მაშინ, როდესაც ედინსონ კავანი ურუგვაიში იმყოფებოდა ეროვნული ნაკრების დასახმარებლად, მისი ნეაპოლური ბინა გაქურდეს
მაშინ, როდესაც ედინსონ კავანი ურუგვაიში იმყოფებოდა ეროვნული ნაკრების დასახმარებლად, მისი ნეაპოლური ბინა გაქურდეს და სახლიდან პრაქტიკულად ყველაფერი გაიტანეს, რასაც კი ფასი ედო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქურდებმა "ნაპოლის" ორი მაისურიც გააყოლეს ხელს, ფეხბურთელს კი შემდეგი შინაარსის წარწერა დაუტოვეს:

"ძალიან დიდ პატივს გცემთ, ჩვენ თქვენი გულშემატკივრები ვართ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა დუხჭირმა ცხოვრებამ გვაიძულა. ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ზარალი თქვენ ეკონომიურ მდგომარეობას ძალიან არ დაამძიმებს და ზარალს პირველივე ხელფასზე აინაზღაურებთ".

დიახ, აი ასეთი ტექსტი დახვდათ კავანის სახლში შესულ კარაბინიერებს, რომლებმაც ქურდებს ვერ მიუსწრეს. აღნიშნულმა ამბავმა ცნობილი იტალიური ფილმი: "ოპერაცია წმინდა იანვარიუსი" გაგვახსენა, სადაც მოქმედება ასევე ნეაპოლში ხდება, ქურდები კი თავიანთ წმინდანს სწორედ იმ მოტივით ძარცვავენ, რომ ამით მის დიდებას მაინც არაფერი დააკლდება, თვითონ კი მძიმე ცხოვრებას დააღწევენ თავს. მოკლედ, ნეაპოლი არ იცვლება.

ტირინოს ავტობუსი ავარიაში მოყვა

"ვერონასთან" გასვლითი პაექრობის შემდეგ, "ტორინოს" ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, ამ საგზაო ინციდენტს კი ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტობუსს საპირისპირო გზიდან მომავალი მსუბუქი ავტომობილი შეასკდა, რომელმაც თავის მხრივ მას შემდეგ შეიცვალა მიმართულება, რაც უკნიდან ყველგანმავალი ავტომობილი დაეჯახა - შედეგად, მსუბუქი მანქანა მთლიანად დაილეწა, შიგ მჯდომი სამი ადამიანიდან კი ორმა ადგილზე განუტევა სული. რაც შეეხება მესამეს, უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა ავტობუსში მყოფთაგან, ანუ გუნდის წევრები ინციდენტიდან უვნებელნი გამოძვრნენ. ავარიაში დამნაშავედ ყველგანმავალი ავტომობილის მძღოლი სცნეს, რომელიც მიიმალა ინციდენტის ადგილიდან და დღემდე იძებნება.

"ტირინოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ფეხბურთელები შოკირებულნი არიან მომხდარით, კლლუბის მესვეურებმა კი შესაძლოა "ლეგა კალჩოს" მომდევნო მატჩის გადადება მოსთხოვონ, რითაც პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსნოვნას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...