13-16 ოქტომბერს ლატვიის დედაქალ რიგაში ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს პირველობა ტარდება
13-16 ოქტომბერს ლატვიის დედაქალ რიგაში ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა მსოფლიოს პირველობა ტარდება. ჩვენი გუნდები ამ შეჯიბრებისთვის თბილისში, სამბოს დარბაზში ემზადებოდნენ, სადაც დღეს ბოლო, ღია ვარჯიში გამართეს.

მას სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი, იმავდროულად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი თემურ გიორგაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე გია გალდავა, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელები - ემილ რაში და კობა ედიშერაშვილი ესწრებოდნენ.

ემილ რაშის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდების ტურნირში საქართველოს ღირსებას ლევან ბერძენიშვილი (48), გივი ნადარეიშვილი (52), ვახტანგ ჩიდრაშვილი (57), თორნიკე თათარაშვილი (62), ზვიად კაპანაძე (68), გიორგი პაპუნაშვილი (74), ლაშა ზურაბიანი (82), გიორგი ნოზაძე (90), მიხეილ ნარიმანიძე (100) და სლავა რეზესიძე (+100) დაიცავენ, ედიშერაშვილმა კი ჭაბუკთა ნაკრებში ამ შემადგენლობას უხმო: ლერი ბედინაძე (48), აბესალომ ვაშაყმაძე (52), თორნიკე მუზაშვილი (56), ოთარ გაბუნია (60), ბექა ტუღუში (65), მიხეილ მეზურნიშვილი (70), გიორგი ბიწაძე (75), რევაზ წულუკიძე (81), ალექსანდრე მილდიანი (87), გაგა ჯიხვაძე (+87). ერთი მონაწილე გვეყოლება გოგონებში - ახალგაზრდებში შორენა შარაძე (64) იჭიდავებს.

მოსალოდნელ ჩემპიონატს ოპტიმისტურად ხვდება თემურ გიორგაძე: "დარწმუნებული ვარ, რიგაში წარმატებით გამოვალთ. შედეგი აუცილებლად იქნება და მედლების ხარისხიც მაღალი უნდა იყოს, თუმცა ამაზე წინასწარ დაკონკრეტება ძნელია. მთავარია, ბიჭებმა მოსამზადებელი ეტაპი უმაღლეს დონეზე გაიარეს და განწყობაც კარგია.

ყველა წონაში გვყავს ისეთი ხალხი, ვისაც მედლის მოპოვება შეუძლია. რაც მთავარია, ტრავმა არავის აწუხებს. წარმატების პრეტენზია გუნდურ პირველობაშიც გვექნება. განსაკუთრებით - ახალგაზრდებში, სადაც ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი გაგვაჩნია. საამისოდ რუსეთის უძლიერეს გუნდთან მოგვიწევს დაპირისპირება, რაც, იმედია, ჩვენი გამარჯვებით დამთავრდება".

ოპტიმიზმთან ერთად, გალდავამ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, რომ ამ ბიჭების უმეტესობა სპორტში ქართული ჭიდაობიდან მოვიდა.

"ეს ახალგაზრდა სპორტსმენები სამბოში ქართული ჭიდაობიდან მოვიდნენ და საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებითაც გამოდიან. მჯერა, ახლაც ასე იქნება, თუმცა მათგან მედლებით განებივრებულნი ვართ და ქომაგთა ამბიციის დაკმაყოფილება ცოტა ძნელი იქნება. თუმცა მთავარი ისაა, რომ ორივე ნაკრებმა კარგად გაიარა მოსამზადებელი ციკლი და მზად არიან ამ ჩემპიონატისთვის".

გუნდები ხვალ დაამთავრებენ შეკრებას და საღამოს ლატვიაში გაფრინდებიან.

ისტორიული შედეგი - ქართველმა სამბისტებმა ევროპირველობაზე 13 მედალი მოიპოვეს
ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში" - სამბოს ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა