ჩემპიონთა ლიგა პლეი ოფი. I მატჩები

ხუთი წყვილიდან ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება მესუთ იოზილისგან დაობლებულმა "ვერდერმა" მოიპოვა, არადა, თითქოს, ყველაზე ძლიერი მეტოქეც მას ჰყავდა - გენუის "სამპდორია". მხოლოდ "ვერდერმა" შეძლო წუხელ 2 ბურთის სხვაობით გამარჯვება. ის კი არა, რომ არა ჯამპაოლო პაცინის გასროლა ბოლო წუთზე, რომელმაც იტალიელებს იმედი დაუტოვა, "მუსიკოსები" ცალი ფეხით ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იქნებოდნენ. იტალიელებს ბრემენში 2,5 ათასი ფანი გაჰვათ, თუმცა 69-ე წუთისთვის მასპინძლები უკვე 3:0-ს იგებდნენ. კლემენს ფრიტცის, ტორსტენ ფრინგსისა და კლაუდიო პიზაროს გოლების წყალობით.

ერთი გუნდი, რომელმაც თითქმის გაინაღდა ჯგუფურ ეტაპზე თამაში თელ ავივის "ჰაპოელია", რომელმაც სტუმრად 3:2 მოუგო "ზალცბურგს". სამწუხაროა, რომ ვერ დამკვიდრდა ისრაელის ჩემპიონების რიგებში ზურაბ მენთეშაშვილი და მას სხვა გუნდში გადასვლა მოუწია. ნიგერიის ნაკრებიდან თუკი ვინმე დაგვამახსოვრდა ეს გოლკიპერი ვინსენტ ენიეამაა. სწორედ მან შეგვახსენა თავი მატჩის მე-3 წუთზე, როცა ავსტრიელთა კარში დანიშნული პენალტი შეასრულა! მართალია, ჰუუბ სტევენსის გუნდმა მალე გაათანაბრა, მაგრამ ტაიმის მიწურულს სტუმრები კვლავ წინ გავიდნენ. ებრაელთა ბომბარდირმა შეხტერმა მეორე ტაიმში 3:1 გახადა ანგარიში, მაგრამ შესცლაზე შესვლიდან 8 წუთში რომან ვალნერმა პენალტით "ზალცბურგს" შანსი შეუნარჩუნა.

სხვა თამაშებიდან აღვნიშნავთ უცნაურ სიტუაციას, როცა "შერიფის" უბერებელი ქართველი კაპიტანი მოედანზე არ იყო, 38 წლის ვაჟა თარხნიშვილი სათადარიგო იყო "ბაზელთან" 0:1 წაგებულ შეხვედრაში.

ზალცბურგი (ავსტრია)-ჰაპოელი (ისრაელი) 2:3

ზალცბურგი (4-2-3-1): ტრემელი - შვენტო, აფოლაბი, სეკაგია, შვეგლერი - პოკრივაჩი, შიმერი (67. ალანი) - სარატე (78. ნგვატ-მაჰოპი), ლაიტგები, იანტშერი - ბოგოსიანი (59. ვალნერი).

ჰაპოელი (4-4-2): ენიეამა - კენდე, და სილვა, ბადიერი, ბენ-დაიანი - ზაჰავი, იადინი, შივონი (72. როკი), ვერმუთი (91. ფრანსმანი) - საჰარი (79. მარი), შეხტერი.

გოლები: 0:1 ენიეამა (3-პენ), 1:1 პოკრივაჩი (28), 1:2 საჰარი (44), 1:3 შეხტერი (53), 2:3 ვალნერი (67-პენ)

ბაზელი (შვეიცარია)-შერიფი (მოლდოვა) 1:0

ბაზელი (4-4-2): კოსტანცო - ინკოომი, აბრაამი, ატანი, საფარი - შაქირი (71. ტემბო), ჰუგელი, იაპი, შტოკერი - ფრაი (88. ჩიპერფილდი), ზუა (80. ალმერარესი).

შერიფი (4-2-3-1): სტოიანოვი - ვრანიეში, სამარჯიჩი, ნადსონი, ბრანკოვიჩი - რუამბა, ადამოვიჩი (79. ჰაჩატუროვი) - დიედიუ (57. ჯუროვიჩი), ერიოხინი, ვოლკოვი (92. გეორგიევი) - ბალიმა.

გოლი: 1:0 შტოკერი (54)

გაძევება: ერიოხინი (86)

შენიშვნა: ჰუგელმა 90-ე წუთზე ვერ გამოიყენა პენალტი (მეკარე)

პარტიზანი (სერბეთი)-ანდერლეხტი (ბელგია) 2:2

პარტიზანი (4-2-3-1): რ. ილიჩი - სტევანოვიჩი, მ. იოვანოვიჩი, კრსტაიჩი, ლაზევსკი - პეტროვიჩი, მორეირა (53. სმილიანიჩი) - ტომიჩი (74. დავიდოვი), ს. ილიჩი, ილიევი (87. ბოგუნოვიჩი) - კლეო.

ანდერლეხტი (4-3-3): პროტო - მაზუში, დეშახტი, იუაში, ლესიაკსი - პოლაკი (90. ბადიბანგა), კუიატე, ჟილე - სუარესი, ლუკაკუ (61. კანუ), ბუსუფა (84. მარეჩეკი).

გოლები: 0:1 ჟილე (54), 1:1 კლეო (57), 2:1 ლესიაკსი (64 ს.კ.), 2:2 იუაში (66)

ბრაგა-სევილია 1:0

ბრაგა (4-3-2-1): ფელიპე - მ. გარსია (46. სილვიო), მოიზესი, როდრიგესი, ელდერსონი - სალინო, ვანდინიო, აგიარი (57. ლიმა) - ალანი, პ. სეზარი - მატეუში (75. ელტონი).

სევილია (4-4-2): პალოპი - დაბო, ფასიო, ესკუდე, ნავარო - ხ. ნავასი, ზოკორა, რენატო (83. ჩიგარინი), კაპელი (70. პეროტი) - ლ. ფაბიანო, კანუტე (79. ნეგრედო).

გოლი: 1:0 მატეუში (62)

ვერდერი-სამპდორია 3:1

ვერდერი (4-4-2): ვიზე - პასანენი (77. ბოინიხი), მერტეზაკერი, პრიოდლი, ფრიტცი - ბარგფრედე, ფრინგსი, ჰანტი (85. მარინი), ბოროვსკი - პიზარო, ალმეიდა (89. არნაუტოვიჩი).

სამპდორია (4-4-2): კურჩი - ვოლტა, გასტალდელო, ლუჩინი, ციგლერი - სემიოლი (68. სტანკევიჩიუსი), პალომბო, ტისონე (59. პოლი), მანინი (65. გუბერტი) - კასანო, პაცინი.

გოლები: 1:0 ფრიტცი (51), 2:0 ფრინგსი (67-პენ), 3:0 პიზარო (69), 3:1 პაცინი (90).

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
U17. საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის A ლიგაში გავიდა
საქართველოს ნაკრებმა პირველი ვარჯიში თბილისი არენაზე გამართა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
ოფიციალურად: "კრისტალ პალასს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
მერკვილაძის კარიერის მატჩი: პირადსარეკორდო 30 ქულა და გამარჯვება როტერდამში
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია