ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

თემურ ქეცბაია: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია

თემურ ქეცბაია: უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია

საქართველოს ეროვნული გუნდის თავკაცი გუნდის გადახალისებაზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს
დღეს "მიხეილ მესხზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს და ევრო 2012-ის შესარჩევ ციკლს დაასრულებს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ გუშინდელ პრესკონფერენციაზე სამატჩო სამზადისზე ილაპარაკა.

- ერთი კვირაა, რაც ნაკრები ემზადება, ბიჭები ხვალინდელ მატჩს განსაკუთრებულად ელიან. ვფიქრობ, ისინი კარგად არიან მომზადებულები. არ აქვს მნიშვნელობა, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დავკარგეთ თუ არა, ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. ბერძნებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ, ისევე, როგორც ჩვენ. შეიძლება, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანიც იყოს მატჩი, რადგან უნდა დავამტკიცოთ, რომ კარგად თამაში შეგვიძლია.

- შესაძლოა, უკან გაბრუნებთ, მაგრამ ითქვა, თითქოს ნაკრების ხელმძღვანელობა გუნდის გადახალისებას აპირებს.

- არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ხვალ თამაშია და მერე რაც გინდათ, მკითხეთ.

- დამაინც, თქვენ გსურთ ვეტერანების დაცვა?

- რა გინდათ, გითხრათ, რომ შეხვედრის შემდეგ ნახევარ ნაკრებს აღარ მოვიწვევ? გითხარით, ამაზე მატჩის შემდეგ ვილაპარაკოთ, ახლა ნაადრევია ამაზე მსჯელობა.

- მაშინ ვეტერანებზე ვილაპარაკოთ - ნაკრებს ის ხალხი აღარ სჭირდება, რომელზეც ახლა გუნდი დგას?

- წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა და დღეს ამაზე ვილაპარაკოთ.

- სატურნირო თვალსაზრისით, ეს მაინც უმნიშვნელო მატჩია და ტაქტიკურ ცვლილებებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

- ბევრს არაფერს შევცვლით. მაგრამ, როგორ არის უმნიშვნელო, ბოლოდან მესამე ადგილს დავიკავვებთ თუ მეორეს? არ ვიცი, მატჩი როგორ დასრულდება, მაგრამ მე მაინც წარმატებულად ვთვლი ციკლში ნაკრების გამოსვლას, წინასთან შედარებით პროგრესი ნამდვილად იყო.

- რა მდგომარეობაა ამჟამად გუნდში?

- კმაყოფილი ვარ, მიმაჩნია, რომ ბიჭები კარგად მოემზადნენ და მობილიზებულები არიან, რათა გულშემატკივრები გაახარონ. ძალიან სერიოზული მეტოქე გვყავს, რომელმაც ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდა და ახლა პირველის დაკავებას ცდილობს. ძნელი მატჩი გველის, მაგრამ იმედია, ქომაგებს გავახარებთ.

ამის შემდეგ ქეცბაია ჩვენს ბერძენ კოლეგებს მშობლიურ ენაზე ელაპარაკა, ბოლოს კი თავადვე თარგმნა:

- მკითხეს, რატომ ვეღარ გააგრძელეთ თამაში ისევე კარგად, როგორც დაიწყეთო. ვუთხარი, რომ თავიდან მეორე ნომრად ვთამაშობდით და ფავორიტად არავინ აღგვიქვამდა, მერე მოგება და პირველ ნომრად თამაში რომ დაგვჭირდა, გაგვიჭირდა, ამის ძალა არ აღმოგვაჩნდა. მაინც მიმაჩნია, რომ ბოლო წლებში ასეთი წარმატებული ციკლი არ გვქონია, საუკეთესო თამაში კი ლატვიასთან ვაჩვენეთ და არ გაგვიმართლა, სწორედ ამან გამოიწვია შემდგომ მატჩში ვერმოგება და ცუდი ატმოსფერო. ლატვიასთან რომ მოგვეგო, დარწმუნებული ვარ, მალტასთან არ გაგვიჭირდებოდა.

მაინც კმაყოფილი ვარ, რომ ჯგუფში ერთბურთიან სხვაობაზე მეტით არავის მოუგია და იოლი მეტოქე არ ვყოფილვართ. ჩვენ ყველას შანსი მივეცით და ვერავინ იტყვის, რომ თავის გამოჩენის საშუალება არ ჰქონდა. იმედია, მალე ახალი ხალხი დაგვემატება, სხვებიც გამოჩნდებიან და შემდეგ ციკლს ევრო 2016-ისთვის მოსამზადევლად გამოვიყენებთ. ევროპის ჩემპიონატზე 24 გუნდი გადის და იქნებ, ფინალურ ეტაპზე გასვლა მოვახერხოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gvanca

ეს რა უბედურეება გააგდონ რა ეს საწყალი ან მტლიანად ნაკრები დაითხოვონ ამ სირცხვილს ნუღარ გვაყურებინებენ

• zviadi

ქართულ ფეხბურთთან ერთად მივდივარ საიქიოში.

• tengo6

zviadi სად დაიკარგე? :)

• zviadi

დანიშნეთ ძოძუაშვილი ნაკრების მწვრთნელად თქვე მაფიოზა ნაძირლებო

• უძლევი

დღეს ბერძნებს უნდა დავაფშვნიტოთ ფეტა თავზე! ჰა, რავარი ხმამაღალი განცხადება გავაკეთე?! მარცვალი და თაგვი დაარბევენ პლატონსა და არისტოტელეს! წინ წარმატებულ მეოთხე ადგილისკენ! დომენტია და ქეცბა არიან ჩვენი ფეხბურთის გენერლები!დიმპიტაური, დამპიტაური! რაც მაგრები ვართ, ქაეთველები ვართ! აეეე!!!

• shoda

ბოლოდან მეორე ჯობია! მალტას რა ვუთხარი, მაგრად შეგვიშალა ხელი, თორემ პირველს დავიკავებდით და ქეცბიას მსოფლოს საუკეთესო მწრთვნელად დაასახელებდნენ. ჩაგვივარდა კოვზი ნაცარში!

• daviti

რაღა უნდა თქვა კაცმა,თურმე ციკლში საუკეთესო თამაში ლატვიასთან გვითამაშია და არ გაგვიმართლა და ამიტო ვეღარ მოგვიგია მალტასთანაც,შენს ნაკრებზე რომ არ კითხულობდე ამას გულიანად გაიცინებდი კაცი,მაგრამ ამათ ხელში რომ უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი კიდე დიდხანს სასაცილოდ ნამდვილად არ გვაქვს საქმე.

"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს

რამაზ სვანაძე:  დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ

ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...

U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა

"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა

[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს

აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ

ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს

მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება

შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება

მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით

"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს