დღეს, თბილისის დროით 15:30 საათზე ნიონში უეფას ფუტსალის თასის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართება
საქართველოს ჩემპიონ "იბერია სტარის" თაოსნობითა და მოწადინებით თბილისმა უეფას თასის (ფუტსალის ჩემპიონთა ლიგა) პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს უმასპინძლა. იბერიელებს ელიტრაუნდის თბილისში გამართვის პრეტენზიაც ჰქონდათ და იმის იმედიც, რომ ტურნირს უმაღლეს დონეზე უმასპინძლებდნენ - თბილისის სპორტის სასახლე საუკეთესოთა კატეგორიაში გადის, მისგან 50 მეტრში კი სასტუმრო "ჰოლიდეი ინ" მდებარეობს, ანუ ინფრასტრუქტურის მხრივ მოსადავებელი არავის ექნებოდა.

მაგრამ "იბერია სტარის" პრეზიდენტ ვახტანგ წერეთლის შიში გამართლდა - ელიტრაუნდის მიღებაში ისეთი კონკურენტები გვყავს, მეეჭვება, თბილისი მათ ამჯობინონო. მართლაც, ამ ეტაპზე ეს პატივი ოთხი ისეთი ქვეყნის ქალაქს ხვდა წილად, რომელთაც უეფაში გაცილებით მეტი წონა აქვთ, ვიდრე საქართველოს, ლისაბონს, ბარსელონას, ტრევიზოს და მოსკოვს.

და მაინც, უნდა ითქვას, რომ "იბერია სტარმა" ქართული საფეხბურთო ცხოვრება გამოაცოცხლა და მისი დამსახურებაა, ფუტსალის მიმართ ინტერესი რომ გაიზარდა.

არადა, როდესაც ვახტანგ წერეთელმა "იბერია სტარს" მოჰკიდა ხელი, მაშინ საქართველოში ფუტსალს არ ულხინდა. მისი მოსვლის შემდეგ ვითარება რადიკალურად შეიცვალა, გუნდი უეფას თასის გათამაშების ერთადერთი მუდმივი მონაწილე და ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ძალა გახდა. შარშან კი "იბერია სტარს" ელიტრაუნდში გამარჯვებამდე და "ოთხთა ფინალამდე" მცირედი დააკლდა.

"გუნდში ჩემი მოსვლის შემდეგ "იბერია" ფინანსურად მოღონიერდა, ბრაზილიელი ლეგიონერები დავიმატეთ და საგრძნობლად გავძლიერდით. ახლა გვაქვს პრეტენზია, ვიყოთ ევროპაში საუკეთესო გუნდი. თბილისში გამართული ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში "სლოვ მატიკთან" მოგება, რა თქმა უნდა, უფრო გამახარებდა. მაგრამ სლოვაკებს ძლიერი გუნდი ჰყავთ და ყოველთვის ელიტრაუნდში არიან, ჩვენთვის კი მთავარი ის არის, რომ პირველ ადგილზე გავედით, რასაც "იბერიასთვის" დიდი მნიშვნელობა ჰქონდა", - ამბობს წერეთელი.

ბოლო წლებში "იბერია" წარმატებებს ბრაზილიელი ლეგიონერების წყალობით აღწევდა. წლეულსაც მნიშვნელოვანი ნამატი იყო - თბილისში გამართულ ტურნირამდე გუნდში ჩაირიცხნენ ლუის ნეგაო იაპონიის "ნაგოიადან" და ედუ ბაქოს "ნეფთჩიდან".

წერეთლის თქმით, ელიტრაუნდამდე საქართველოს ჩემპიონი კიდევ უფრო გაძლიერდება: "ორ მოთამაშეს დავიმატებთ. ჯერ მათ გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან ორივე კლუბში თამაშობს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთი ქართველი იქნება, მეორე კი - უცხოელი".

"იბერია სტარის" კაპიტანი გოგა ალთუნაშვილი ელიტრაუნდის დაწყებამდე იმედიანადაა: "მართალია, ბოლო შეხვედრა სლოვაკებთან ვერ მოვიგეთ, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მეორე ეტაპზე გასვლა იყო და მიზანს მივაღწიეთ.

წინა სეზონის ჯგუფურ ეტაპზეც შვიდი ქულა გვქონდა, მაგრამ წლევანდელი "იბერია" შარშანდელზე ძლიერია. მაშინ, თუ გახსოვთ, ალმატიში "კაირატთან" ელიტრაუნდის ბოლო შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, მასპინძლების მსგავსად, შვიდი ქულა დავაგროვეთ, მაგრამ ფინალურ ოთხეულში მხოლოდ ბურთების უარესი სხვაობის გამო ვერ გავედით. ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ წლეულს ელიტრაუნდში უფრო წარმატებით თამაში და ევროპის ოთხ საუკეთესო კლუბში მოხვედრა შეგვიძლია".

"იბერია სტარი" უეფას ფუტსალის თასის ელიტრაუნდში კვლავ ოთხგუნდა ჯგუფში იასპარეზებს, მატჩები 12-20 ნოემბერს გაიმართება, "ოთხთა ფინალში" კი ელიტრაუნდის ჯგუფებში გამარჯვებულები გავლენ.

ჯგუფური ეტაპის სხვა გამარჯვებულებთან ერთად, საქართველოს ჩემპიონი მეორე კალათაშია განთესილი "ეინდჰოვენის" (ჰოლანდია), "ბარსელონას" (ესპანეთი), "შატელინოს" (ბელგია), "მარკას" (იტალია) და "ეკონომაცის" (სერბეთი) კომპანიაში.

დღეს, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე შვეიცარიულ ნიონში უეფას ფუტსალის თასის ელიტრაუნდის წილისყრა გაიმართება და შევიტყობთ, ვისთან მოუწევს "იბერიას" "ოთხთა ფინალის" საგზურისთვის ბრძოლა, თუმცა უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ჩემპიონი მოსკოვის ჯგუფში ვერ მოხვდება. ცნობილ მიზეზთა გამო, უეფამ წინასწარ განაცხადა, რომ თუ "იბერია" ჯგუფში მოსკოვის "დინამოსთან" მოხვდება, მაშინ ქართულ გუნდს ავტომატურად მომდევნო ჯგუფში ჩასვამენ.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ წესს უეფა დიდ ფეხბურთშიც იყენებს და საქართველოს და რუსეთის ნაკრების ერთ ჯგუფში მოხვედრას ერიდება. ერთი სიტყვით, "იბერიას" ლისაბონში, ბარსელონასა ან ტრევიზოში მოუწევს გამგზავრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...