ბერძენთა ნაკრების თავკაცის თბილისური დაბადების დღე: იღბლიანი თუ დანავსული?
საბერძნეთის ეროვნული ნაკრები თბილისში გუშინ, ნაშუადღევს ჩამოფრინდა და სასტუმრო "რედისონში" დაბინავდა. მეტოქეს ჟურნალისტთა მრავალრიცხოვანი გუნდი ჩამოჰყვა - საბერძნეთისთვის უმნიშვნელოვანეს მატჩს თბილისიდან დაახლოებით 50 მედიელი გააშუქებს.

ამას გარდა, "მიხეილ მესხზე" სტუმართა გუნდს 150-მდე ბერძენი გულშემატკივარი უქომაგებს, რომელთაგანაც ნაწილი თბილისში გუშინ ჩამოვიდა, ნაწილი კი - საქართველოში მომუშავე ბერძენია.

საბერძნეთის ეროვნული გუნდის თავკაც ფერნანდუ სანტუშის პრესკონფერენცია გუშინ საღამოს "მიხეილ მესხის" ახალ დარბაზში გაიმართა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჯერ ქართველ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა, შემდეგ კი ბერძენთა ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა.

- თქვენი ტაქტიკა თბილისში ფრეზე ხომ არ იქნება ორიენტირებული?

- ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაა, ამასთანავე, თითოეულ მატჩში მხოლოდ გამარჯვებას ვგეგმავთ და ასეა ახლაც. თბილისში საკმაოდ რთული შეხვედრა გველის, დიდი მობილიზება და ბრძოლა დაგვჭირდება იმისთვის, რომ აქ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. რაკი ფინალურ ეტაპზე გასასვლელად ფრეც გვყოფნის, უკმაყოფილო არც ამ შედეგით დავრჩებით.

- როგორ დაახასიათებთ საქართველოს ნაკრებს?

- საკმაოდ ძლიერი და დისციპლინირებული გუნდია, რაც თემურ ქეცბაიას დამსახურებაა. მან ბევრი იშრომა იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრები ანგარიშგასაწევ ძალად ექცია. ამ გუნდს ძლიერი მეტოქეების დამარცხება რომ შეუძლია, ეს წინა მატჩებშიც დაამტკიცა.

- იყო თუ არა ლოგიკური შედეგი საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრების პირველ შეხვედრაში დაფიქსირებული ფრე?

- ალბათ, იყო, თუმცა ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ ახლა უკეთესი გუნდი გვყავს, ვიდრე ერთი წლის წინ.

სანტუშმა ბოლოს ბერძენ ჟურნალისტებს შეახსენა, დღეს ჩემი დაბადების დღეაო და მანაც და მასმედიის წარმომადგენლებმაც ერთმანეთს უსურვეს, მწვრთნელის საიუბილეო თარიღი ერთმანეთისთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლით მიელოცოთ.

საბერძნეთის ნაკრების ვარჯიში მედიისთვის თავიდან ბოლომდე ღია იყო, მაგრამ ალბათ სწორედ ამის გამო იყო, მოედანზე საინტერესო რომ არაფერი მომხდარა. წვრთნის ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში ორად გაყოფილი ბერძნები ჩვეულებრივი "კვადრატით" ხალისობდნენ, ბოლოს კი ნახევარ მოედანზე ორკარა მხოლოდ რამდენიმე წუთით გააჩაღეს.

შეგახსენებთ, საბერძნეთის ნაკრებს თბილისში დისკვალიფიკაციის გამო გიორგიოს სამარასი, იანის ზარადუკასი და ავრამ პაპადოპულოსი ვერ დაეხმარებიან, ხოლო ვასილის ტოროსიდისი და სოტირის ნინისი ტრავმირებულნი არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gia
რათქმაუნდა ეს თამაშიც იმ საზიზღარ და ამაზრზენ თამაშებისგან განსხვავებული არ იქნება არც ხარისხით და არც შედეგით.სანტუშის მასხარად აგდება და ცინიკოსობაღა გვაკლდა.ჩვენ ჩვენი არ გვეყოფა,რომ ასეთი უნიჭო თაობის ფეხბურთელები და ასეთი არაკვლიფიციური ტრენერი გვყავს(რომელზეც რატომღაც ცრუ აურაა შექმნილი თითქოს მაგარი ტრენერია)ვაი ჩვენს პატრონს!!!
kela
dges berdznebs asiani mougebt,imito ro mtavari fexburtelebi ar kavt,egeni freze aackoben tamashs
ramo
დელიკატურად გვითხრა მოგიგებთ უეჭველიო.სინამდვილეში თქვა ფარჩაგები ხართო.
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად