საქართველოს ნაკრების თავკაცმა საქართველო-საბერძნეთის ხვალინდელი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის F ჯგუფში, საქართველო-საბერძნეთის ხვალინდელ დაპირისპირების წინ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენცია გამართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ეროვნული გუნდის თავკაცმა განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელები მოედანზე მოსაგებად გავლენ.

"ერთ კვირაზე მეტია უკვე ბაზაზე ვიმყოფებით. კარგად მიდის მზადება. ბიჭები ელოდებიან ხვალინდელ თამაშს. დანარჩენი უკვე ხვალ გამოჩნდება.

ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ გამოვიდეთ და თამაში მოვიგოთ. შეიძლება ეს თამაში ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად არაფერს წყვეტს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს - ეს ნაკრების თამაშია. მართალია, ბერძნებს უფრო სჭირდებათ მოგება, რადგან ისინი პირველი ადგილისთვის იბრძვიან და გამარჯვება ძალიან უნდათ, მაგრამ ეს მატჩი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია", - განაცხადა თემურ ქეცბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ევროპის შესარჩევი ტურნირის F ჯგუფში 9 მატჩი გამართა და 10 ქულით მეხუთე ადგილს იკავებს, ბერძნებთან გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხე ადგილზე აინაცვლებს, თუკი ხვალვე ხორვატებს შინ ლატვიელების ძლევა არ გაუჭირდებათ.

საქართველო-საბერძნეთის ნაკრებების შეხვედრა ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 21:00-ზე დაიწყება.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. F ჯგუფი.

გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საბერძნეთი 9 6 3 0 12-4 21

2. ხორვატია 9 6 1 2 16-7 19

3. ისრაელი 9 4 1 4 11-11 13

4. ლატვია 9 3 2 4 9-10 11

5. საქართველო 9 2 4 3 6-7 10

6. მალტა 9 0 1 8 4-19 1

11 ოქტომბერი

საქართველო-საბერძნეთი

ხორვატია-ლატვია

მალტა-ისრაელი

Jigaro
რისი მომგები ხარ ქეცბაია... შენ ხომ არჩევანი არა გაქვს როგორიც ლატვიას.შენ ხომ ჩაგისვარეს იმედებში,არც ბერძნები გაახარეს.მალტასაც ორჯერ მოუგეს...ან ესტონელების არჩევანი გვეღირსა...სომხებზე ხომ აღარ ვლაპარაკობ!სირცხვილის გრძნობა გაქვს დაკარგული.არა ხარ შენ ნაკრების ღირსი, წადი შენი კიპროსულ აკადემიის ნაკრები დამოძღვრე.
Geo
malxazi ორი მატჩის შემდეგ თუ ჩავიქნევთ ხელს ეროვნულ ნაკრებზე, მაშინ მართლაც ისეთ ნაკრებს ვიმსახურებთ, რომელიც ლატვიასთან ორ მატჩში ერთ ქულას აიღებს.
უძლევი
ბერძნების გულის მოსაგებად გაყავს ბიჭები თემოს :D აბა შენ იცი თემო! მალტელების გული უკვე მოიგე, ლატვიელების გული მოიგე, ებრაელების გული მოიგე, ბერძნებიღა დაგრჩა და ეგ არის... ნუ ხორვატებს, ბოდიში რომ მოვუგეთ :(
malxazi
როგორი იმედით შევყურებდი საქართველოს ნაკრებს ლატვიასთან და მალტასთან თამაშის შემდეგ ფეხბურთისკენ გახედვა აღარ მინდა
nika
თემო ბერძნებთან მოსაგებათ რომ გახვალთ ფაქტია მაგრამ რის მოსაგებათ გახვალთ ფულის თუ ქულების ეს გამოჩნდება
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად