მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასამართ საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრები ბილეთის მინიმალური ფასი 10 ლარია!

საბედნიეროდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ბანაკში გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა და ჩვენი დანაკლისი მეტად აღარ გაზრდილა. თემურ ქეცბაიამ გუნდი "მიხეილ მესხზე" სრული დატვირთვით ავარჯიშა და, ერთი შეხედვით, ჩვენი ნაკრების წევრებს განწყობა და შემართება არ დაეწუნებათ.

ქეცბაია ძირითად 11 და სათადარიგო 7 ფეხბურთელს ამ შემადგენლობიდან შეარჩევს:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("ანჟი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი"), კონსტანტინე სეფიაშვილი ("გაგრა");

მცველები: კახა კალაძე ("ჯენოა", იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი ("ქაისერისფორი", თურქეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), აკაკი ხუბუტია ("სამსუნსფორი", თურქეთი), უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), ალექსანდრე კვახაძე ("მეტალურგი");

ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი ("ჰერტა", გერმანია), ჯაბა კანკავა ("კრივბასი", უკრაინა), დავით თარგამაძე ("ოლექსანდრია", უკრაინა), ალექსანდრე გურული ("კარპატი", უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი ("ზესტაფონი"), ირაკლი მაისურაძე ("მეტალურგი"), ალექსანდრე კოშკაძე ("დინამო"), მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი");

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი ("კარლსრუე", გერმანია), ვლადიმერ დვალიშვილი ("მაკაბი" ჰაიფა, ისრაელი), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია).

დღევანდელი საღამოს მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილსაც გაგახსენებთ - ლევან კობიაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მეასე მატჩს ჩაატარებს!

შეგახსენებთ, ჯგუფში მეოთხე ადგილის დასაკავებლად მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება, საბერნეთს კი პირველობისა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის გასაფორმებლად ფრეც ჰყოფნის.

ბილეთის ფასს კი გვერდს ვერც ახლა ავუვლით - სტადიონზე მოხვედრის მინიმალური ფასი 10 ლარია, რაც, პირდაპირ ვთქვათ, უინტრიგო მატჩისთვის ნამეტანია!

სწორედ ამის გამო, სამწუხაროდ, ვეჭვობთ, ლევანს კუთვნილი აპლოდისმენტი მრავალათასიანმა პუბლიკამ მიუძღვნას.

შეხვედრა 21 საათზე დაიწყება და მას იტალიელი დანიელე ორსატო განსჯის, მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს შინ დარჩენილები "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერით იხილავენ.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. F ჯგუფი.

სატურნირო ცხრილი

თ მ ფ წ ბ ქ

1. საბერძნეთი 9 6 3 0 12-4 21

2. ხორვატია 9 6 1 2 16-7 19

3. ისრაელი 9 4 1 4 11-11 13

4. ლატვია 9 3 2 4 9-10 11

5. საქართველო 9 2 4 3 6-7 10

6. მალტა 9 0 1 8 4-19 1

დღეს:

საქართველო-საბერძნეთი

ხორვატია-ლატვია

მალტა-ისრაელი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

state
ბბ კინგ მართალი ხარ ძმაო... ანალოგიურ მდგომარეობაში ვარ.... 5 ლარი რომ ღირდეს სამნი წავიდოდით ერთად, 10 ლარი ღირს და............ ბოდიში ბიჭებთან
chesniakov
ვისაც შესვლა გინდატ უფასოდ მიდით სტადიონზე ცოტა ადრე ფანკლუბია "ჯვაროსნები" და უთხარით გვინდა გაწევრიანება და შეხვალთ უფასოდ
Gela
გახსოვთ რამდენი ხნის წინ გითხარით მინიმუმ 10 ლარი იქნება ბილეთის ფასი მეთქი? :D:D:D
bb king
აღარ მახსოვს ბოლოს ნაკრების რომელი თამაში გავაცდინე. საქართველო-იტალიაზე პირდაპირ ქორწილიდან გავიქეცი. და ამ მატჩზეც სიამოვნებით წავიდოდი ბილეთის ფასი 3-5 ლარი რომ იყოს, სამწუხაროდ ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, არ შემიძლია ბილეთში 10 ლარის გადახდა. პრინციპული თამაში რომ იყოს კიდევ ვისესხებდი, მაგრამ არ მესმის რატომ უნდა ვისესხო როცა ამ თამაშს პრესტიჟის თამაშიც არ ქვია და ასეთ გაჭირვებულ ქვეყანაში 10 ლარს ადებენ ბილეთს. მითუმეტეს იციან რომ ხალხი არ მივა... ვერაა ჩვენი ფედერაცია, არ შეგრცხვათ საქართველო-ლატვიაზე ნახევრად ცარიელი რომ იყო სტადიონი? როგორ ფიქრობთ ბიჭებზე მაგან არ იმოქმედა ფსიქოლოგიურად? იმ პრინციპულ მატჩზე ვერ მივიდა ხალხი 10 ლარი რო ღირდა და ახლა ვინღა მივა? მივლენ ის თქვენი 30 ლარიანი ბილეთის მყიდველები და სემიჩკის ჭამას დაიწყებენ გულშემატკივრობას კი არა... მაინც და მაინც ხორვატიის თამაში უნდა იყოს რო ეცადოთ ხალხის სტადიონზე მიყვანას? თურქეთის ამხანაგურზე 1 ლარი ღირდა და გაივსო სტადიონი, არ მოვუგეთ თურქებს? თუ მე შენ გეტყვი ხორვატიაზე ნაკლები გუნდია თურქეთი... ნაკრებს ხალხი ჭირდება და ნუ ცდილობთ ხალხის მოცილებას სტადიონიდან!
GIA
საამაყო არაფერი აღარ შეგვრჩა. თავს იმითი ვინუგეშებ რომ იქნებ მომავალმა თაობამ თქვას თავისი სათქმელი.დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის არაფერს არ წყვიტავს ბერძნებისთვის კი ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.ჩემი პროგნოზი ფრე.
state
სირცხვილია საქართველო - რუსეთის რაგბს 3 ლარად უყურო და საქართველო - საბერძნეთს ფეხბურთს 10 ლარად...
zura
ქეცბა ბევრს ნუ ახურებ რა,ესტონეთს ვინ ყავს ფეხბურთელები? სომხეთს ვინ ყავს ფეხბურთელები? მაგრამ რას მიახწიეს ამ შესარჩევში ხომ ჩანს,შენ მოტივაცია და შემართება ვერ შეძინე ნაკრებს რაც მწვრთნელის მთავარი საქმეა,ვერ გაქაჩე რა ერთი სიტყვით!!!
zura
ცხრილს დააკვირდით,ჩვენ ნაკრებს ლატვიასთან რომ მოეგო და მერე მალტასთან დღევანდელი მოგებით ხორვატიას გაუთანაბრდებოდა ქულებით...
"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა