაძარიმ მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "ჯერჯერობით, "ნაპოლიდან" წასვლას არ ვაპირებ, რადგან აქ ყველაფერი მომწონს და მაკმაყოფილებს. რამდენიმე წლის შემდეგ კი ალბათ უცხოეთში წავალ და სხვა ქვეყანაში გამოვცდი საკუთარ შესაძლებლობებს. ეს დიდი გამოწვევა იქნება ჩემთვის, რომელსაც მოვა დრო და სიამოვნებით მივიღებ. რომელ ქვეყანაში მსურს მუშაობა? - მაგალითად ინგლისში, საიდანაც გასულ ზაფხულს არაერთი შეთავაზება მივიღე. იმედი მაქვს, როდესაც ჩემი და "ნაპოლის" თანამშრომლობა დასრულდება, ინგლისში გადაბარგების შესაძლებლობა კვლავაც მომეცემა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად