თორნიკე შენგელია: ორმაგი დუბლი თანაგუნდელთა მხარდაჭერის შედეგად მოვაგროვე
"შარლერუელებმა ევროლიგის შესარჩევ ტურნირში წარმატებული გამოსვლის შემდეგ ბელგიის ჩემპიონატი შესანიშნავად დაიწყეს - ლამაზი თამაშით "ლიეჟი" სტუმრად 87:60 დაამარცხეს.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი დემონდ მალე გახდა (18 ქულა ჩააგდო), ასევე ეფექტურად გაისარჯნენ თორნიკე შენგელია (16 ქულა, 12 მოხსნა) და კრის ჰილი (13 ქულა)," - გვამცნობს "შარლერუას" ოფიციალური საიტი.

ქართველთათვის საინტერესო ეს მოკლე ინფორმაცია მცირე შევსებას მოითხოვს. თორნიკეს გუნდმა ბელგიის ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვა, რადგან ევროლიგის შესარჩევს თამაშობდა. მეორე ტურში კი "ლიეჟს" ეწვია და პირველივე ტაიმის შემდეგ გაარკვია გამარჯვებულის ვინაობა - დიდ შესვენებაზე "შარლერუა" ფანტასტიკური სხვაობით გავიდა: 57:17.

თორნიკე შენგელია, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და ორმაგი დუბლი 22 წუთში შეასრულა. გგონიათ მხოლოდ ქულებსა და მოხსნებში გამოირჩა (16 ქულა, 12 მოხსნა)? - მის ანგარიშზე 3 ჩაჭრაა, მეტოქეებს კი წესები 5-ჯერ დაარღვევინა. 19 წლის ქართველს... არა, თორნიკე უკვე 20 წლისაა - 5 ოქტომბერს შესრულდა. განვაგრძოთ: 20 წლის, 207 სმ სიმაღლის ქართველს ბელგიის ჩემპიონატის პირველ მატჩში არც სროლის სიზუსტე დაეწუნებოდა: 10-დან 5 ორქულიანი, 1-დან 1 სამიანი, 4-დან 3 საჯარიმო.

მატჩის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ეპიზოდის მთავარი გმირიც თორნიკე იყო - ბურთი სამქულიანის რკალთან მიიღო, საჯარიმო გადასერა და ეფექტურად ჩატენა.

"შარლერუა" ევროლიგას 19 ოქტომბერს იწყებს, მანამდე, 12 ოქტომბერს ბელგიის პირველობის მესამე ტურში "ანტვერპენს" უმასპინძლებს.

გუშინ თორნიკეს "ლიეჟთან" თამაშსა და ორმაგ დუბლზე ვკითხეთ.

"სინტერესო შეხვედრა გამოდგა: პირველი წუთები მასპინძლებმა 9:0 მოგვიგეს, რასაც სამქულიანების ხარჯზე მიაღწიეს. თუმცა მალე მოვეგეთ გონს და მდგომარეობა პირველივე ტაიმში გამოვასწორეთ, 40 ქულის სხვაობით დავწინაურდით. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ორმაგი დუბლი თანაგუნდელთა მხარდაჭერის შედეგად მოვაგროვე. თუმცა, ვერც იმას ვიტყვი, რადგან თამაში წამივიდა, დანარჩენები ჩემზე თამაშობდნენ - გუნდურად გავისარჯეთ, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო", - აღნიშნა შენგელიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა