მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს განზრახული აქვს, ზამთარში რიკარდო კარვალიო გუნდიდან გაუშვას
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს განზრახული აქვს, ზამთარში რიკარდო კარვალიო გუნდიდან გაუშვასო, წერს ესპანური პრესა.

პორტუგალიელმა ცენტრალურმა მცველმა "გალაქტიკოებში" კარიერა დიდებულად დაიწყო, მაგრამ წელს შედარებით სუსტად გამოიყურება. მართალია, რიკარდო 6 ტურში 4-ჯერ ძირითადში იყო, მაგრამ ჟოზე მისით მაინც უკმაყოფილოა.

ყოველ შემთხვევაში ასეთი რამ წერია ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციაში. უკმაყოფილებას დაუმატეთ, რომ კარვალიოს კონტრაქტს ვადა 2012 წლის ივნისში ეწურება, გაითვალისწინეთ, რომ "რეალს" უკვე ჰყავს 19 წლის რაფაელ ვარანი, პლუს, რომ მისით დაინტერესებული ორი კლუბი უკვე გამოიკვეთა და მიიღებთ მოტივაციას, თუ რატომ უნდა სამეფო კლუბს მასთან გამოთხოვება.

რიკარდოს მთხოვნელთა შორის "ფენერბაჰჩე" და "ანჟი" სახელდებიან. ისინი მზად არიან გადაიხადონ ესპანელების მიერ მოთხოვნილი 8 მილიონი ევრო.

footballpress.net-ის ცნობით, კარვალიოს გარდა მოურინიოს მცირე ხნით, მაგრამ გუნდიდან ფაბიო კოენტრაოს მოშორებაც უნდა. წყარო ამტკიცებს, რომ მწვრთნელსა და შეგირდს შორის სერიოზული კონფლიქტი მძვინვარებს და მოურინიოს სიტუაციის გამწვავევების თავიდან ასარიდებლად იანვარში შეგირდის 6 თვით იჯარით გაშვება სურს.

სამეფო კლუბთან დაკავშირებულ მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ინგლისური "დეილი მეილი". ტაბლოიდის მტკიცებით, "ჩელსი" ამ დღეებში "რეალს" 15 წლის ვუნდერკინდის ხოსე ანხელ პოსოს ტრანსფერის თაობაზე მიმართავს.

"ლურჯები" მზად არიან თინეიჯერ თავდამსხმელში 500 ათასი ევრო გადაიხადონ. პოსოს რა ხანია აკვირდებიან "არსენალიც" და "მანჩესტერ სიტიც". თუმცა "ჩელსის" უპირატესობა ის არის, რომ მან მალაგის მკვიდრ ფეხბურთელს უკვე შესთავაზა პროფესიული კონტრაქტი, რომელსაც შეთანხმების შემთხვევაში ხოსე ანხელის არასრულწლოვნობის გამო მამა მოაწერს ხელს, ხოლო მის მშობლებს უკვე უშოვა სამსახური ლონდონში, სადაც ისინი სურვილის შემთხვევაში დასაქმდებიან.

"ასის" ცნობით, "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ბავშვთა კლუბ "კანილიასს" სადაც მისი შვილიც დადის, 8 ათასი ევრო აჩუქა მას მერე, რაც ჟოზე მარიო მოურინიომ მშობელს აცნობა, რომ შეჯიბრებაზე მისი რამდენიმე თანაგუნდელი იმიტომ ვერ მოდიოდა, რომ მათ მგზავრობის დასაფინანსებელი ფული არ ჰქონდათ.

ყველაფერი კი მას მერე დაიწყო, რაც პატარა მოუმ თანაგუნდელი ცრემლმორეულ დედასთან ერთად დაინახა და მათი მწუხარების მიზეზი შეიტყო. "მოურინიოს მიერ გაკეთებული კეთილი ჟესტი მის ადამიანობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. სინიორ ჟოზეს წამითაც არ უყოყმანია, როცა გაიგო, რომ მისი შვილის მეგობრების მშობლებს ელემენტარული ფინანსური პრობლემები ჰქონდათ," - განუცხადა "ასს" "კანილიასის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მანუელ ალვარესმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად