ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლევან კობიაშვილი: ნაკრები ჩემი ოჯახია

ლევან კობიაშვილი: ნაკრები ჩემი ოჯახია

კობიაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, ვინც სანაკრებო დონეზე "ასიანთა კლუბის" წევრი გახდა
ქართველი ფეხბურთელებიდან, ლევან კობიაშვილი პირველია, ვინც სანაკრებო დონეზე "ასიანთა კლუბის" წევრი გახდა.

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, "კობისთვის" საიუბილეოა - ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მეასედ მოირგებს ქვეყნის უპირველესი გუნდის მაისურს.

კობიაშვილის სანაკრებო დებიუტი 1996 წლის 1 სექტემბერს, ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ოსლოში შედგა. უკვე 15 წელია, "კობი" ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელია. მის ანგარიშზე 12 გატანილი გოლია.

"რა შემიძლია ვთქვა იმის გარდა, რომ ბედნიერი ვარ. 99-ვე თამაშის დეტალურად გახსენება შემიძლია, რა და როგორ იყო, რადგან ნაკრებში ჩატარებული ყოველი თამაში ჩემთვის განსაკუთრებული შეგრძნება და პასუხისმგებლობაა. თუმცა, სამწუხაროა, რომ ჩემი დიდი ოცნება ვერ ავისრულე და სანაკრებო დონეზე დიდ ტურნირებზე ვერ ვითამაშე.

ეს დიდი ბედნიერებაა, რომ ამდენი წელი საქართველოს ნაკრების წევრი ვარ და ამხელა ნდობა დავიმსახურე მწვრთნელების, გულშემატკივრების მხრიდან. მომავალში, სიამაყით მოვუყვები ჩემს შვილებს, რომ ამდენი წელი გავატარე ქვეყნის უპირველეს გუნდში. იყო ბევრი სირთულე, ბევრი ცუდი მოგონებაც, მაგრამ ამის გარეშე არ არსებობს" - განაცხადა ლევან კობიაშვილმა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში.

- სანაკრებო დებიუტიც ასე კარგად გახსოვს?

- მაგას რა დამავიწყებს! ნორვეგიის ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშე. მაშინ იმასაც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ განაცხადში მოვხვდებოდი და ბატონმა საშა ჩივაძემ ძირითადში დამაყენა. კარგი თამაში იყო, გუნდმა მშვენივრად ითამაშა და თითქმის ბოლო წუთამდე 0:0 იყო, თუმცა, ჩემი შეცდომის შედეგად, პენალტი დაგვინიშნეს და 1:0 წავაგეთ. მაგრამ არ დამავიწყდება, მატჩის შემდეგ, რამხელა გვერდში დგომა ვიგრძენი ყველას მხრიდან. ისიც კარგად მახსოვს, პირველად რომ ვითამაშე იტალიის წინააღმდეგ. მოსათელად რომ გავედით, არაფერი არ მახსოვს, როგორ გავხურდი, რადგან სულ იმ მხარეს ვიყურებოდი, სადაც იტალიელი ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ; ფანტასტიური გუნდი ჰყავდათ, უდიდესი ფეხბურთელებით სავსე.

გასახსენებელი ძალიან ბევრი მაქვს - ბევრი სიხარული, დასამახსოვრებელი მომენტი, ჩემი გოლები, წაგებით გამოწვეული ტკივილი, გულშემატკივრისთვის მინიჭებული სიხარული. ხორვატიასთან თამაში, ამ მხრივ, მართლაც გამორჩეული იყო. იმედი მაქვს, ნაკრების ცხოვრებაში ამის შემდეგაც ბევრი სიხარულის მომტანი მატჩი იქნება.

- ალბათ, მართლა განსაკუთრებული გრძნობაა, ამდენი წელი ეროვნულ ნაკრებში თამაში. ამის აღსანიშნავად, უეფასგან საგანგებო ჯილდო გადმოგეცემა.

- ეს უდიდესი პატივი და ბედნიერებაა. ნაკრები ჩემი ოჯახია და აქაც ყველაფერი ისე ხდება, როგორც ჩვეულებრივ ოჯახში - არის სიხარული, არის მწუხარება. ცოცხალი ორგანიზმივითაა. მე ყოველთვის იქ ვიდექი, სადაც ჩემიანები იყვნენ; სადაც ჩემს ოჯახს და ქვეყანას სჭირდებოდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო.

რაც შეეხება ამ ჯილდოს, თუკი ჩათვალეს, რომ მე, ჩემი ცხოვრებით და კარიერით ეს დავიმსახურე, სიამოვნებით მივიღებ და ბედნიერიც ვიქნები, რადგან ჩემი ნაკრების და ჩემი ქვეყნის ერთგულებისთვის მაჯილდოვებენ. არ ვარ ის ადამიანი, ჩემი თავი სხვაზე მაღლა რომ დავაყენო; არაერთ ჩემზე ძლიერ ფეხბურთელს უთამაშია ნაკრებში, მაგრამ მე იმაშიც გამიმართლა, რომ ამდენი თამაში მომიწია და ასი შევასრულე. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

• nika999999

ფეხბურთშიკობი ნი რიბა ნი მიასო, ეგ არი რა ნუ ხტუნავხართ ბურთის უნახავებივით. ცხოვრებაში როგორც კაცი და პატიოსანი, ღმერთმა გაუმარჯოს ის წააგავს პეტრიაშვილის. კოპალეიშვილის თამაშს, შრომის მოყვარენი

• hm

Burton კარგია რომ გამოესარჩლე,მაგრამ ლატვიასთან თამაშზე იყავი?კობიაშვილის და ხიზანიშვილის გაგონება არ მინდა იმის შემდეგ,აშკარად შეგნებულად არ აკეთებდნენ პასებს როცა და სადაც საჭირო იყო,თამაში იწურებოდა და ნელა აგორებდნენ ბურთს,ერთხელ არ ჩაუწოდებიათ საჯარიმოში ზუსტად და ბურთს უკან აბრუნებდნენ,მაშინ როცა წინ თავისუფლად შეიძლებოდა შეტევის გაგრძელება.არ ვამბობ რომ მათ თამაში არ შეუძლიათ,პირიქით ისინი მაღალი დონის მოთამაშეები არიან და მათი საქციელი ძალიან გავდა შეგნებულად ცუდ თამაშს.99-ე თამაშს რომ ასე უსირცხვილოდ შეგნებულად ჩააგდებ(მიზეზზე ფიქრი არ მინდა) უნდა გქონდეს იმის ნამუსი,რომ მე-100 საიუბილეო თამაშზე თავდადებულად არ მოაჩვენო თავი,მეტი არაფერი.

• Burton

hm მეგობარო კობიზე მაგის თქმა ნამდვილად არ შეიძლება!!!

• hm

დღეს ნელა იარე სტადიონზე,არ გაოფლიანდე და არ გაცივდე...

• state

მადლობა შენ კობი.... მადლობა ყველა სიხარულისთვის რაც მოგვანიჭე და იმისიც რისი მონიჭებაც გინდოდა მაგრამ არ გამოგივიდა... მთავარია რომ გინდოდა და იბრძოდი!!!

ცნობილი უკრაინელი კომენტატორი საქართველოსთან და უნგრეთთან მატჩებისთვის, გულის წამლებსა და დამამშვიდებლებს მოიმარაგებს

[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა

"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა

"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა

"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა

20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან

ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა

20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა

პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა

აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე

მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება

"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე

[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა

[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა

საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა

[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...

აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია

ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა

ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს

"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ

"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს