ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

გიორგი ნიჟარაძე: მონებივით უნდა ვიშრომოთ, რომ წინ წავიდეთ

გიორგი ნიჟარაძე: მონებივით უნდა ვიშრომოთ, რომ წინ წავიდეთ

ინტერვიუ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტთან
საქართველოს ნაკრებმა ერთ კვირაზე მეტია, რაც ჯგუფური ტურნირის დასრულების შემდეგ ახალი ზელანდია დატოვა. თუმცა მსოფლიოს თასის გათამაშების მატჩების მიმდინარეობას ადგილზე თვალს ადევნებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე, რომელიც ამჟამად ოქლენდში იმყოფება, სადაც IRB-ს გენერალურ ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. ოქლენდშივე გაიმართება ამ მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები.

ცხადია, ყოველივე ამის პარალელურად რაგბის კავშირის პრეზიდენტი IRB-ს დიდ მოხელეებთან და ელიტური ქვეყნების რაგბის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებას აწარმოებს. გიორგი ნიჟარაძეს ოქლენდში დავუკავშირდით და იქაურ ამბებზე შევეკითხეთ:

- მას შემდეგ, რაც ჩვენმა ნაკრებმა ახალი ზელანდია დატოვა ოქლენდში ვიმყოფები. აქ მხოლოდ ელიტური სარაგბო ქვეყნების პრეზიდენტები არიან, რომლებმაც თავიანთ წრეში, ისე მიმიღეს, როგორც სრულფასოვანი წევრი.

IRB-სა და სხვადასხვა ქვეყნის რაგბის ხელმძღვანელებთან შეხვედრებს ყოველდღე ვმართავ. ძალიან ბევრ რამეში ჩვენს მოსაზრებებს იზიარებენ. საერთო აზრია, რომ საქართველოს ნაკრებს ძალიან დიდი პროგრესი აქვს. ამბობენ, რომ შეიძლებოდა შოტლანდიის ნაკრების დამარცხება. აღნიშნავენ არგენტინის ნაკრებთან შესანიშნავად გამართულ პირველი ტაიმსაც და რომ არა დაღლილობა, რაც გუნდს მეორე ნხევარში დაეტყო, არავინ იცის ეგ თამაში როგორ დასრულდებოდა. გახსოვთ ალბათ, რომ არგენტინის ნაკრებთან მატჩისთვის ძალების აღსადგენად მხოლოდ სამი დღე გვქონდა.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით IRB-ს ხელმძღვანელთა შეხვედრა გაიმართა, რომლებიც არსებული ფორმატის შეცვლას აპირებენ.

- დაიხ, არსებული ფორმატი უნდა შეიცვალოს. ამაზე უკვე აქტიურად მიდის მუშაობა და შემდეგ მსოფლიო თასის გათამაშებაში, რომელც 2015 წელს ინგლისში გაიმართება, ბევრად უფრო მოქნილი და ყველასთვის მისაღები კალენდარი შედგება.

ამას გარდა, აქ სხვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან თემებზეც მიდინარეობს მსჯელობა. ემოციები დაცხრა და გამოჩნდა, რომ ძალიან ბევრი რამე გვაქვს შესაცვლელი. სერიოზულ კავშირებს ვამყარებთ როგორც ბრიტანულ, ისე ფრანგულ მხარესთან. ხვალ უნდა შევხვდე შონ ფიცპატრიკს და მის ექვს თანაგუნდელს, რომლებმაც 1987 წელს ახალ ზელანდიას მსოფლიოს თასი მოუტანეს. წინასწარი ინფორმაციით, მათ საინტერესო წინადადებები აქვთ მომზადებული და უნდათ თანამშრომლობა შემოგვთავაზონ.

- თქვენ მეოთხედფინალური მატჩების უშუალოდ თვითმხილველი ბრაძანდებით. არგენტინის ნაკრები, რომელიც ჩვენი თანაჯგუფელია, ფავორიტ ახალ ზელანდიასთან საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა.

- არგენტინის ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა და რომ არა, ეს საშინელი მსაჯობა. ანგარიშში სხვაობა ბევრად უფრო მცირე იქნებოდა.

- ცუდი მსაჯობის შესახებ თქვენც არაერთხელ აღნიშნეთ და უცხოურ პრესაშიც დაიწერა. რა რეაქცია აქვს ამაზე IRB-ს დიდ მოხელეებს?

- მსაჯებს ყველა აკრიტიკებს, მათ შორის IRB-ს ხელმძღვანელებიც. რა შეიძლება შეიცვალოს ამ მიმართულებით, ახლა ძნელი სათქმელია. 17 ოქტომბერს IRB-ს გენერალური ასამბლეაა, ორი დღის შემდეგ კი ახალ პრეზიდენტს აირჩევენ. კანდიდატურა ორია: მოქმედი პრეზიდენტი ფრანგი ბერნარ ლაპასე და ინგლისელი ბილ ბომონტი.

- ჯერ კიდევ საქართველოს ნაკრების ახალ ზელანდიაში ყოფნისას დაიწყო საუბარი IRB-ს ეგიდით მიმდინარე ტურნირების სტრუქტურული ცვლილებების თაობაზე. რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ხომ არ არის ამ დროისთვის მიღებული?

- არა, ცვლილებები ასე მალე არ მოხდება. მსოფლიოს რაგბის სამყარო ისეთია, რომ ცვლილებებს ადვილად ვერ ეგუება. ამიტომ ახლა მთავარია, ამ ცვლილებებს ჩაეყაროს მყარი საფუძველი. ამაზე, როგორც უკვე გითხარით, ყოველდღიურად ვმუშაობ და სულ უფრო და უფრო მეტი მხარდამჭერი გვიჩნდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებების მიღებას რამდენიმე თვე დასჭირდება.

საქართველოს ნაკრებმა თავისი თამაშით ეს საფუძველი მოამაზადა კიდეც. ყველა, მათ შორის ქუჩაშიც, როცა ჩემს სამოსზე საქართველოს ნაკრების ემბლემას ამჩნევენ, მაჩერებენ და წარმატებულ გამოსვლას მილოცავენ. კიდევ ხომ ჩამოხვალთო, გვინდა ჩვენთან ერთად იყოთო.

ერთი სიტყვით, მსოფლიოს რაგბის თემმა თავის ოჯახში მიგვიღო და ახლა, მომდევნო ოთხი წელიწადი ყველამ მონებივით უნდა ვიშრომოთ, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ, წინ წავიდეთ, თორემ სტაგნაცია და უკუსვლა დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს