"ტოტენჰემის" თავკაცმა ჰარი რედნაპმა უეფას თხოვნით მიმართა, ჩემპიონთა ლიგის მატჩების ხელოვნურ მოედანზე ჩატარება აკრძალოს...

"ტოტენჰემის" თავკაცმა ჰარი რედნაპმა უეფას თხოვნით მიმართა, ჩემპიონთა ლიგის მატჩების ხელოვნურ მოედანზე ჩატარება აკრძალოს. ბერნში შვეიცარიულმა "იანგ ბოიზმა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრა ლონდონელებს სწორედ სინთეტიკურ საფარზე მოუგო (3:2). როგორც მოსალოდნელი იყო, ინგლისელმა მწვრთნელმა უეფასგან უარი მიიღო.

"იმის გამო, რომ მატჩი ხელოვნურ მოედანზე ჩავატარეთ, რამდენიმე ფეხბურთელი ვერ ვათამაშე. აარონ ლენონს მასზე თამაში არ შეუძლია, რობი კინს მუხლი აწუხებს და დიდი საფრთხე იყო, მდგომარეობა გართულებოდა, ხოლო თავის დროზე ტომ ჰადლსტოუნმა მძიმე ტრავმა სწორედ სინთეტიკურ გაზონზე მიიღო. ამას გარდა, ასეთ მოედანს შეჩვევა სჭირდება. "იანგ ბოიზი" იქ ჩვენგან განსხვავებით, ყოველ კვირას თამაშობს, რამაც გუნდები არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა. მიმაჩნია, რომ ასეთი დონის მატჩები მხოლოდ ბალახის საფარზე უნდა იმართებოდეს და ვიმედოვნებ, უეფა ჩემს პოზიციას გაიზიარებს", - აცხადებს რედნაპი.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს პასუხი კი ასეთია: "ხელოვნურსაფარიან მოედნებზე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები შემდგომშიც ჩატარდება. ბერნში მოედნის საფარი ჩვენმა წარმომადგენლებმა შეამოწმეს და იგი ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებდა. უეფას წესებით, ხელოვნურ მოედანზე თამაში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში არ შეიძლება".

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს