ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში ინგლისის ნაკრების გამოსვლას კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს
ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში ინგლისის ნაკრების გამოსვლას კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს, რაც გასაკვირი სულაც არ არის.

"პომები" მოედანზეც და მის მიღმაც ამაზზრზენად გამოიყურებოდნენ. ინგლისის ნაკრების მორაგბეები ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე სკანდალში გაებნენ, რასაც გუნდის თამაშზე უკვალოდ არ უნდა ჩაევლო. ასეც მოხდა. მარტინ ჯონსონის სამწყსომ მეოთხდფინალში საფრანგეთის ნაკრებთან წააგო და სამშობლოში შერცხვენილი დაბრუნდა.

ყოველივე ამის შემდეგ გაზეთ "სანის" სპორტის განყოფილების ხელმძღვანელი სტივ ჰოვარდი ჯონი ვილკინსონის მზის ჩასვენებაზე წერს. გთავაზობთ ამონარიდს ამ სტატიიდან.

"ჯონი ვილკინსონი ფეხბურთელ დევიდ ბექჰემთან ერთად ამ თაობის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა და ცნობილი ვარსკვლავი იყო. "ვილკომ" ეროვნულ ნაკრებსა და "ბრიტანელ ლომებში" ჯამში 97 კეპი მოიხვეჭა. 2003 წელს კი "პომებს" მსოფლიოს თასი მოაგებინა. სულ კარიერაში ნაკრებს 1246 ქულა შესძინა, რაც დენ კარტერის საუკეთესო მაჩვენებელზე ოთხი ქულით ნაკლებია.

თუმცა, ყველაფერი ოდესღაც იწყება და როდესმე მთავრდება.ვფიქრობთ ვილკინსონის სანაკრებო კარიერაც დასრულდა. ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისელთა გუნდს 19:12 მოუგო, "ტიტანიკი" კი 1912 წელს ჩაიძირა. გასულ უქმეებზე ცუდად მართული ინგლისური "გემი" ამ ქვეყნის რაგბისთვის ერთ ბნელ საღამოს ფრანგულ აისბერგს შეასკდა და ჩაიძირა.

ინგლისის ნაკრებმა მომდევნო 2015 წლის მსოფლიოს თასისთვის მზადება ახლავე, დღეიდანვე უნდა დაიწყოს. საამისოდ პირველ რიგში გუნდიდან უნდა დაითხოვონ ჯონი ვილკინსონი, მაიკ თინდოლი, სტივ ტომსონი, ლუის მუდი, საიმონ შოუ, მარკ კუეტო და ნიკ ისთერი. ისინი ოთხი წლის შემდეგ ნაკებისთვის ძალიან ბებრები იქნებიან.

უფრო მეტიც, დრო ენდრიუ შერიდანის, ლუის დიკონის, ტომ პალმერის, შონთაი ჰეპისა და მეთ სტივენსის წინააღმდეგ მუშაობს.

ჯონი ვილკინსონისთვის, რომელიც 2003 წლის მსოფიოს თასის გმირი იყო, ახალ ზელანდიაში გამართული ტურნირი საშინელი სიზმარივით დარჩება. თანაგუნდელებისგან განსხვავებით ის წესიერი კაცი და ნამდვილი სპორტსმენია, თუმცა მხოლოდ მისი ძალისხმევა საკმარისი არ აღმოჩნდა საიმისოდ, რომ ინგლისის ნაკრებს საქვეყნოდ სირცხვილი არ ეჭამა.

საკმარისი არ იყო და, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ჯონი ის აღარ არის რაც იყო. "ვილკო" ტიტანიკივით ჩაიძირა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"