რუსმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ნიკოლაი ვალუევმა პოკერის ოფიციალურ ონლაინ ტურნირში 13 დოლარი მოიგო.

რუსმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ნიკოლაი ვალუევმა პოკერის ოფიციალურ ონლაინ ტურნირში 13 დოლარი მოიგო. 213 სანტიმეტრის სიმაღლის პროფესიონალმა მოკრივემ პოკერში ბედი მეორედ სცადა და მე-11 ადგილიც დაიკავა. პირველ ჯერზე კი ვალუევმა ბრძოლა ადრეულ სტადიაზევე დაასრულა – 25 წუთის შემდეგ შეჯიბრს გამოეთიშა.

თავისი ამ "გრანდიოზული" მოგების შესახებ ვალუევმა საკუთარ ბლოგზეც კი დაწერა, რომელიც თავად მოკრივესა და მის პოკერ-გურუს ილია გოროდეცკის მიყავთ. ვალუევი კმაყოფილი ყოფილა, რადგან არა მხოლოდ მე-11 ადგილი დაიკავა, არამედ "ორ კვირაში პროფესიონალი პოკერისტების ტერმინოლოგიაც აითვისა".

თავისი შეგირდის თამაშის შეფასებისას გოროდეცკიმ აღიარა, რომ ვალუევის შედეგით სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. მწვრთნელმა ისიც დაამატა, მოკრივემ რამდენიმე შეცდომა დაუშვა და ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის რუსი გიგანტი ჭBA-ს ვერსიით საჩემპიონო ტიტულს ორჯერ ფლობდა და 2009 წლის ნოემბერში ეს წოდება ბრიტანელ დევიდ ჰეის დაუთმო.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს