"ბარსელონას" სამწვრთნელო შტაბი მიიჩნევს, რომ შემადგენლობას კიდევ უფრო გაძლიერება არ აწყენდა
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" წელსაც არნახულად ძლიერად გამოიყურება, სამწვრთნელო შტაბი მაინც მიიჩნევს, რომ შემადგენლობას კიდევ უფრო გაძლიერება არ აწყენდა.

ესპანური პრესის ცნობით, კატალონიელებს უკვე ჰყავთ ამოღებული სამიზნეში კონკრეტული ფეხბურთელები. უპირველესად ლაპარაკია ბრაზილიური "ინტერნასიონალის" შემტევი ნახევარმცველის, 20 წლის ოსკარის შეძენაზე.

გარდა ცენტრალური შუახაზელისა მას თამაში მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია. ბრაზილიური პრესა თავის მხრივ წერს, რომ ნიჭიერ ფეხბურთელს "ბარსელონა" უკვე წელიწად-ნახევარია აკვირდება და მზადაა, "ინტერნასიონალს" ოფიციალური წინადადებით მიმართოს. ბრაზილიის ჩემპიონატში ოსკარმა წელს 17 შეხვედრაში 8 გოლის გატანა და 4 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო, რაც მის ტალანტს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

გარდა ბრაზილიური ბაზრისა, კატალონიელები სხვა ქვეყნებში მოთამაშე ფეხბურთელებსაც აკვირდებიან. ისინი იანვრისთვის ალბათ 4

მოთამაშეს მაინც შეიძენენ. sport.es-ის ცნობით, "ბლაუგრანას" სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ ხოსეპ გვარდიოლასთან ერთად მიმდინარე სეზონში გუნდის თამაშის ანალიზის დეტალური შედეგები დადო, სადაც აღნიშნულია, რომ "ბარსას" ყველაზე მეტად გაძლიერება დაცვაში სჭირდება, რადგან სწორედ ის უშვებს სხვა რგოლებზე მეტ შეცდომას.

უახლოეს დღეებში ეს პიროვნებები პრეზიდენტ სანდრო როსელთან გამართავენ შეხვედრას, სადაც ყოველ კანდიდატურას განიხილავენ და კლუბის სამოქმედო გეგმას დეტალურად შეიმუშავებენ.

სიახლეა ლიონელ მესის თავს. იმავე შპორტ.ეს-ის ინფორმაციით, კომპანია "ადიდასმა" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს ახალი ბუცებით ასპარეზობა შესთავაზა, რომელშიც სპეციალური ჩიპი იქნება ჩადგმული. არგენტინელმა გერმანელების შეთავაზებაზე უკვე საბოლოო თანხმობა განაცხადა.

ახალი ბუცებით ის ნოემბრიდან ითამაშებს. ჩიპიდან ყოველი თამაშის შემდეგ დეტალურ ინფორმაციას ამოიღებენ, თუ რა მანძილი დაფარა ფეხბურთელმა, რამდენჯერ შეეხო ბურთს, რამდენი იყო მისი მაქსიმალური სისწრაფე და ასე შემდეგ. გეტყვით იმასაც, რომ სექტემბერში მესიმ ექსპერიმენტის სახით სწორედ ასეთი ჩიპიანი სპორტული ფეხსაცმლით ითამაშა არგენტინისა და ნიგერიის ნაკრებების შეხვედრაში, თუმცა მას მერე "ადიდასმა" გამოგონება კიდევ უფრო დახვეწა.

"ბარსას" ყოფილმა ლიდერმა, 39 წლის ლეგენდარულმა რივალდომ, ვინც ამჟამად "სან პაულუს" ღირსებას იცავს, გაზეთ "მარკასთან" ინტერვიუში ყოფილი კლუბის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.

მისი თქმით, გვარდიოლას გუნდის თამაშის ყურება მას უზარმაზარ ესთეტურ სიამოვნებას ანიჭებს: "დღევანდელი "ბარსელონა" ფანტასტიკური გუნდია. მათი ყურება ერთობ სასიამოვნოა. ნამდვილად არ დავიშურებდი ფულს, რომ ამ გუნდის თამაშის ბილეთი მეყიდა.

ვერ გავრისკავ იმის თქმას, რომ ეს ყველა დროის საუკეთესო საფეხბურთო გუნდია, მაგრამ ისინი კლუბის ისტორიის განუმეორებელ ფურცელს რომ წერენ, ამაზე ალბათ არავინ შემედავება. ხანდახან უბრალოდ დაუჯერებელია ის ყველაფერი, რაც ამ ბიჭებს მოედანზე გამოსდით".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად