გასულ უქმეებზე გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრმა მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირს უმასპინძლა
გასულ უქმეებზე გლდანის ოლიმპიური მზადების ცენტრმა მსოფლიოს ჩემპიონ მიხეილ სალაძის სახელობის ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც უცხოელებიც მონაწილეობდნენ - სომხეთის გუნდი და რამდენიმე მოზარდი ჩრდილო ოსეთიდან.

ჩვენი ნაკრებისთვის ეს საგაისო სეზონისთვის მზადების პირველი ეტაპი იყო - ასაკობრივი ცენზის გამო გუნდი მნიშვნელოვნად გადახალისდება და მისი ხელმძღვანელობა აქედანვე იწყებს ზრუნვას ახალი სახეების გამოვლენაზე. თუმცა ნაკრებში კვლავაც რჩება რამდენიმე სპორტსმენი, რომლებიც წლეულს სადებიუტო სეზონს ატარებდნენ - ბაკურ გოგოლი (54), გიორგი ტოტიკაშვილი (58), ბექა კანდელაკი (100), ოღონდ ამ ტურნირზე პირველმა ორმა ზედა წონაში იასპარეზა. არაა გამორიცხული, მათ შეიცვალონ კიდეც წონითი კატეგორია, რაც ამ ასაკში ჩვეულებრივი ამბავია.

ერთი სიტყვით, ეს მნიშვნელოვანი შეჯიბრება იყო, როგორც ძველების, ასევე - ახლებისთვის. ცხადია, ახალი სახეებიც საკმაოდ გამოჩნდნენ. ბუნებრივია, ნაკრებში მოხვედრამდე მათ კიდევ დიდი გზის გავლა და საკმაოდ ბევრ შეჯიბრში თავის გამოჩენა მოუწევთ, თუმცა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.

შეჯიბრებამ ჩვეულებრივად დაძაბულ ატმოსფეროში ჩაიარა და სპორტული ოჯახების ტრადიციების გაგრძელებაც ვიხილეთ. კონკრეტულად, 85 კილოგრამში, სადაც ვიცე-ჩემპიონი სახელოვანი მწვრთნელის დავით დავითაიას შვილიშვილი ნიკოლოზ გახელაშვილი გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ახლო წარსულში ეროვნული ნაკრების წევრის, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ჯინჭველაშვილის შვილმა, ასევე გიორგი ჯინჭველაშვილმა მოიპოვა. თავად მიხეილ სალაძის სახელობის სპეციალური პრიზი კი 100 კილოგრამში გამარჯვებულ ბექა კანდელაკს გადაეცა.

კვარცხლბეკი

42 კგ. 1. დავით ჩხარტიშვილი; 2. იური ლომიძე (ორივე - ოზურგეთი); 3. ვარლამ კვარაცხელია (ხობი), იავენგო რიწაძე (გარდაბანი).

46 კგ. 1. შავაძე ირაკლი (ბათუმი), 2. ლეონ კარაპეტიანი, 3. ხოსროვ ადამიანი (ორივე - სომხეთი), კახა ირემაძე (ოზურგეთი).

50 კგ. 1. ფელიქს იერიტისიანი (სომხეთი), 2. ბექა ბალანჩივაძე (წყალტუბო), 3. გიორგი მელია (სამტრედია), მინდია მახარაძე (ხულო).

54 კგ. 1. ბაკურ გოგოლი (სენაკი), 2. არმენ ვართანიანი (სომხეთი), 3. გიორგი ხუჭუა, აკაკი ჩანჩიბაძე (ორივე - ოზურგეთი).

58 კგ. 1. გიორგი ტოტიკაშვილი (გარდაბანი), 2. თემურ კვაჭაძე (ოზურგეთი), 3. სულიკო ვახტანგაძე (სამტრედია), სტეფან გოჩინიანი (სომხეთი).

63 კგ. 1. გელა ბოლქვაძე (ბათუმი), 2. გურგენ გრიგორიანი (სომხეთი), 3. ირაკლი თარხნიშვილი (გარდაბანი), გიორგი ჯაფარიძე (ოზურგეთი).

69 კგ. 1. გიორგი ჩხარტიშვილი (ბათუმი), 2. დავით გოგიძე (ქუთაისი), 3. ოვანეს გრიგორიანი (სომხეთი), ნუკრი შავაძე (ბათუმი).

76 კგ. 1. ალექსი ტყებუჩავა (თბილისი), 2. გიორგი დარჩია, 3. გიგა ვაჩნაძე (ორივე - ოზურგეთი), გიორგი ორბელაძე (ზესტაფონი).

85 კგ. 1. გიგა ქოქოლაძე (ბათუმი), 2. ნიკოლოზ გახელაშვილი, 3. თენგიზ ძებნიაური, გიორგი ჯინჭველაშვილი (სამივე - თბილისი).

100 კგ. 1. ბექა კანდელაკი, 2. ჯემალ რიჟამაძე (ორივე - თბილისი), 3. არტემ გაზარიანი (სომხეთი), გიორგი ღლონტი (ლანჩხუთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა