დღეს, იტალიის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიის უმთავრეს გუნდს უმასპინძლებს და ამით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპსაც დაასრულებს
დღეს, იტალიის ეროვნული ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიის უმთავრეს გუნდს უმასპინძლებს და ამით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპსაც დაასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა სატურნირო ინტრიგას მოკლებულია, მაგრამ აპენინელ ჟურნალისტებში მაინც ცხოველ ინტერესს იწვევს. ყველას აინტერესებს, როგორ დაასრულებს ციკლს "სკუადრა აძურა" და ვის დააყენებს ძირითად შემადგენლობაში ჩეზარე პრანდელი.

ცალკე სალაპარაკო თემაა პაბლო ოსვალდო, რომელიც თავის დებიუტს ელოდება იტალიის ნაკრებში და ერთი სული აქვს, როდის გავა მინდორზე. ჯერ პრანდელის გადავცეთ სიტყვა, შემდეგ კი ოსვალდოს თემასაც მივუბრუნდებით:

"შესარჩევი ეტაპი აუცილებლად გამარჯვებით უნდა დავასრულოთ და საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ. მთლიანობაში, განვლილი ბატალიებით კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ შესარჩევის პირველი შეხვედრიდან დღემდე უდიდესი პროგრესი განვიცადეთ.

დღეს, იტალიის ნაკრები გაცილებით უფრო ახლოა იმ გუნდთან, რომელიც მე მსურდა რომ მეხილა. უკვე ტოლსწორად ვეპაექრებით თანამედროვეობის საუკეთესო გუნდებს, მაგალითად ესპანეთს და გერმანიას. რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიასთან პაექრობას, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, რათა სხვა ფეხბურთელებსაც დავაკვირდე და სხვადასხვა ვარიანტები გამოვცადო".

ჩეზარე პრანდელიმ იმ გეგმების შესახებაც ისაუბრა, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე აქვს გაწერილი: "არაერთ ამხანაგურ პაექრობას გავმართავთ და ვეცდებით, რომ შემადგენლობა კიდევ უფრო შევათამაშოთ. ბურთის კიდევ უკეთესად კონტროლია საჭირო და ამ კომპონენტზე გამუდმებით ვმუშაობთ.

ამასთან, სერია A-ს თითოეული ტურის თითოეულ პაექრობას ყურადღებით შევისწავლით და შევეცდებით, რომ ახალი ფეხბურთელები აღმოვაჩინოთ. მთავარია, რომ ევროფორუმზე დაბალანსებული შემადგენლობით გავემგზავროთ, რომელიც ტურნირს ფიზიკურად კარგად მომზადებული შეხვდება".

ზემოთ დაგპირდით, რომ ოსვალდოს თემას მივუბრუნდებოდით და ეს საქმე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. არგენტინელმა თავდამსხმელმა პირველად მიიღო მიწვევა იტალიის ეროვნულ ნაკრებში, დათანხმდა და სერბეთში "აძურასთან" ერთად გაემგზავრა. მართალია, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ სავარაუდოდ, მისი დებიუტი სწორედ დღევანდელ პაექრობაში შედგება.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ოსვალდოს გაიტალიელებას აპენინებზე ცუდად შევხვდნენ და ეს თემა დღეს პრესაშიც ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია. ერთ-ერთ წინა ნომერში გაგაცანით თუ როგორ გააკრიტიკა ჩეზარე მალდინიმ მისი სეხნია და დასძინა, არ მესმის რატომ იძახებს არგენტინელს, როდესაც მასზე უკეთესო ფორვარდები თავზე საყრელად გვყავსო.

პრანდელიმ მალდინის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ როდესაც ნახევარი ქვეყანა გადაგიდგება, გინდა, არ გინდა, კომენტარი მაინც უნდა გააკეთო. პრანდელიმ თავისი სათქმელი უკვე თქვა, მაგრამ სანამ სიტყვას გადავცემდეთ, ოსვალდოს გაიტალიელების კიდევ ერთ მოწინააღმდეგეს, მარჩელო ლიპის მოვუსმინოთ:

"ჩეზარე პრანდელის "აძურა" ძალიან მომწონს და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუნდი უმაღლეს მიზნებს მიაღწევს. რაც შეეხება იტალიის ნაკრებში პაბლო ოსვალდოს გამოძახებას, ჩემი აზრით, პრანდელის საქმეებში არ უნდა ჩევრიოთ და მას სრული თავისუფლება უნდა მივცეთ.

თუმცა, პირადად მე პაბლოს არ გამოვიძახებდი, რადგან ის იტალიელ თავდამსხმელებს არაფრით ჯობია. შესაძლოა ვინმემ კამორანეზის გამოძახება გამახსენოს, მაგრამ შეგახსენებთ, რომ მაურომ "აძურაში" გამოძახება მხოლოდ მას შემდეგ დაიმსახურა, როდესაც წლები გაატარა იტალიაში და კალჩოსთან სრული ადაპტაცია გაიარა".

ლიპიმ ერთობ მოულოდნელი განცხადება გააკეთა, რითიც შესაძლოა გულშემატკივართა გულების მოგებასაც ცდილობს. ტიფოზებმა შეძლეს და ჩააღწიეს სერბეთში, სადაც ოსვალდოს სპეციალური ბანერი გამოუკიდეს წარწერით: "არ გერჩით, მაგრამ სხვა ხარ"... ამით, ტუფოზებმა ერთგვარი ტაქტი დაიცვეს, მაგრამ მეორე მხრივ, ოსვალდოს გაიტალიელებასთან დაკავშირებით მკაფიო უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს.

საერთოდ, იტალიაში ასეთ ფაქტებს საკმაოდ მტკივნეულად იღებენ - მათ ჯერ კიდევ ვერ მიიღეს ტიაგო მოტა და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ინტერის" შუახაზელმა სლოვენიის ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვების გოლი გაიტანა.

ამასთან, მოტა ძალიან ხშირად იმეორებს იმას, რომ წინაპრები აპენინელები ჰყავს და თავსაც იტალიელად თვლის, თუმცა საქმეს არც ეს შველის. ცალკე სალაპარაკო თემაა კრისტიან ლედესმა, რომელმაც თავისი სადებიუტო შეხვედრა იტალიის ნაკრებში პირწმინდად ჩააგდო - მიზეზად კი შემდეგი განაცხადა: ასეთი ობსტრუქციის ფონზე წარმატებით თამაში შეუძლებელიაო. რა ბედი ელის "აძურაში" პაბლო ოსვალდოს, რთული სათქმელია - თუმცა, პრანდელი ოპტიმისტურ კომენტარს აკეთებს:

"ოსვალდო შესანიშნავი ფეხბურთელია, კარგი საგოლე ალღო აქვს და უბურთოდაც ბევრს მოძრაობს. ამასთან, ჯერ მხოლოდ 25 წლის არის

და კიდევ დიდ ხანს ითამაშებს უმაღლეს დონეზე. რაც შეეხება მის წარმომავლობას, ამაზე საუბარი XXI საუკუნეში უბრალოდ სასაცილოა. ასეთი რამ უკვე აღარსად ხდება და მხოლოდ ჩვენ ვართულებთ ყველაფერს. რა მნიშვნელობა აქვს სად დაიბადა და სად გაიზარდა ადამიანი - თუ მას ქვეყნის პასპორტი აქვს, ნაკრებში თამაში სურს და იმსახურებს კიდეც, ეს შანსი აუცილებლად უნდა მივცეთ".

პრესასთან კომენტარი თავად ოსვალდომაც გააკეთა: "კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ თავს იტალიელად ვთვლი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცოლი მყავს აქაური და შვილები, რაც ვფიქრობ საკმარისია იმისთვის, რომ თავი აპენინელად მივიჩნიო. სერბეთთან თამაშის წინ, ჰიმნიც ვიმღერე, რაც ალბათ ბევრს არ შეუნიშნავს. ერთადერთი რამ მინდა, "აძურას" გამოვადგე და ტიფიზებს თავი შევაყვარო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
ოფიციალურად: ბერგამოს "ატალანტა" სარის ჩააბარეს
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
"ყველა სამართლიანად გვაკრიტიკებს" - გიულერი აშშ-სთან გამარჯვების შემდეგ
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს