ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სოსო გრიშიკაშვილი: ფეხბურთში შემთხვევით აღმოვჩნდი

სოსო გრიშიკაშვილი: ფეხბურთში შემთხვევით აღმოვჩნდი

საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი "დინამოს" მეოთხედ დაუბრუნდა
სოსო გრიშიკაშვილი ზაფხულში თბილისის "დინამოს" მეოთხედ დაუბრუნდა. საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განვლილი საფეხბურთო კარიერის შესახებ ყვება.

სოსო გრიშიკაშვილი: "ფეხბურთში შემთხვევით აღმოვჩნდი, 17 წლის ვხდებოდი, როცა თელავში, ჩვენი მე-8 სკოლის გუნდმა, ჩოხელის თასის გათამაშების ფინალში, საფეხბურთო სკოლის გუნდს პენალტების სერიაში მოუგო.

თელავის კახეთის მწვრთნელი თემურ ცერცვაძე ესწრებოდა თამაშს და მეორე დღეს კახეთის ვარჯიშზე დამიბარა. მეც სავარჯიშოდ კეტებით მივედი, მაშინ ბუცებიც არ მქონდა. კახეთის კარს ლიტველი არვიდას კონციავიჩუსი იცავდა. აქედან დაიწყო, წავიდა და წავიდა. არადა თავიდან თამაშის წესებიც არ ვიცოდი. ერთი ის ვიცოდი, რომ 7 მეტრიან კარში ბურთი არ უნდა გამეშვა და საჯარიმოს გარეთ ხელით არ უნდა მეთამაშა.

ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ჩემს კარიერაში ალბათ ლატვიაში გამოსვლის დრო იყო. "ვენტსპილს" და პარალელურად ბელორუსის ნაკრებს, წარსულში ცნობილი ფეხბურთელი სერგეი ბოროვსკი წვრთნიდა. იგი ჩვენთვის მწვრთნელიც იყო და პედაგოგიც. ბევრი რამ ვისწავლე. არა მარტო მეკარეობა, დაზღვევა, კარნახი და ასე შემდეგ. ბოროვსკი ერთს მეუბნებოდა შეცდი და ითამაშე. იმ სეზონში ლატვიის საუკეთესო მეკარე და ლეგიონერი გავხდი.

"დინამოში" ზაფხულში მეოთხედ დავბრუნდი. პირველად 1992 წელს, რევაზ ძოძუაშვილმა მომიწვია. წინასწარი კონტრაქტიც დავდე. "დინამოში" ვვარჯიშობდი და თელავში ვთამაშობდი. შემდეგ პირველი ქართველი ვიყავი ალანიაში, შემდეგ უკვე შემომიერთდნენ შელია და რევიშვილი, მალე ყაველაშვილი. მეორედ "დინამოში" "ალანიადან" იჯარით დავბრუნდი და 1999-2003 წლები ვითამაშე. მესამედ 2005-ში ცხადაძის დროს დამიძახეს და ახლა ზაფხულში მეოთხედ დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ კლუბს. გუნდს, რომელიც რასაკვირველია განსაკუთრებით საყვარელია ჩემთვის.

ნაკრებში ძალიან უიღბლო დებიუტი მქონდა. კვიპროსში უნდა მეთამაშა პირველი მატჩი და შეხვედრის წინ, მოთელვაზე ფეხი მოვიტეხე. დებიუტი გადაიდო, შემდეგ 1997-ში ვითამაშე პირველად ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში. ალანიაში ყოფნის პერიოდში, ნაკრებში სათამაშოდ, ქართული პასპორტი ავიღე და რუსეთში ლეგიონერად ვითვლებოდი. მხოლოდ 3 ლეგიონერს ჰქონდა თამაშის უფლება და არსებული ლიმიტის გამო, მომიწია ალანიას დატოვება.

ცხადია 38 წლის ასაკში ძნელია იმყოფებოდე მუდმივად ფორმაში. ორგანიზმი ყოველთვის მკაცრ რეჟიმში უნდა იყოს. ახლა ვფიქრობ, რომ ბევრი რამ დავაკელი ფეხბურთს. დღევანდელივით პროფესიულად ვერ ვეკიდებოდი საქმეს.

დღევანდელი "დინამო" ახალგაზრდული გუნდია. გუნდი თვეებში ვერ იქმნება. ცხადია გარკვეული ცვლილებები ყოველთვის საჭიროა, მაგრამ ბირთვი უნდა არსებობდეს. დღეს "დინამოში" განსაკუთრებული პირობებია, შესანიშნავი ატმოსფერო, მეგობრული სიტუაცია ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს შორის. ახლა რა მოედანზეც ვარჯიშობთ, ადრე თამაში იყო სანატრელი. ძალიან მაგარი ბაზა კეთდება. მთავარია ახალგაზრდებმა ძალინ ბევრი იშრომონ, ძალიან მონდომებით იმუშავონ და შედეგიც აუცილებლად მოვა.

fcdinamo.ge

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში

"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია

შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში

პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო

ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა

ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან

ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა

[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია

ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა

"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა

ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო

ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო

"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"

უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს

"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი

U19 | საქართველო 2:2 ლატვია

ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა