გერმანულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ არნესენს "ბაზელის" თავკაცი ტორსტენ ფინკი მაინც დაუთანხმებია
დღე ისე არ გავა, რომ "ჰამბურგიდან" ახალი ცნობები არ გავრცელდეს. გუშინ ვწერდით, რომ ჩრდილოგერმანული კლუბის მთავარი მწვრთნელის ფუნქციების შესრულება დროებით სპორტულმა დირექტორმა ფრანკ არნესენმა აიღო თავის თავზე და თქვა, ამას იქამდე გავაკეთებ, სანამ ახალ მწვრთნელს არ დავნიშნავთო.

გუშინ, გერმანულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ არნესენს "ბაზელის" თავკაცი ტორსტენ ფინკი მაინც დაუთანხმებია. ერთადერთი, მაგრამ ძალიან სერიოზული პრობლემა ახლა ის არის, რომ 43 წლის ფინკს შვეიცარიულ კლუბთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებს და ახლა მან თვითონ უნდა გაარკვიოს თავის ბოსებთან, როგორ გაუშვებენ: კონტრაქტს პირდაპირ გაუწყვეტენ, თუ "ჰამბურგი" იძულებული გახდება, ტომ ტორსტენის ხელშეკრულება ფულით გამოისყიდოს. ფაქტი ის არის, რომ არნესენს ნათქვამი აქვს, კარგ მწვრთნელში ფულსაც სიამოვნებით გადავიხდიო.

ეს პროცესი კი შეიძლება საკმაოდ დიდხანს გაიწელოს, მაგალითად ზამთრამდე და ამ ხნის მანძილზე "ჰამბურგის" მწვრთნელის ფუნქციების შესრულება სწორედ არნესენს მოუწევს. თუმცა ფაქტია ისიც, რომ წესით, არც "ბაზელის" ხელმძღვანელებს უნდა სურდეთ ისეთი მწვრთნელის დიდხანს შენარჩუნება, რომელსაც სხვაგან წასვლა აქვს გადაწყვეტილი და ადრე თუ გვიან, მაინც წავა. ამრიგად, ლოგიკურად ტორსტენ ფინკი ჰამბურგში საკმაოდ მალე უნდა ვიხილოთ - თუ შვეიცარიელები არ გაჯიუტდებიან, რაც მათ წისქვილზე წყალს ნაღდად არ დაასხამს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა