ერენის ფანტასტიკურმა გოლმა ინგლისურ და იტალიურ კლუბებს ინტერესი აღუძრა
ერენ დერდიოკისთვის ეს სეზონი ნორმალურად დაიწყო: "ლევერკუზენის" მთავარი მწვრთნელი რობინ დუტი 23 წლის შვეიცარიელს თავიდან ძირითად შემადგენლობაში ათამაშებდა.

მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი ვერაფერი გააკეთა, მოგვიანებით სათადარიგოთა სკამზე გადასვა. ბუნდესლიგის წინა ტურში კი, ერენმა "ვოლფსბურგთან" მატჩში, რომელიც ლევერკუზენელებმა 3:1 მოიგეს, ისეთი გოლი გაიტანა, რომ საფეხბურთო გერმანია მთელი კვირა ამ გოლზე ლაპარაკობდა და დერდიოკსაც იმის იმედი მიეცა, რომ დუტი სასტარტოში დააბრუნებს. ულამაზესი მაკრატელათი გატანილმა გოლმა ახალგაზრდა შვეიცარიელს ერთი რამ უკვე მოუტანა: დერდიოკს მთხოვნელების რიგი დაუდგა.

ჩვენი კოლეგების ინფორმაციით, ერენის გადაბირება უკვე რამდენიმე ინგლისურ და იტალიურ კლუბს უნდა. ბრიტანული გაზეთი "სანი" წერს, რომ დერდიოკით "ტოტენჰემი" და "ნიუკასლი" ყველაზე მეტად არიან დაინტერესებულები და იანვრისთვის "ლევერკუზენს" საკმაოდ კარგ შეთავაზებას უმზადებენ. იტალიური "გაძეტა დელო სპორტი" კი იუწყება, რომ 23 წლის შვეიცარიელის ყიდვას "უდინეზეც" ეცდება. ცნობილია, რომ დერდიოკზე "იუვენტუსის", "ინტერის" და "ნაპოლის" ბოსებიც ფიქრობენ.

"ის ამბავი, რომ ერენს სკაუტები აკვირდებიან, ახალი არ არის და არც მიკვირს, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელია. ფაქტი ის არის, რომ ოფიციალური წინადადებით ჯერ არავის მოუმართავს. იმასაც დავამატებ, რომ ჩვენ დერდიოკის გაშვებაზე არ ვფიქრობთ," - ამბობს "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა