ისევ გაუჭირდა ბოლო დროს კრიზისში მყოფ ენდი როდიკს, რომელიც ამჟამად მე-15 ადგილს იკავებს მსოფლიო კლასიფიკაციაში
ჩინეთის ქალაქ შანხაიში სტარტი აიღო სეზონის ბოლოსწინა მასტერსმა. საწყის რაუნდში პირველ რვა ნომრად განთესილი ჩოგბურთელები ისვენებენ. პირველ წრეში ჯერჯერობით მოულოდნელობები არ მომხდარა.

წარმატებით დაწყო შანხაიში გამოსვლა არგენტინელმა დავიდ ნალბანდიანმა. მსოფლიოს 57-ე ნომერმა რეიტინგში თავისი მეზობელი, 23 წლის ლატვიელი ერნესტ გულბისი ორ სეტში - 7:5, 6:4 დაამარცხა.

სამხრეთამერიკელმა 12 ბრეიკ-პოინტიდან მხოლოდ სამი გამოიყენა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯებისთვის. გულბისს მხოლოდ ერთი ბრეიკი ჰქონდა, 10 ეისი ჩააწოდა, მაგრამ ამასთან, 9 ორმაგი შეცდომაც დაუშვა, რამაც განაპირობა კიდეც მისი მარცხი.

ისევ გაუჭირდა ბოლო დროს კრიზისში მყოფ ენდი როდიკს, რომელიც ამჟამად მე-15 ადგილს იკავებს მსოფლიო კლასიფიკაციაში. ამერიკელმა კარგად დაიწყო შეხვედრა ტაივანელ იენ-ჰსუნ ლუსთან, მაგრამ შემდეგ მეტოქემ ინიციატივა მოიპოვა და მეორე სეტი ერთადერთი ბრეიკის წყალობით თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მაგრამ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი დროულად მოეგო გონს და არ დაუშვა ზედიზედ მეორე ტურნირში პირველივე წრიდან გამოვარდნა. გადამწყვეტ პარტიაში როდიკმა ორი ბრეიკის შესრულება შეძლო და საათსა და 52 წუთში სამ სეტში გაიმარჯვა - 6:2, 3:6, 6:2.

როდიკმა 10 ეისი ჩააწოდა, მისმა მეტოქემ - შვიდი. ამასთან, ლუს ანგარიშზე შვიდი ორმაგი შეცდომა მოდის. ამ მატჩის შემდეგ ამერიკელისა და ტაივანელი ჩოგბურთელების ურთიერთშეხვედრებში ანგარიშია 4:1 ენდის სასარგებლოდ.

მეორე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა წლევანდელი უიმბლდონის სენსაციამ, 18 წლის ავსტრალიელმა ბერნარდ ტომიჩმა. მან მარათონულ სამსეტიან მატჩში მოუგო რეიტინგის 30-ე ნომერს, სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონს. პირველ ორ სეტში მეტოქეებმა ვერც ერთი ბრეიკი ვერ გააკეთეს და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა - პირველ პარტიაში ტომიჩმა იმარჯვა, მეორეში - ანდერსონმა, მესამე სეტში კი ავსტრალიელმა ერთადერთი ბრეიკი გააკეთა ორსაათნახევრიან მატჩში და გადამწყვეტი პარტია 6:3 მოიგო.

საწყის წრეში ორი ნაკლებად ცნობილი ჩინელი ჩოგბურთელი გამოეთიშა ბრძოლას. ერთ-ერთი იყო მსოფლიოს 358-ე ჩოგანი ჟე ლი, რომელმაც თითქმის უბრძოლველად დათმო შეხვედრა ესპანელი ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგ. მატჩი საათსა და 14 წუთს გაგრძელდა და ესპანელმა მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მეტოქეს, თუმცა ლიმ ვერ შეძლო მისი გამოყენება. თავად 27 წლის ვერდასკომ კი ოთხჯერ აიღო ჩინელის მოწოდება და ამის ხარჯზე 6:2, 6:2 გაიმარჯვა.

ერთადერთი სათამაშო კომპონენტი, რაშიც ლი დიდად არ ჩამორჩებოდა მეტოქეს - ეისების რაოდენობაა - ვერდასკომ ექვსჯერ ჩააწოდა სუფთა ბურთი, ლიმ - ხუთჯერ.

კიდევ ერთმა ჩინელმა წააგო ორ სეტში - მსოფლიოს 398-ე ჩოგანმა მაო-სინ გონმაც ვერ გაუწია დიდი წინააღმდეგობა ახალგაზრდა

ამერიკელ დონალდ იანგს და ისიც ორ სეტში დამარცხდა - 1:6, 4:6. თუმცა პირველ სეტში გამანადგურებელი ანგარიშით მარცხის შემდეგ, მასპინძელმა მეორე პარტიაში ასე თუ ისე ღირსეულად იბრძოლა და ოთხი გეიმი აართვა მეტოქეს. მატჩი საათსა და 13 წუთს გაგრძელდა და იანგმა მეორე წრის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკა იქნება, ვინც არგენტინელი ხუან მონაკო გამოთიშა ბრძოლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა