22 წლის ტომ კლევერლი "მანჩესტერ იუნაიტედმა" კარგად თამაშისა და სწრაფი პროგრესის გამო ახალი კონტრაქტით დააჯილდოვა
22 წლის ტომ კლევერლი "მანჩესტერ იუნაიტედმა" კარგად თამაშისა და სწრაფი პროგრესის გამო ახალი კონტრაქტით დააჯილდოვა - ინგლისელი ნახევარმცველი "ოლდ ტრეფორდზე" 2015 წლის ზაფხულამდე დარჩება.

ახალი ხელშეკრულების შესაბამისად, კლევერლის იმდენსავე ხელფასს გადაუხდიან, რამდენსაც უხდიან კრის სმოლინგსა და ფილ ჯონსს. "ბლექბერნის" ყოფილი მოთამაშის, ჯონსის გასამრჯელო კვირაში 40 ათასი ფუნტი გახლავთ.

გაზეთები წერენ, რომ "იუნაიტედის" ინიციატივა ნათლად მეტყველებს იმ პროგრესზე, რომელიც ნახევარმცველმა "უიგანიდან" დაბრუნების შემდეგ განიცადა.

ცნობისათვის: ტომ კლევერლი 2009 წლიდან "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია, მაგრამ მუდამ გაქირავებული იყო, ჯერ "ლესტერში", შემდეგ "უოტფორდში" და ბოლოს "უიგანში", სადაც ერთი წელიწადი ახალგაზრდა ესპანელი მწვრთნელის, რობერტო მარტინესის ხელმძღვანელობით ივარჯიშა და ითამაშა.

ამბობენ, რომ კლევერლის კარგმა თამაშმა ინგლისის ჩემპიონს ვეტერანი პოლ სქოულზის დანაკლისი ნაწილობრივ აუნაზღაურა.

მიმომხილველების მტკიცებით, არც "ინტერიდან" ვესლი სნეიდერის ტრანსფერის ჩაშლამ იმოქმედა ძლიერად - იმას, რისთვისაც სნეიდერი მოჰყავდათ, კლევერლი მეტ-ნაკლებად ასრულებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად